(topnews.ge)თემურ შაშიაშვილი:–’ბოდიში, მაგრამ ქუთაისის ბიუჯეტი სამარცხვინოა’

 

ბლოკი “ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” ქუთაისის მერობის კანდიდატი “თეთრების” ლიერი თემურ შაშაიშვილი ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შაშიაშვილმა შეხვედრაზე მერობის შემთხვევაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაც გააკრიტიკა.

“ეს არ არის რეალურად თვითმმართველო ქალაქი. თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ქალაქმა თავად უნდა მართოს საკუთარი თავი. აქ არ არის ჯანსაღი კონკურენციის გარემო. მედიაც ინერტულია და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაშინ, როცა ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ კონკურენტული, ჯანსაღი გარემოს შექმნა უნდა იყოს. რაც შეეხება ქუთაისის ბიუჯეტს, დიდი ბოდიში, მაგრამ საერთოდ სამარცხვინოა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი”,–განაცხადა შაშიაშვილმა.
შაშიაშვილის თქმით, ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქად უნდა იქცეს.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *