(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკოსების მიერ დაყოფილი ქალაქი ხალხმა გააერთიანა

 

meria
“მე ამას დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ სასწაულს ვუწოდებ, ეს დიდი ნიშანიაპოლიტიკოსებისათვის ხალხისაგან და ამ ქვეყანაში, მართლაც, გამარჯვების დიდი ნახტომის გაკეთებაშეიძლება, თუ ჩვენ ვიფიქრებთ ხალხზე და არა სკამებზე, თუ ჩვენ მოვემსახურებით ხალხს და არა ქვეყნისგარე ძალებს, ვიქნებით ქართული ცნობიერებით აღსავსენი და არა „თავისუფლების ისტიტუიტისა” და„სოროსის ფონდის” ვირუსით დაავადებულნი,” – ეს განცხადება ქუთაისის მერობის კანდიდატმა , „თეთრების”ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გააკეთა.

დღეს ქუთაისის ერთ-ერთ ტრადიციულ უბანში, ჯავახიშვილის ქუჩაზე თემურ შაშიაშვილისა და მისი თანაგუნდელების მოსახლეობასთან შეხვედრა უნდა გამართულიყო. შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დააანონსეს, თუმცა „თეთრების” ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეხვედრა იგივე ადგილზე დანიშნა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს ნიშნავს 18 :00 საათის შემდეგ, რათა, მათ მიერ დაგეგმილ შეხვედრებს რაც შეიძლება მეტი სახელისუფლებოაპარატის წევრი დაესწროს, რაც მათ კანონით ეკრძალებათ სამუშაო საათებში.

ერთ პატარა სკვერში, მოსახლეობა თითქმის ორ თანაბარ ნაწილად გაიყო. სახელისუფლებო წრეებისწარმომადგენლებმა არ მიიღეს წინადადება ამ შეხვედრის გაერთიანების თაობაზე.

მართლაც სამწუხარო სურათი გამოიკვეთა: ერთ უბანში, ერთ სკვერში ხელისუფლება რადიოაპარატურითა და ხმის გამაძლიერებლებით შეიარაღებული, ოპოზიციის წარმომადგენლები კიყოველგვარი ტექნიკური საშუალებების გარეშე წარსდგნენ ორად გაყოფილი ხალხის წინაშე!”-ნათქვამია „თეთრების” განცხადებაში.

მხარდამჭერებთან გამოსვლის დამთავრებისთანავე, თემურ შაშიაშვილი გაემართა სახელისუფლებო მიტინგის მონაწილეებისკენ, სახალხოდ ხელი ჩამოართვა ქალაქის დღევანდელ მერს და მერობის სახელისუფლებო კანდიდატს ბატონ მურღლიას და მიმართა შეკრებილ ხალხს :”ვიფიქროთ არა მერობის კანდიდატებზე,არამედ ვიფიქროთ ქალაქზე!” მან ასევე უშუალოდ მიმართა ქალაქის მერს წინადადებით, რომ ღიად, პირდაპირ ხალხის წინაშე მოეწყოს მერობის კანდიდატების საჯარო პაექრობა და სასურველია, ეს შეხვედრა გაიმართოს მესხიშვილის თეატრში და მოხდეს მისი პირდაპირ ი ტრანსლაცია.

„მთავარი ის კი არაა ვინ ვისი ნათესავი,მეგობარი და თანაპარტიელია და ვის ვინ მოსწონს, არამედვის მეტის გაკეთება შეუძლია ქალაქისთვის ამ მეტად მძიმე ჟამს”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

მისი აზრით, ნამდვილი პოლიტიკური სასწაულია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად შეკრებილი უამრავი ადამიანი არ შეუშინდა ოპოზიციური ლიდერის მიმართ საკუთარი კეთილგანწყობის გამოხატვა. უფრო მეტიც, ისინი ოვაციით შეხვდნენ ოპოზიციის მერობის კანდიდატის გამოსვლას.

„პოლიტიკოსების მიერ დაყოფილი ქალაქი ხალხმა გააერთიანა. ეს არის ნამდვილი ქუთაისი. ამქალაქს აქვს დიდი პოტენციალი. მე დღეს კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღე ხალხისგან – პატივია ამხალხისთვის მსახურება!” – განაცხადა ქუთაისელთა კეთილგანწყობით აღფრთოვანებულმა თემურ შაშიაშვილმა.

(ვიდეო )თემურ შაშიაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან (02.06.2014წ)

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *