საქართველოს ხელისუფლება – სიტყვით ევროპისაკენ, ქმედებებით – დიქტატორული აზიისაკენ!”

რეგიონებში ჟურნალისტები და არასამთავრობოების დაუძლურების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლება გახდა უკონტროლო!

 მინდა გულისტკივილი გამოვთქვა ტვ3-ზე დღეს დაგეგმილი ქუთაისის მერობის კანდიდატების ტელედებატების ჩაშლის გამო, იმ მოტივით, რომ მისი ოპონენტები არ ჩამოვიდნენ თბილისში.

ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, ცენტრალური არხების მთელი ყურადღება გადატანილია თბილისის მერისა და საკრებულოების არჩევნებზე, ხოლო რეგიონები ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ეს ასუსტებს სქართველოს რეგიონებს. ადგილებზე დასუსტებულია ჟურნალისტების კორპუსი  და არასამთავრობო სექტორი და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ქვეყნის გარედან არ ფინანსდებიან. შედეგად ვღებულობთ ხალხის კონტროლიდან სრულიად გამოსულ ადგილობრივ ხელისუფლებას. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდიოდა, მან პირობა მისცა საქართველოს მოსახლეობას რომ გააძლიერებდა არასამთავრობო სექტორს და მის კონტროლს ხელისუფლებაზე, შედეგი სრულიად საპირისპიროა – დაუძლურებული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და წარმოუდგენლად გათავხედებული ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ადგილებზე მხედრიონის როლს ასრულებენ.

 

 

ქუთაისში მერიაში 600 ათასი მარტო პრემიებზე დაიხარჯა რამდენიმე თვის მანძილზე, მაშინ, როცა ეს თანხა მთელი წლის განმავლობაში ხმარდება მესხიშვილის თეატრს 600 ათასი მ არტო მანქანების შენახვა უჯდება ქუთაისის მერიას. და ამაზე ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რეაქცია.

დღეს მიდის შანტაჟი , თუ მხარს არ დაუჭერთ სახელისუფლებო კანდიდატებს, ან მათ ვინც აწყობს ივანიშვილს, ყველა პროექტი გაჩერდება. ანუ პროექტები იქნება და ფულიი იქნება, თუ სახელისუფლო კანდიდატებს აირჩევს ხალხი.  ეს არის პირდაპირი  შეურაცხყოფა დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების. ევროპაში პირიქით,  ეხმარებიან იმ რეგიონებს სადაც ოპოზიციის წარმომადტგენბლები აირჩევიან. ცენტარლური ხელისუფლების ფუნქციაა შექმნას კონკურენტული გარემო.სხვა ფუნქცია მას არ აქვს და ამას არ აკეთებს.

 

ბაროზოს ვიზიტის დრო საეჭვოდ დაემთხვა ადგილობრივ არჩევნებს

მინდა ყურადღება გავამახვილო ბატონი ბაროზოს ვიზიტზე, რომლის დრო საეჭვოდ დაემთხვა ადგილობრივ არჩევნებს.  ევროპის სახცალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ჩამოსვლა, ასევე კახი კალაძის ბოლო განცხადება, მაფიქრებინებს, რომ  არა საქართველოს, არამედ ცალკეული პარტიების დასავლელ მეგობრებს და სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ამზადებენ  საქართველოსთვის მეტად არასახარბიელო შედეგს არჩევნებზე – ქართული ოცნებისა და ნამოძრაობის გაყვანას პირველ – მეორე ადგილზე, პირდაპირ ვამბობ, ეს იქნება საქრათველოსთვის კატასტროფა.

დიდი გამოცდა ელის ქართველ ხალხს, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რომ ვართ არა  მონური ფსიქოლოგიის მქონე ერი,, არამედ დავით აღმაშენებლის მოდგმა  და გადაწყვეტილებას ვინმეს კარნახით და დაძალებით არ ვღებულობთ.

 

მიდის არა მოსახლეობასთან ცოცხალი დიალოგი, არამედ მათთან ბანერებით საუბარი

საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. დღეს მიდის არა პირდაპირ მოსახლეობასთან ცოცხლად ურთიერთობები, არამედ მათთან ბანერებით საუბარი. ყველა კუთხეკუნჭულში გამოკრულია სახელისუფლებო წარმომადგენლების და ნაცმოძრაობის წარმომადგენელბის ბანერები. ნაბიჯს ვერ გადადგამ რომ მათი ფოტოები არ გეცეს თვალში.

ამავე დროს, ქართული  ოცნების წარმომადგენლები გაურბიან პირდაპირ დებატებს. ჩვენ შევთავაზეთ მათ რათა პირდაპირი დებატები გვქონოდა ხალხის წინაშე და პირდაპირ ეთერში მესხიშვილის თეატრის სცენაზე, მიმართვაც გავუგზავნეთ წერილობითი სახით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. რა არის იმაში ცუდი, რომ ხალხის წინაშე წარვსდგეთ და ვისაუბროთ მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მოსახლეობისვე თვალწინ? შევთავაზეთ თემატური დებატებიც. მაგრამ აქაც არანაირი პასუხი.  ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ანუ ცოცხალი დებატები არის ევროპული და დასავლური გზა. ის, რასაც ისინი სთავაზობენ მოსახლეობას, ბანერები ყველგან – არის დიქტატორული აზიის  სტანდარტი. ბოლოს მსგავსი რამ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვნახე.,

 

უშიშროების სამსახურების საარჩევნო პროცესში ჩარევის მავნე ტრადიცია გრძელდება

კიდევ ერთი საკითხი, რაც  საარჩევნო პროცესზე  უარყოფით ზეგავლენას ახდენს; უკვე მერამდენე წელია,  გრძელდება  ტრადიცია უშიშროების საგადასახადო და საფინანსო სამსახურების ჩართვისა საარჩევნო პროცესში. პირდაპირ ეუბნებიან მეწარმეებს, ბიზნესმენებს,  მიეხმარეთ ამა და ამ პიროვნებას არჩევნებშიო. ქუთაისში ყველა გავლენიან პიროვნებას იბარებენ და სთავაზობენ სახელისუფლებო კანდიდატს დაეხმაროს არჩევნებში. შემიძლია ივანიშვილს და ღარიბაშვილს პირადად დავუსახელო ორი-სამი ასეთი პიროვნება, ვისაც მსგავსი შეთავაზება გაუკეთეს.

რა არის ეს, თუ არა ევროპული ფასეულობების  უარყოფა?! სად ხდება მსგავსი ევროპაში?

უნივერსიტეტებთან სასწავლო დაწესებულებებთან მომრავლდა უშიშროების სამსახურების ოფისები. ესეც ზეწოლის გარკვეული ფორმაა. ჩემი მერობის შემთხვევაში ეს სამსახურები სხვაგან იქნება გადატანილი.

 

პროექტები ფინანსდება კრედიტებით – ბიუჯეტი იხარჯება თვითმმართველობის აპარატზე

არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, იქნება წყლის თუ  გზის მშენებლობა, არ ფინანსდება ბიუჯეტის თანხებით. ყველაფერი ფინანსდება კრედიტებით და ამავე დროს ხარჯები არის 5 -ჯერ გაბერილი. ჩვენ იმავე სამუსაოებს გაცილებით იაფად შევასრულებდით.

ბიუჯეტის თანხები ამ დროს ხმარდება მერიის და თვითმმართველობის აპარატების, მანქანების პრემიების დაფინანსებას. 14%-ზე მეტი საბიუჯეტო თანხა იხარჯება მერიის შენახვაზე. სად ხდება ეს მ რომელ დასავლურ ქვეყანაში? ვიმეორებ 600 ათასი მარტო ავტომობილების შენახვა უჯდება სახელმწიფოს.

ჩემი მერობის შემთხვევაში, მერიაში დარჩება 150-200 ადამიანი. მოემსახურება 2 სახელმწიფო მანქანა რომლის შენახვა მაქსიმუმ 50 ათასს არ აღემატება.

ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის შექმნას კონკურენტული გარემო ქვეყანაში. თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ადგილებზე თავად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მათი ხელისუფლება. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, ხელს ნუ შეუშლით ხალხის არჩევანს,. დემოკრატიულ პროცესებს! რაც უფრო ნაკლები ქართული ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს ადგილებზე, მით უფრო გაიზრდება მისი ავტორიტეტი, და უკეთ მოემზადებიან მომავალი არჩევნებისთვის. ხოლო თუ არჩევნები გაყალბდა, ეს იქნება კატასტროფა დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს, წლის ბოლომდე ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას!

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *