თემურ შაშიაშვილი ვაკის უბნის მოსახლეობას შეხვდა

 

qu“თეთრების” ლიდერი,   კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი  აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს ქუთაისის მოსახლეობასთან ამჯერად ის  ხუნდაძისა და სულხან–საბას ქუჩის მცხოვრებელებს შეხვდა.
როგორც ვაკის უბნის მოსახლეობა აცხადებს, მათ მთავარ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. მაცხოვრებლები პენსიის თანხასა და მედიკამენტების სიძვირესაც აპროტესტებენ.

შაშიაშვილმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მერად არჩევის შემთხვევაში მათ მოგვარებას დაპირდა.

„მე ძველი და ახალი ხელისუფლების შემრცხვებოდა, რომ ასეთი პრობლემებით ცხოვრობს დღეს ხალხი. ამ პრობლემების მოვლა შეიძლება თუ ბიუჯეტს სწორად დავგეგმავთ. როდესაც, მერიის შენახვაზე 7 მილიონი ლარი იხარჯება, წარმოუდგენელი ასე გაგრძელდეს, ეს ხალხს აზარალებს. მე ამ ხალხს დავპირდი, წესიერ, ერთგულ და პატიოსან მუშაობას.“– განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *