(ალია) თემურ შაშიაშვილი: თუ მაგრად არ დავდექით, ეს პროცესი გადაგვიყოლებს და გადაიყოლებს პატრიარქს!”

 

13რა საფრთხეს შეიცავს პატრიარქის სახელით გავრცელებული წერილი და რა ჯგუფები ცდილობენ ვითარების დაძაბვას? რა პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთსა და უკრაინაში და რას ფიქრობენ უკრაინელები პრეზიდენტის ახალ მრჩევლებზე?- “ალიას” თეთრების ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

– ბატონო თემურ, პატრიარქის სახელით ვრცელი წერილი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ  გადადგომას აპირებს. ცხადია, ეს წერილი საპატრიარქომ უარყო. მაგრამ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს წერილი შემთხვევითი არ იქნება. ვის და რაში აწყობდა ამ წერილის გამოქვეყნება?

ჩემი აზრით, ეს წერილი არის საფრთის შემცველი, არსებობენ გარკვეული ჯგუფები შიგნით და გარეთ, რომლებსაც პატრიარქის გადადგომა უნდათ. როცა საქართველოში დაიწყეს უცხოეთიდან ინგლისური ენის შემსწავლელი ვალანტიორების შემოყვანა, დასკვნითი ნაწილი უნდა ყოფილიყო იმ კანონის მიღება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მათ შეარჩიეს 1500 კაცი, რომელიც გაუშვეს საზღვარგარეთ  სხვადასხვა სექტებში, სხვადასხვა ჯგუფებში გამოწვრთნეს და არც კი ვიცით, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა რეალურად ამას რომ ველაპარაკები ადამიანებს, ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ვაჭარბებ, რადგან არჩევნებია, ჩვენ რომ ვსაუბრობთ ხშირად, აი, წავიდა “ნაციონალური მოძრაობა” და ისევ ნაციონალების კადრები არიან, ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ მხოლოდ მათი კადრები არიან, ესენი არიან გარე ძალების მსახურები, ამიტომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყანაში, გარედან თუ არ იქნება ნებართვა, არავინ გაათავისუფლებს მათ. საქართველოში საჭიროა ისეთი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს გამოგლეჯს ხელიდან დასავლეთს, რუსეთსა და ყველა გარე ძალას.ნეტავ, განახათ, რა ხდება ქუთაისში, ხელისუფლების შენახვა ჯდება 9 მილიონი, ხოლო  საბავშვო ბაღებზე იხარჯება 6 მილიონი, ფანტანებზე – 300 000 ლარი და მისი ნახევარიც არ იხარჯება მცირე ბიზნესის განვითარებაზე. გარე ძალებს არ სურთ, რომ ქართული ცნობიერების, ტრადიციების ადამიანები მოვიდნენ. ეს პროცესი იმდენად ძლიერადაა ფესვგადგმული, რომ შეუქცევადი გახდა. ეს ყველაფერი დასაწყისია, რასაც ეხლა ვხედავთ, მე უარესის მოლოდინი მაქვს.

– მეტი უარესი რაღა უნდა იყოს?

– პროცესი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოვიქცევით საქართველოს მოსახლეობა. ღირსებით დადგომა დაგვჭირდება, ისე დაგვაკნინეს და დაგვაუძლურეს, რომ ადვილად გვმართავენ, უკვე არ მჯერა, მე ფულიანი კაცის პოლიტიკაში ისეთი ხალხი შეიყვანეს, სიაში, სად მოძებნეს, ხალხო? ქალაქები და რაიონები რომ არ უყვართ, ისეთ ხალხს რა უნდა საარჩევნო სიაში? რატომ აკეთებენ ამას? მხოლოდ იმიტომ რომ ფულის დიქტატი დაამყარონ ქვეყანაი, დღეს საქართველოს აჩოქებენ ფულიანები. არ გაქვს მარტივი სიტუაცია, რომ ვხედავ, როგორ იბრძვიან ეს ძალები, იმედისმომცემი რა შეიძლება არსებობდეს? დამკვიდრდა ბატონყმული წყობილება, ადამიანი, მიდის თანამდებობიდან და მის ადგილზე ან ახლობელს ტოვებს. მე გეუბნებით, სად გინახავთ ადამიანი, რომელსაც ბიოგრაფიაში აქვს გარკვეულ სექტურ ჯგუფებში გავლილი ცხოვრება, ის არ უნდა ავირჩიოთ, ხალხო! თუ გვინდა საქართველო, ჩვენი თავიც დავიცვათ , პატრიარქიც და ტრადიციებიც.

შეძლება გაგიდეთ, რომ მოუსმინოთ ხალხს, არჩევნებზე წასვლა არ უნდათ. ხომ ვტრაბახობთ, ქუთაისში პარლამენტი არისო, მე არ მინდა ისეთი პარლამენტი ასეთ კანონებს რომ იღებს და არცხვენს ქუთაისს. მე მცხვენია, რომ კანონი გამოიცემა და ბოლოში აწერია, მიღებულია პარლამენტში, ქუთაისშიო. აქედან იწყება ჩვენი უბედურება. ქალაქი და მთელი საქართველო მსახურებად უნდა აქციონ, აქეთ მიდის ტენდენცია. ნგრევაზე არიან ესენი ორიენტირებულნი, როცა ასეთ რამეს ვამბობ, მინდა პირნათელი ვიყო ჩემს წინაპრებთან და მომავალ თაობასთანაც, თორემ თუ აქამდე ხელისუფლებას ჩემი არჩევა არ უნდოდა, ახლა ორმაგად არ უნდა. რადგან იცის, რომ ამას არასდროს შევეგუები, გამიშვან და ვნახოთ რა შეუძლია ხალხის მიერ არჩეულს. ხომ არ შეიძლება პრეზიდენტიც, პრემიერიც, მერიც ვინმეს ხათრით ავირჩიოთ?

ბატონო თემურ, აფხაზეთშიც დაიძაბა ვითარება, თქვენ უამრავი აფხაზი მეგობარი გყავთ, რას ამბობენ ისინი, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა? 

– ჩემი აფხაზი მეგობრები მეუბნებიან, თქვენ არ გინდათ აფხაზეთიო. თქვენ ისე იქცევით, რომ არ გინდათ საქართველო ერთიანი იყოსო. ჩვენ ნუ გვაბრალებთ ნურაფერსო. ისინი კონკრეტულ საკითხებზე საუბრობენ. ამბობენ, შიშის ზარს გვცემდა, დევნილები სხვადასხვა რაიონში რომ ცხოვრობდნენო, დღეს მშვიდად ვართ, რადგან ყველა მათგანს ბინები მიეცით, რადგან ეხლა დაბრუნების დრო რომ იყოს, მრავალი მათგანი შეიძლება არც კი დაბრუნდესო.

პრემიერ-მინისტრი ქუთაისში ჩამოვიდა და თქვა, რომ ქუთაისში ლტოლვილთა დასახლება უნდა გავაკეთოთო. მე კი ვეუბნები, რომ ერთი დიდი სასტუმრო ააშენოს აფხაზეთის საზღვართან და დამიჯერეთ, ჩევნი დიდი შერიგების პროცესი დაიწყება.  შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც ურთიერთობებს დაამყარებენ. ასეთი რამეებისთვის ფულის დახარჯვა არ ხდება, რადგან მუდმივ საარსებო პროცესშია საქართველო და ეთამაშებიან, ატყუებენ ხალხს. დააკვირდით, აფხაზეთში ცუდი სიტუაციაა და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს ფრთხილად იყვნენ შეფასებებში. მე ვნახე ბევრი ვინმე, ვინც აღფრთოვანებას არ მალავდა იმით, რაც ხდებოდა აფხაზეთში, რასაც ისინი აკეთებენ ახლა, ეს თუ გაგრძელდა არავისთვის კარგი არ იქნება.

– და იხეირებს რუსეთი ამით…

– რა თქმა უნდა, დასავლელ პოლიტიკოსებს ეშლებათ,რაც უფრო იზოლაციაში ამყოფებენ რუსეთს, მით მეტად ძლიერდება ის ჩაკეტილი უფრო ძლიერი ხდება მისი რესურსებით, ევროპაში ვიყავი და იქაც ამბობენ. ყოჩაღ რუსეთს, ამერიკა თავზე არ დაისვაო., საქართველოში კი ამერიკის კანონებს იღებენ.

– ჩვენი “აყვავების” შემდეგ ბენდუქიძე და სააკაშვილი უკრაინას “ააყვავებენ”, თქვენ ხშირად დადიხართ უკრაინაში და უამრავი მეგობარი გყავთ. რას ამბობენ ისინი ამ გადაწყვეტილებაზე?

– უკრაინის პრეზიდენტი არის ადამიანი,რომელმაც იცის, რას ნიშნავს ზომიერი პოლიტიკა. თუ მას აცდის დასავლეთი, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ჩავიდნენ სააკაშვილი და ბენდუქიძე, რომელთაც უნდათ აკონტროლონ უკრაინის პრეზიდენტი, რომ რუსეთისკენ ოდნავ  პოზიტიური ნაბიჯი არ გადადგას.

– მერე ეს არ იციან უკრაინელებმა?

– მშვენივრად იციან. ეს გადაწყვეტილება იმ გუნდებმა მიიღეს, ვისაც ეხლა აწყობთ პროცესების ხელში აღება. ამერიკა თავად ეუბნება უკრაინას, კარგად იყავი რუსეთთანო, მაგრამ ეს არ უნდათ სინამდვილეში, ამიტომ ახალ არჩეულ პრეზიდენტს არ ენდობიან და იმ ადამიანებს უსვამენ მრჩევლად, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან. ყველაზე მთავარი დამანგრეველი ძალა რუსეთში იყო ბენდუქიძე, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და დაგვაქცია, ეხლა იგივე დესანტი გადასხეს უკრაინაში.  გაცილებით ძლიერი სპეციალისტები არიან რუსეთში, მაგრამ ისინი რომ აქ  ჩამოსულიყვნენ მინისტრებად, ამერიკა მთელ ამბავს ატეხდა. “თავისი კაცი” გააპარპაშეს საქართველოში. მეცოდება ღარიბაშვილი, რადგან საქართველოში ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, ეროვნების საკითხი დგას და ხალხი ამას არ ეგუება. ხომ ხედავთ, რა სექტაა “ნაციონალური მოძრაობა”, მათ გამოზარდეს ადამიანები, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. ადამიანები, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, თუ მაგრად არ დავდექით, ეს პროცესები გადაგვიყოლებს და გადაიყოლებს პატრიარქს.

 – ეს როგორ?

მას არ აპატიებენ იმას, რომ 17 მაისი ოჯახური სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ეს იყო გმირობა ახალი კანონის მიღების მერე. რაც შეეხება უკრაინას, ყველა მოაზროვნე იქ სააკაშვილს გიჟს ეძახის. ასეთაც იცნობენ კლიჩკოს შევხვდი ამას წინათ და ვუთხარი, არ გცხვენია, ჩვენთან რომ ითხოვ მხარდაჭერას, როცა 26 მაისს ჩვენთან პროცესები მოხდა. თქვენ სააკაშვილს დაუჭირეთ მხარი-მეთქი. კლიჩკომ იცით,რა მიპასუხა? ჩვენ კი არ დავუჭირეთ მხარი მას, ამერიკამ დამავალა. თორემ  თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენ გვაწყობს , ახლა სააკაშვილი აქ რომ ჩამოდის? მაგრამ მაგის ჩამოსვლა ჩვენზე არაა დამოკიდებულიო.

 – ბატონო  თემურ, 26 მაისი ახსენეთ და უნდა გკითხოთ, ისე ჩაიარა ამ დღემ, იმ პარლამენტარებსაც კი არ გახსენებიათ, სასაკლაო რომ მოაწყვეს 3 წლის წინათ, ვინც მაშინ თქვენ გვერდით.

– არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ძალიან მტკივა გული. არ მინდა ეს განვავრცო. მე არ მეგონა, თუ ასეთი სკამების კაცები იყვნენ ქვეყანაში. ბევრი მიფიქრია მათ ვაჟკაცობასა და გოლიათობაზე, ვაქებდი სულ, მაგრამ თურმე სკამების მონები ყოფილან. ვინც კანონს ხელი მოაწერა, არავინ მაგათ ხელი არ უნდა ჩამოართვას.

ვიღუპებით და ვიფიქროთ თავის გადარჩენაზე. არ მინდა დამჭირდეს და, გამოვიტანო სია იმ ხალხის, ვინც საარჩევნო სიაში ჩასვეს  ამათ და გითხრათ, აი, ხალხო, ამათ ანდობთ მომავალს, ამათ უყვარხართ? რა უნდათ ამ სიაში ადამიანებს, რომელბიც იძულებით ჩასვეს, დააძალეს, რომ ფული ახარჯვინონ.

ესაუბრა ჟანა ასანიძე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *