(qutaisitoday.com)“ზესტაფონი საამტრედიის ავტობანის მშენებლობა ქუთაისის ეკონომიკას დააზარალებს”

 studentebtanქუთაისის მერობის კანდიდატის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ზესტაფონი სამტრედიის ავტობანის მშენებლობა ქუთაისის ეკონომიკას დააზარალებს.

ამის შესახებ შაშიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ზესტაფონი საამტრედიის ავტობანის მშენებლობა ქუთაისის ეკონომიკას დააზარალებს, რადგან ქალაქში ჭავჭავაძის და ახალგაზრდობის გამზირზე მეტად სასიცოცხლო მნიშვნელობის სავაჭრო ობიექტებია განთავსებული, რომელიც 10.000 ოჯახს არჩენს. იქ განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს დახურვა ემუქრება, რადგან ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი გეგუთის მონაკვეთით გაივლის.

1990 აიან წლებში ჩვენ შემოვლითი გზა ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან გავიყვანეთ, რომელმაც საფიჩხიის დასახლების ჩაკეტვა გამოიწვია. არ მინდა მსგავსი განმეორდეს,”–განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *