(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკოსების მიერ დაყოფილი ქალაქი ხალხმა გააერთიანა

 

777-150x150„მე ამას დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ სასწაულს ვუწოდებ, ეს დიდი ნიშანია პოლიტიკოსებისათვის ხალხისაგან და ამ ქვეყანაში , მართლაც გამარჯვების დიდი ნახტომის გაკეთება შეიძლება, თუ ჩვენ ვიფიქრებთ ხალხზე და არა სკამებზე, თუ ჩვენ მოვემსახურებით ხალხს და არა ქვეყნის გარე ძალებს, ვიქმნებით ქართული ცნობიერებით აღსავსენი და არა „თავისუფლების ისტიტუტისა“ და „სოროსის ფონდის“ ვირუსით დაავადებულნი“ – ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პარტიის ლიდერის და მისი თანაგუნდელების მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს, ქუთაისის ერთ-ერთ ტრადიციულ უბანში, ჯავახიშვილის ქუჩაზე უნდა გამართულიყო. შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული. დილიდანვე, რუპორებითა და დიდი სახელისუფლებო მობილიზებით, ხელისუფლებამ მოსახლეობის შეხვედრაზე მიწვევა იმავე ადგილსა და იმავე დროს დაიწყო.

ერთ პატარა სკვერში, მოსახლეობა თითქმის ორ თანაბარ ნაწილად გაიყო. სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებმა ამ შეხვედრის გაერთიანების თაობაზე წინადადება არ მიიღეს.

მხარდამჭერებთან გამოსვლის დამთავრებისთანავე, თემურ შაშიაშვილი სახელისუფლებო მიტინგის მონაწილეებისკენ გაემართა, ქალაქის დღევანდელ მერს და მერობის სახელისუფლებო კანდიდატს ბატონ მურღულიას ხელი სახალხოდ ჩამოართვა და შეკრებილ ხალხს მიმართა:“ვიფიქროთ არა მერობის კანდიდატებზე, არამედ ქალაქზე!“

მან ქალაქის მერს პირდაპირი ტრანსლირების პირობით ღია, პირდაპირი პაექრობა შესთავაზა და ამისთვის ყველაზე შესაფერის ადგილად მესხიშვილების თეატრი დაასახელა.

„მთავარი ის კი არაა ვინ ვისი ნათესავი, მეგობარი და თანაპარტიელია და ვის ვინ მოსწონს, არამედ ვის მეტის გაკეთება შეუძლია ქალაქისთვის ამ მეტად მძიმე ჟამს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

მისი აზრით ნამდვილი პოლიტიკური სასწაულია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად შეკრებილი უამრავი ადამიანი ოპოზიციური ლიდერის მიმართ საკუთარი კეთილგანწყობის გამოხატვას არ შეუშინდა.

„პოლიტიკოსების მიერ დაყოფილი ქალაქი ხალხმა გააერთიანა. ეს არის ნამდვილი ქუთაისი.ამ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი,. მე დღეს კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღე ხალხისგან – პატივია ამ ხალხისთვის მსახურება!“ – განაცხადა ქუთაისელთა კეთილგანწყობით აღფრთოვანებულმა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *