(newpress)თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას – რისთვის ხარჯავთ ფულს?

 

საარჩევნო ბლოკ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის დევნილებისთვის გადაცემა გააპროტესტა.

შაშიაშვილის განცხადებით, საავადმყოფოს ყოფილი შენობის საცხოვრებლად გადაკეთების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.
“ვისაც აზრად მოუვიდა კლინიკური საავადმყოფო ხიზნებისთვის გადაეცა, იმას ქუთაისი არ უყვარს. ამ შენობაში არ არსებობს ოთახი, სადაც პაციენტი არ იყოს გარდაცვლილი. ეს ხდება შეგნებულად, რომ იმ ხალხს ფსიქიკა შეერყას,” – განაცხადა შაშიაშვილმა.
საარჩევნო ბლოკ “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხელისუფლებას მიმართავს იმ თანხით, რაც დევნილებისათვის საცხოვრებელი შენობების აშენებას უნდა მოხმარდეს, მათთვის ქუთაისში დაკეტილი სახლები შეიძინოს.
“103 მილიონით კერძო ბინების ყიდვა შეიძლება ხიზნებისთვის. უფრო მეტიც, ამ თანხით შეიძლება ბიზნესის განვითარება და ამ ხალხის დასაქმება. რისთვის ხარჯავთ ფულს? რასაც თქვენ აკეთებთ, ყველა უკმაყოფილოა, რასაც ჩვენ ვაპირებთ, ყველა კმაყოფილი იქნება,” – განაცხადა შაშიაშვილმა.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *