(topnews.ge)შაშიაშვილი მერად არჩევის შემთხვევაში ქუთაისის მერიაში კონკურსებს გააუქმებს


საარჩევნო ბლოკი „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის ქუთასის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შაშიაშვილმა მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა, თანამშრომელთა დასაქმების პრინციპი და ადმინისტრაციული ხარჯები გააკრიტიკა.
„ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში საერთოდ გავაუქმებ კონკურსებს. ვიცე-მერს დანიშნავს უნივერსიტეტი, რადგან ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელს დანიშნავს ახალგაზრდული გაერთიანება და ასე შემდეგ. მებრძოლეთ, რომ არ გავხდე ქალაქის მერი, რადგან ასეთ შემთხვევაში ქუთაისის მერიაში ვერავინ ვერ დაინიშნება პარტიული ნიშნით“,-ამბობს შაშიაშვილი.
შაშიაშვილი არ მიიჩნევს, რომ მერიაში დასაქმების მისეული პრინციპი არაკვალიფიციური და მიკერძოებით თანამშრომლების მიღების რისკებს შეიცავს და ამბობს, რომ ეს საუკეთესო გზაა პროფესიონალი კადრების მიღების.
შაშიაშვილი არ მიიჩნევს, რომ მერიაში დასაქმების მისეული პრინციპი არაკვალიფიციური და მიკერძოებით თანამშრომლების მიღების რისკებს შეიცავს და ამბობს, რომ ეს საუკეთესო გზაა პროფესიონალი კადრების მიღების.



