თემურ შაშიაშვილი უქიმერიონის საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა

 

თემურიდღეს თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი უქიმერიონის საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა. კოალიციის “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზოცია” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, უქიმერიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა სულაძესთან ერთად გორის, ჭომისა და გუმათის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობის სხვადასხვა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გუმათის მაცხოვრებლები არიან. მათ არა აქვთ ბუნებრივი აირი, აწუხებთ წყლისა და ტრანსპორტის პრობლემა.

გაზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას მიიჩნევს უმთავრესად ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი, “თეთრების” ლიდერი,  ბატონი თემურ შაშიაშვილი. “ყველა საკითხი გადაწყვეტადია. მოსახლეობას მინდა ვუთხრა,რომ მთავარია აირჩიონ წესიერი ადამიანი და არა ის, ვინც მათ მოსყიდვას ცდილობს. წყალი რომ უნდა იყოს, გზა და ბუნებრივი აირი რომ უნდა გავიყვანოთ, ეს ჩემზე კარგად ამ ქალაქში არავინ იცის.”-აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.
“ჩვენი არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში მივხედავთ გაზიფიკაციის პრობლემას. აუცილებელია ასევე მოგვარდეს ტრანსპორტის პრობლემა,რადგან უნდა მოხდეს ამ ტერიტორიული ორგანოს ქალაქთან ინტეგრირება.”-განაცხადა ერთიანი ოპოზიციის უქიმერიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაზა სულაძემ.

თემურ შაშიაშვილმა და ზაზა სულაძემ გუმათში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაც დაათვალიერეს.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *