თემურ შაშიაშვილი: დავით აღმაშენებელმა დიდი ფუნქცია მისცა ქუთაისს და ეს ქალაქი უნდა იყოს მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის ადგილი

 

Temuri1ქუთაისის მერობის კანდიდატმა. „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დამოუკიდებლობის დღე „ნინო ბურჯნაძე ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარნონადგენლებთან ერთად გელათის მონასტერში აღნიშნა, მათთან ერთად გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა La scala–ში მოღვაწე ცნობილი საოპერო მომღერალი ლაშა ნიქაბაძე, რომელიც ბატონი თემურ შაშიაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.

ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე
„ყველაზე დამოუკიდებელი საქართველო დავით აღმაშენებლის დროს იყო და სიმბოლურია, რომ ახლა აქ ვიმყოფებით. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ ამოვიდა და ვინ არა, მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქ ვარ. დავით აღმაშენებელმა დიდი ფუნქცია მისცა ქუთაისს და ეს ქალაქი უნდა იყოს მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის ადგილი“–აღნიშნა შაშიაშვილმა.

„ჩვენ გვსურდა, რომ ეს ერთი დღე ვყოფილიყავით პოლიტიკის გარეშე და დამოუკიდებლობის დღეს ყველა პოლიტიკოსს გელათის ტაძარში შეკრებისკენ მოვუწოდეთ. ეს გამოწვევა სამწუხაროდ არავინ მიიღო, –  განაცხადა  კოალიციის „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა , –  ამ ისტორიული ადგილიდან სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და ვისურვო ,რომ ეს დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინოს.წინ დავით აღმაშნებლისაკენ“

gelaTi1 gelati2 gelati3

სრული ვიდეოჩანაწერი 

 ინტერვიუ გელათის ეზოში

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *