(newpress.ge) თემურ შაშიაშვილი – ქუთაისის მერიაში კონკურსის წესით თანამშრომელთა მიღება აღარ მოხდება

პარტია “თეთრების” ლიდერი და საარჩვენო ბლოკ “ნინო ბურანაძე ერთიანი ოპოზიციის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლების მიმართ განცხადებას ავრცელებს. თეიმურაზ შაშიაშვილის განცხადებით, ქუთაისის მერია კონტროლიდან გამოვიდა.

“როდესაც მერიის შენახვაზე 7 მილიონი ლარი იხარჯება, მაშინ როდესაც საბავშვო ბაღებზე გასულ წელს 6 მილიონი დაიხარჯა, ხოლო ქუთაისის თეატრებსა და შემოქმედებით კოლექტივებს ამ თანხის ნახევარიც არ აქვთ,” – აღნიშნა შაშიაშვილმა.
შაშიაშვილი, ასევე, მერიაში დასაქმებულთა რაოდენობასაც შეეხო. მისი თქმით, ქუთაისის მერიას ორჯერ უფრო მეტი თანამშრომელი ჰყავს, ვიდრე ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს.
“მერიაში ერთი კაცის საქმეს 10 ადამიანი აკეთებს და ამის გამო ძლიერი სპეციალისტები იკარგებიან,” – ამბობს შაშიაშვილი.
“ნინო ბურანაძე ერთიანი ოპოზიციის” ქუთაისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის მერიაში კონკურსის წესით თანამშრომელთა მიღება აღარ მოხდება. შაშიაშვილის ინიციატივით, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შესაბამისი დარგის სპეცილისტები დანიშნავენ, ხოლო ვიცე-მერებს უნივერისტეტი წარადგენს.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *