თემურ შაშიაშვილი: მიმდინარეობს გეგმაზომიერი შეტევა პატრიარქზე!

 

ilia„თეთრების“ ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი  განაგრძობს რა წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, ქუთაისიდან ეხმიანება პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას  და მ ას „მეტად შემაშფოთებელს“ უწოდებს.

„მართალია, ეს ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა, მაგრამ მეტად საგანგაშოა თვით ფაქტი მსგავსი სახის განცხადების გავრცელებისა, –  აცხადებს თემურ შაშიაშვილი, –  ეს შემთხვევით არ მოხდა. არსებობს გარკვეული ძალები, ვინც ამ ინფორმაციას შეგნებულად და გამიზნულად ავრცელებს და შესაბამისად მისი გავრცელება გარკვეული მოსაზრებით“

შაშიაშვილს მიაჩნია, რ ომ  ეს არის გეგმაზომიერი შეტევა პატრიარქზე და პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ლოგიკური  გაგრძელება.

„პატრიარქს არ პატიობენ იმას, რომ მან ანტიდისკრიმინაციული კანონი დაგმო  და 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა“.  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი,  – მიდის გააფთრებული ბრძოლა ქართული ცნობიერების,  საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ.

უბედურებაა, რომ ქვეყნის გარედან დაფინანსებული ანტიეროვნული სექტები, სოროსის ფონდის ტიპის ორგანიზაციები,  ვინც ეროვნულ ცნობიერებასთან  ბრძოლის იდეოლოგიური ფლაგმანია, უკვე მხოლოდ თბილისში კი არაა ლოკალიზებული, არამედ მთელს საქართველოშია მოდებული. წინასაარჩევნო შეხვედრებმა ამ დამღუპველ ტენდენციაში დამარწმუნა.

სამწუხაროდ არ გამართლდა ჩვენი იმედები, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლებოდა. უცხოური ფულით დაფინანსებული ეს ანტიქართული ორგანიზაციები არათუ დასუსტდნენ, უფრო თავხედურად მოქმედებენ. რაც გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანის დღევანდელი ხელისუფლება  კვლავ ქვეყნის გარედან იმართება და   ეს დამღუპველი ტენდენცია მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლებაში არ მოვა ქართული ცნობიერების მქონე პოლიტიკური ძალა“.  – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

თეთების პრეს-ცენტრი

28.05.2014წ

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *