(newpress)თემურ შაშიაშვილი – არჩევნების შემდეგ მეწარმეებს ელოდებათ დიდი რეპრესიები

90043900SHASHO_logoქუთაისის მერობის კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. შაშიაშვილი ორ პრობლემას, ქუთაისში მეწარმეების მოსალოდნელ კრიზისსა და ავტობანის მშენებლობას შეეხო. მისი თქმით, მეწარმეებს არჩევნების შემდეგ რეპრესიები ელოდებათ.

“ანალიზის მიხედვით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, მეწარმეების თავისუფლებას სერიოზული პრობლემა შეექმნება. არჩევნების შემდეგ მათ ელოდებათ დიდი რეპრესიები და ამის მიზეზია ბიუჯეტის მძიმე მდგომარეობა,” – განაცხადა შაშიაშვილმა. 
მისივე განცხადებით, მცირე მეწარმეებს ასევე, დამატებითი პრობელემებიც შეექმნებათ, რისი მიზეზიც ავტობანის მშენებლობა იქნება. მერობის კანდიდატის თქმით, ავტობანი ქუთაისს ჩიხში მოაქცევს.
“როგორც ცნობილია ამვლელი გზა გეგუთში გადადის, რაც ქუთაისს ჩიხში მოაქცევს. ჭავჭავაძის და ახალგაზრდობის პროსპექტზე არსებული მცირე საწარმოები კრიზისის წინაშე დადგებიან. ქუთაისის ეკონომიკას ავტობანი დაანგრევს,” – განაცხადა შაშიაშვილმა. 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *