(imeretinews.ge/)“ჩვენ დღეს ბრძოლას ძლიერი ქუთაისისთვის ვიწყებთ”– თემურ შაშიაშვილი

16როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ბლოკიდან “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” თეთრების ლიდერმა, თემურ  შაშიაშვილმა განაცხადა, მისი არჩევის შემთხვევაში ქუთაისი მცირე ბიზნესის და საუნივერსიტეტო ქალაქად იქცევა.

“ჩვენ დღეს ბრძოლას ძლიერი ქუთაისისთვის ვიწყებთ. ხელისუფლებამ ქუთაისი უყურადღებობით რიგითი ქალაქების სიაში ჩააყენა. ქალაქისთვის, რომელიც თავისი წარსულით, კულტურით, ინტელექტით, გამოირჩეოდა, ეს ტრაგედიაა. ხალხი  ბიძინა ივანიშვილს იმედით შეჰყურებდა, მაგრამ დღეს ისინი გულგატეხილები არიან.  ტყუილი დაპირებების აღარ სჯერათ. ხელისუფლებიდან არავინ ქუთაისის პრობლემებს არ იცნობს, არც პრეზიდენტი და არც ერთი მინისტრი. ის რასაც ცენტრალური ხელისუფლება ქუთაისელებს პირდება ბუტაფორიაა, რადგან მათ არ იციან ამ ქალაქში ხალხს რა სჭირდება. ჩემი არჩევის შემთხვევაში ხალხს ვპირდები, რომ ქუთაისი საუნივერსიტეტო და მცირე ბიზნესის ქალაქად გადაიქცევა, რადგან ძლიერი საქართველო ქუთაისიდან იწყება, “–განაცხადა შაშიაშვილმა.

ცნობისთვის, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარემ ქუთაისის მერობის 7 კანდიდატს მანდატები დღეს გადასცა.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *