(ტოპნიუსი)კერძო სახლები დევნილთა საერთო საცხოვრებლების ნაცვლად”

 

90043900SHASHO_logoსაარჩევნო ბლოკის „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი კლინიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის დევნილებისთვის რეაბილიტაციას აპროტესტებს. შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულების შენობა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისთვის შეუსაბამოა.
„დადასტურებულია, რომ სამედიცინო დაწესბულებების შენობებში არ შეიძლება ოჯახების შესახლება, რადგან შენობაში დიდი ხნის განმავლობაში რჩება შესაბამისი ენერგეტიკა და აურა, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ვინც გადაწყვიტა, რომ იქ შეასახლოს დევნილები, მას არც ქუთაისი უყვარს და არც იმ ხალხზე ფიქრობს, რომლებმაც იქ უნდა იცხოვრონ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იმ თანხით,რომელიც შენობის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, შეიძინონ კერძო სახლები. უამრავი დაკეტილი სახლია ქალაქში, რომელსაც მოსახლეობა ვერ ყიდის, ბევრს იპოთეკით აქვს დატვირთული, ასე რომ ამის პრობლემა არ იქნება“,-ამბობს შაშიაშვილი.

კლინიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია სახელმწიფოს 103 მილიონი უჯდება.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *