(ტოპნიუსი) “ჩემი მერობის შემთხვევაში სამ-ოთხ თვეში პრემიერი ქუთაისის გამოცდილებაზე ისაუბრებს”

 

15მე ვფიქრობ ქალაქზე და არა იმაზე, როგორ მოვიგოთ არჩევნები. ძალიან მალე, როდესაც შემოვლითი გზა გაიხსნება, ქუთაისი მოექცევა ჩიხში,“ – ეს განცხადება „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
შაშიაშვილის თქმით, წლის მეორე ნახევარში მეწარმეებს რეპრესიები ელოდებათ, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი რთულ მდგომაროებაშია. მერობის კანდიდატმა დღევანდელ ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის შემთხვევაში, ქალაქი ჩიხში მოექცევა, ხოლო ჭავჭავაძისა და ახალგაზრდობის გამზირზე განთავსებული საწარმო ობიექტები უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებიან.
„ამვლელი გზა ამ ეტაპზე ქუთაისის ეკონომიკას ანგრევს. ხელისუფლებას მცირე ბიზნესის დანგრევის უფლებას არ მივცემ. ჩემი მერობის შემთხვევაში იმ მეწარმეებს, რომლებსაც კრედიტები აქვთ აღებული, საკრედიტო შეღავათები ექნებათ. ჩემი მერობის შემთხვევაში, სამ-ოთხ თვეში ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის გამოცდილებაზე ისაუბრებს. ქალაქში ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბიზნესის გადასარჩენად ერთობლივად უნდა იმოქმედონ,“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *