(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: დღეს ქუთაისს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელსაც ექნება ზღვა სიყვარული ხალხის და ამავე დროს იქნენა კლდესავით მტკიცე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში

fila1რა მოძრაობები შეინიშნება პრეზიდენტისა და პრემიერის გარეშემო, რისთვის იყენებენ მარგველაშვილს და რა კონკრეტული კორუფციის ფაქტები იკვეთება ქუთაისში? ამ და სხვა საკითხების ირგვლივ “ახალი თაობა” გთავაზობთ ინტერვიუს “თეთრების” ლიდერ თემურ შაშიაშვილთან.

– ბატონო თემურ, წინასაარჩევნო გარემო რომელიც რეგიონებშია შექმნილი, ყველასთვის თანაბარია?

– ხელისუფლება ადგილებზე გასულია კონტროლიდან. არ მეგონა, ისევ “თავისუფლების ინსტრიტუტის” წარმომადგენლები თუ იქნებოდა ხელისუფლებაში. აშკარაა, რომ თბილისს კი არა მთელს საქართველოს მოედნენ ანტიქართული განწყობის არასამთავრობოები, მათი წარმომადგენლები ყველგანაა. საქართველო, ვგულისხმობ პოლიტიკურ წრეებს, აზროვნების მიხედვით გადაბრუნებული ევროპაა. ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც ევროპაში ხდება. რასაც საარჩევნო კომპანიის გაფორმების თვალსაზრისით აქ, იმერეთში ვხედავ, მსგავსი რამ მხოლოდ დიქტატურის ქვეყნებში მინახავს.არსად მსოფლიოში უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები არ ერევიან არც საკადრო პოლიტიკაში, არს არჩევნებში. დღეს არჩევნები უშიშროების სამსახურებს მიჰყავთ.

– ეს თვალშისაცემია?

– კერძო სტრუქტურებში სულ ხელისუფლების კანდიდატების სურათებია გამოკრული. შეიძლება ხმა სულ არ მისცეს ხელისუფლების წარმომადგენელს, მაგრამ უშიშროების დავალებაა, ოპოზიციონერთა სურათები არსად გააკრან. ეს არ არის თანაბარი საარჩევნო გარემო ეს არის ფულიანთა პარპაში ისევ საქართველოში, რაც იყო ნაცმოძრაობის დროს. ივანიშვილმა თქვა მივდივარ ხელისუფლებიდან, რომ გავაძლიერო სამოქალაქო სექტორიო. სამოქალაქო სექტორს საერთოდ კლავენ. გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ ის ორგანიზაციები მუშაობენ, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. დღეს ძლიერი რომ იყვნენ სამოქალაქო ორგანიზაციები, საარჩევნო სიებს დაანიავებდნენ რადგან აქ ყველაა – მხედრიონელი, ნარკომანი და ა.შ. გარდა მოაზროვნე ადამიანისა. არჩევნები რომ დამთავრდება, თუ შესაბამისი შედეგი არ დაიდება, ამ ხელისუფლებისაგან განთავისუფლება მეორე დღიდანვე უნდა დავიწყოთ. ქალაქის მერობის შემთხვევაში არ დავასვამდი თავზე მოსახლეობას ფულიანებს. რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებაში ფულის გამო მოდიან. თუ ამ ფულიანების პარპაშმა, დღეს რა მასშტაბიც აქვს, თავისი სასურველი შედეგი მოიტანა, ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენ მორალური უფლება აღარ გვექნება გავჩერდეთ.

– ფულიანების ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლაში პრობლემას ხედავთ?

– მე არ მჯერა ფულიანის პოლიტიკაში. მე მჯერა წესიერების და წესიერი ხალხის პოლიტიკის. დღეს ქუთაისს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელსაც ექნება ზღვა სიყვარული ხალხის და ამავე დროს იქნენა კლდესავით მტკიცე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და მას თავზე არ დაასვამს.

ერთმა ჟურნალისტმა ამასწინათ გაიხსენა პერიოდი, როცა გუბერნატორი ვიყავი. შევარდნაძესთან ყოფილა შეხვედრა 1995 წელს არჩევნების შემდგომ, სადაც უთქვამთ “მოქკავშირის” საქმე კარგად რომ წავიდეს, ორი პიროვნებაა მოსაშორებელი – თემურ შაშიაშბილი და არჩილ გოგელიაო. ანუ მოქკავშირი ვერ განვითარდება, თუ ისეთი დაუმორჩილებელი მერი ეყოლება ქუთაისში, და თუ ასეთი ტელევიზია იქნება საქართველოშიო. მთელი 4 საათის განმავლობაში მხოლოდ ამ ორი პიროვნების მოცილებაზე იყო ლაპარაკი. 30- კაციან თათბირზე. შევარდნაძეს უთხვამს, თუ დემოკრატია გინდათ უნდა აუტანითო. ეს უთხრა იმ ხალხს, რომლებმაც დემოკრატიის მანტია მოირგეს.

ეს იმიტომ გითხარით, რომ იმ არჩევნებზე მაშინ “მოქკავშირმა” მხოლოდ ორ რაიონში ვერ გაიმარჯვამ ერთ-ერთი ქუთაისი იყო. მე არ მოვწონდი,სწორედ იმიტომ, რომ ქუთაისში არასდროს ყოფილა ხელისუფლება გამარჯვებული “ნაცმოძრაობამდე”.

ივანიშვილის ფორმულაა, მხოლოდ მისი ერთგულები იყვნენ ხელისუფლებაში. ჩემი ოპონენტები არიან არა უშუალოდ დასახელებული კანდიდატები, არამედ თავად ივანიშვილი. ძალიან მინდა, ქუთაისი გახდეს ის ქალაქი, რომელიც იტყვის, პატივს გცემთ, ბატონო ბიძინა, მაგრამ თქვენი ერთგული კი არა, ქუთაისის ერთგული უნდა იყოს გამარჯვებულიო. ვფიქრობ, ქუთაისელები გამოგლიჯავენ ამ პოსტს ხელისუფლებას და, დარწმუნებული ვარ, ეს ქუთაისელებისთვის კარგი იქნება.

გუბერნატორმა იცის, მე რომ გავიმარჯვო, გაათავისუფლებენ, ამიტომ სკამისთვის იბრძვის. სოროსელი, “თავისუფლების ინსტიტუტელი”, ბიძინას ერთგული და მათი ფულის დამთვლელი – ყველა ჩემს წინააღმდეგ იბრძვის, რომ ქუთაისის მერი არ გავხდე.

ამ არჩევნების მერე მეწარმეებს რეპრესიები ელოდებათ, იმიტომ რომ ბიუჯეტს უჭირს. ვნახე რა კანონპროექტი აქვთ მზად და აქედან ქუთაისის ბიუჯეტში 2 მლნ-მდე გადასახადი უნდა შევიდეს. წარმოგიდგენიათ, ბიუჯეტი რითი უნდა შეივსოს?

– რატომ ფიქრობთ, რომ ქუთაისში ხელისუფლება გასულია ხალხის კონტროლიდან?

– ციფრს გეტყვით, ნიუიორკის მერიაში მუშაობს 380 ადამიანი, ქუთაისის მერიაში 900 კაცი. გაეროს გენერალურ მდივანს ემსახურება პერსონალური მანქანა და მძღოლი. ქუთაისში თვლა არ აქვს ამას. ათეულობით ადამიანს ჰყავს მძღოლი. პრემია 600 ათას ლარზეა გაცემული. 10 მლნ-ზე მეტი ჯდება მარტო მერიისა და საკრებულოს შენახვე, აქედან კულტურის სფერო, შემოქმედებითი ჯგუფები, სპორტის წარმომადგენლების შენახვა წლის მანძილზე ჯდება 5-6 მლნ. ხელისუფლების კი – ორჯერ მეტი.ეს ხდება ქალაქში, რომლის სტატუსი დავით აღმაშენებელმა განსაზღვრა – საგანმანათლებლო და სულიერების ცენტრი. ევა ხუტუნაშვილი, თეატრის უძლიერესი ხელოვანია, მსახიობია, 500 ლარია ქვს ხელფასი, და ითხოვს, პარლამენტში გადაიტყვანონ დამლაგებლად, რადგან დამლაგებლის ხელფასი 1200 ლარია. დამლაგებელი დასაფასებელი პროფესიაა, მაგრამ ხომ არ შეიძლება, თეატრის წამყვანი მსახიობი ასეთ მდგომარეობაში გყავდეს? მე ისეთ ქუთაისზე ვოცნებობ, სადაც მასწავლების ხელფასი ერთი ლარით მეტი იქნება, მერის ხელფასზე, ჩემი მერობის პერიოდში ქუთაისში ასეც იყო.

– დღეს ქალაქის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავენ?

– მაშინ ქუთაისის დასუფთავება 400 ატასოი ჯდებოდა და ქალაქი სუფტად იყო. ფღეს 4 მლნ ხარჯავენ და იმ სისუფთავეს, რაც დღეს ქალაქშია, 1 მლნ სჭირდება მაქსიმუმ, დანარჩენი 3 მლნ სად მიდის?! აშკარაა, რომ კორიფციაა. დღეს 1 ლარი 20 თეთრის საქმეს აკეთებს.’
საგანგაშოა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ის პროქეტები გაჩერდება რასაც ვახორციელებთ თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებითო. ეს რას ნიშნავს? მე პირადად ღარიბაშვილს ასეთ შეურაცხყოფას არ მივაყენებდი,. მე ივანიშვილის მოწინააღმდეგე კი არ ვარ, ვიცი , რა არის ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი, მე ვიცი ივანიშვილის ფასი, მან არ იცის და გაანადგურა თავისი ავტორიტეტი.

თუ ქალაქის მერი გავხდები, სამ თვეში დაგანახებთ, ვინ ჭამს მეწარმეს, ვინ უჯდება წილში, ვის არიცხვინებენ ფონდებში ფულებს. მწარმეს როგორ შეიძლება გზა გააყვანინო. მისი ერთადერთი ფუნქციაა სამუშაო ადგილების შემქნა. მეწარმეს ფულს სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაში უნდა აძლევდნენ.

– რას იტყვით პრეზიდენტის და პრემიერს შორის არსებულ დაძაბულობაზე. მღავრობა პრეზიდენტის დისკრედიტირებას ეწევა?

ღარიბაშვილი არის მონდომებული კაცი. აშკარაა, გონიერია, თუ ხელს არ შემიშლიან და ქუთაისის მერი გავხდები, მასთან სერიოზული თანამშრომლობა მექნება. ღარიბაშვილს ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია. მას მთავრობაში საქმე კარგად არ აქვს და არა მარტო მთავრობაში. შეიძლება ერთ დღეს ვინც ის მოიყვანა, მისი შეცვლა მოუნდეს. ანდა – ამერიკას. ამერიკა რარაცას ამზადებს საქართველოსთან მიმართებით. რასაც ამერიკა საქართველოს უკეთებს, ეს მეგობრობა არ არის. თუ ამ არჩევნებზე პირველი მეორე ადგილი ისევ ოცნებამ და ნაცებმა გაიყვეს, რაც ამერიკას უნდა,მაშინ უნდა ვტქვათ, რომ არც ამერიკა გვინდა და არც რუსეთი. რუსეთს უხარია, რა სახის დოკუმენტებზეც ვაწერთ ხელს. ასოცირების ხელშეკრულებას ვგულისხმობ. უკრაინელებს ჩვენგან განსხვავებულ დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი. იმიტომ, რომ ჩვენ მონური ფსიქოლოგიის ხელისუფლების პირობებში აღმოვჩნდით.

– რატომ უხარია რუსეთს?

– იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად საქართველოს დაჩაჩანაკებას ნიშნავს. მე შვეიცარიული მოდელის მომხრე ვარ. როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, ვისთვისაც მაკეინი და ლიბერმანი რას იტყვიან ისაა მთავარი, ბუნებრივია, მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება მარგველაშვილს, თავიდანვე ვამბობდი. პლასტელინი არ უნდა აერჩიათ. მერე ივანიშვილმაც თქვა შევცდიო. მე არ მინდოდა სოროსელი და თავისუფლების ინსტიტუტის შექმნილი ყოფილიყო პრეიზდენტი. მოვიდა და ეხლა რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს. ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილი გარე ძალებს ბოლომდე არ დაუხრის თავს. ამიტომ მის წელში მოხრას მარგველაშვილით აპირებენ. ჩემი აზრი ასეთია. ეს ღარიბაშვილის და მარგველაშვილის დაპირისპირება კი არა. ორი იდეოლოგიას შორის დაპირისპირებაა. ან ეხლა მოდრეკენ ღარიბაშვილს, იმიტომ რომ ამ მთავრობაშიც ბევრია ამერიკის დუდუკზე მობუქნავე, ან გადააყენებენ/ ამისთვის დღეს ძალიან ბევრი ვინმეა გამოუენებული. ამ ფუნქციას ასრულებს “ნაცმოძრაობა”. “ნაციონალებს” უნდათ ბოკერიას და “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები იყვნენ მთელს საქართველოში. არ ვამბობ, რომ ღარიბაშვილი დასავლეთის პოზიციას არ იზიარებს, რასაც იზიარებს, ეს მათთვის მიუღებელია. ამიტომ უნდათ ბოლომდე დაჭედონ. დაჭედავენ – დარჩება ღარიბაშვილი. არ დაჭედავენ – მას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებენ.

ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *