(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: მიკვირს, რომ ბატონი ბაროზო ახლა ჩამოდის საქართველოში…

news_25941„თითქოს, ბატონმა ბაროზომ, საქართველოში ჩამოსასვლელად, სხვა დრო ვერ მოძებნა და ის არჩევნებამდე, მაინც და მაინც 1-2 დღით ადრე უნდა ჩამოვიდეს!”

ასე გამოეხმაურა პარტია „თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, დღეს, „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე-მანუელ ბაროზოს , 12 ივნისისთვის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

„მიკვირს, რომ ბატონი ბაროზო ახლა ჩამოდის საქართველოში. მისი ჩამოსვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, პირველი და მეორე ადგილები ისევ „ქართული ოცნების” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გაინაწილონ. საქართველოსთვის ეს კატასტროფა იქნება!”-განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *