(პირველი) თემურ შაშიაშვლი აცხადებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომა სურთ

 

„თეთრების“ ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვლი აცხადებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომა სურთ.

„ჩემი აზრით, ეს წერლი არის საფრთხის შემცველი, არსებობენ გარკვეული ჯგუფები შიგნით და გარეთ, რომლებსაც პატრიარქის გადადგომა უნდათ. როცა საქართველოში დაიწყეს უცხოეთიდან ინგლისური ენის შემსწავლელი ვალანტიორების შემოყვანა, დასკვნითი ნაწილი უნდა ყოფილიყო იმ კანონის მიღება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მათ შეარჩიეს 1 500 კაცი, რომელიც გაუშვეს საზღვარგარეთ სხვადასხვა სექტებში, სხვადასხვა ჯგუფებში გამოწვრთნეს და არც კი ვიცით, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა რეალურად. ამას რომ ველაპარაკები ადამიანებს, ვიღაცეებს ჰგონია, რომ ვაჭარბებ, რადგან არჩევნებია. ჩვენ რომ ვსაუბრობთ ხშირად, აი, წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ისევ „ნაციონალების“ კადრები არიან, ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ მხოლოდ მათი კადრები არიან. ესენი არიან გარე ძალების მსხაურები, ამიტომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყანაში, თუ გარედან არ იქნება ნებართვა, არავინ გაათავისუფლებს მათ. საქართველოში საჭიროა ისეთი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს გამოგლეჯს ხელიდან დასავლეთს, რუსეთსა და ყველა გარე ძალას“, – განუცხადა შაშიაშვილმა „ალიას“.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *