(ალია) თემურ შაშიაშვილი: “მათ სურთ სჯეროდეთ, რომ ივანიშვილმა ეს ამბავი არ იცის…”

 

777-150x150 – ბატონო თემურ, კახი კალაძის განცხადებამ ბურჯანაძის წინააღმდეგ „სახალხო კრების“ წევრები ძალიან გააღიზიანა. როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდა წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადების გაკეთება?

– კალაძე არის კარგი ფეხბურთელი და ამის გამო მას დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ის არ არის პოლიტიკოსი. კალაძეზე გული მწყდებოდა, როცა სააკაშვილთან იჯდა. მერე მიხვდა, რომ სააკაშვილის  საერთაშორისო ავტორიტეტი განადგურებული იყო და სხვაგან გადავიდა. რატომ პოლიტიკოსობს, ვერ გამიგია. საქართველოში არავინ თავის ადგილზე არ არის/ ყველას ჰგონია, რომ პოლიტიკოსობა ადვილი საქმეა. კალაძე არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ იმდენად ცუდ თამაშში შევიდა, რაც უფრო მალე გავა პოლიტიკიდან და დაბრუნდება ბიზნესში, მით უკეთესი.

 – „ქართული ოცნება“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ხმაურიანი საქმეების გამოძიებებიც საარჩევნოდ გაახსენდათ. „ნაციონალების“ მეთოდებით რატომ იბრძვიან?

– „ნაციონალების“ და „ქართული ოქნების“  საარჩევნო სისტემები ერთანეთს გავს. ტექნოლოგიებიც წყლის ორი წვეთივით ჰგავს. საქართველოს კატასტროფა არ არის ერთი რომელიმე პიროვნება, ჩვენი უბედურებაა ის, რომ ქვეყანა გარედან იმართება. ყველა პოლიტიკოსი  ფიქრობს, რომ გარე ძალებთან შებრძოლენა შეუძლებელია და გახდნენ მათი მონები. დავით აღმაშენებელმა ევროპა გადაარჩინა დიდგორის ომით და ჩვენ ევროპა და ამერიკა გვღუპავს. საქართველოზე არ ფიქრობენ, რუსეთის დანგრევა უნდათ. იმიტომაც მივიღეთ ყველაზე დიდი  დარტყმა ჩვენ და უკრაინა. ყველამ ჭკუა იხმარა. ჩვენს გარდა.

 – რუსეთი ახსენეთ. უყურებდით  ღარიბაშვილის ინტერვიუს „ბიბისი“-ზე ასეთი აზრი გაჟღერდა, რაღაც შეთანხმება აქვს რარიბაშვილს და ასე მსუბუქად იმიტომ ლაპარაკობსო.

– მე გამოვრიცხავ რამე შეთანხმეაბს და გარიგებას, მაგრამ ერთი, რაც მომწონს ღარიბაშვილის , არის ის, რომ ხედვა, ანალიზი და პოზიციები აქვს სწორი. მაგრამ ქმედებები – არასწორი/

 – თითქმის ორი წელი ისე გავიდა, რომ მოსახლეობას ხელისუფლებისგან არავითარი სიკეთე არ უგრძვნია. მართლა ასეთი უნიათოა როგორც „ნაციონალები“ ამბობენ. თუ შეცდომებს არაპროფესიონალიზმის გამო უშვებენ?

– ღარიბაშვილი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ღარიბაშვილსა და მთავრობას ეშინიათ პარლამენტის, რადგან იქ ეროვნული ძალები არ გააჭაჭანეს. იქ არიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც ხვალ გადააგდებენ ხელისუფლებას, როგორც კი სხვანაირად მოიქცევა მთავრობა. ღარიბაშვილს ეშინია, რომ დაიჭიროს სუფთა ქართული გზა. დღეს ამერიკამ და  დასავლეთმა მთავარს მიაღწია და ხელიდან არ უშვებს მან შეძლო, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იდეოლოგიურად ერთიანია. საქართველოში 85 წლის მაკეინმა რამე თქვა ის ყოფილა ჭეშმარიტება. ამ ფორმულით ხელისუფლება არის მარიონეტი, მივმართავ ღარიბაშვილს. თქვენზე ადრე წავედი ამერიკაში – 1993 წელს და ზუსტად იგივე შემომთავაზეს, რაც კერ სააკაშვილს და მერე თქვენ. მაგრამ არ დავთანხმდი, რადგან ეროვნული საქმე არ იყო , თორემ თქვენზე ბევრად ადრე გავხდებოდი პრეზიდენტი. ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ არ გავაკეთე ის, რაც შემომთავაზეს. სოროსელი მერი და გამგებელი ჰყავს ქუთაისში, იატაკქვეშეთიდან იბრძვიან.   იმისთვის მოვიდა ივანიშვილი,რომ  სოროსელები დაესვა თავზე ქართვლებისთვის? მოვა დრო და ძმრად ამოადენენ ყველაფერს.

მეორე უკიდურესობაც გვაქვს. ისევ სააკაშვილის „სოროსელები“ და „კმარელები“ ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობებს. ვინც ხალხს სცემდა, აპატიმრებდა, ქუჩაში ხოცავდა …

– იყო ვერაგი სააკაშვილის ხელისუფლება და არის უსუსური ივანიშვილის ხელისუფლება,რომელიც ვერაგს ვერ უსწორდება იმიტომ, რომ გარედან ეუბნებიან. არ ახსენო ის რომ ვერაგია, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი უნდა გადარჩესო. დღეს ‘ქართულ ოცნებას“ ავალებენ გარედან და ორი პარტია დარჩეს საქართველოში. საქართველოს აქვს გადასაწყვეტი  ამოცანა, ან ოროვე გაუშვას ისტორიის სანაგვეზე, და ამით თქვას, რომ არავის მართვა არ უნდა, ან შეეგუოს მონობას. დღეს ამერიკის ელჩი წყვეტს ყველაფერს და არა ქართველი ქართველი ხალხი. ღარიბაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. მან ამერიკაში გაბედული  განცხადებები გააკეთა,მაგრამ რომ ჩამოვიდა, გაუაქტიურეს „ნაცმოძრაობა“.

 – ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ნაციონალების გეგმების შესახებ?

– გაშმაგებას გეგმავენ. ამაში კი ხელს უწყობენ კალაძისნაირი პოლიტიკოსები. რომლებიც დასხდნენ იმ ადგილას, რომელიც მათ არ ეკუთვნით. სატელიტი პარტიები გაიჩინეს ნაციონალებმა, დიდ ფულს აძლევენ. მყვირალა სახეებს აფინანსებენ, რომ მეორე ადგილზე გავიდნენ. ეს დავალება აქვს გარედან „ქართულ ოცნებასაც“. პოლიტიკა იქცა ბინძურ ბიზნესად, არ აღდგა სამართლიანობა და დადგება დრო, პასუხს მოსთხოვენ ამ დაუსჯელობის გამო ხელისუფლებასდ ა ჩავარდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში, უარესს მოიმკის, ვიდრე წინა ხელისუფლება.

 – კონკრეტულად რისი შიში გაქვთ?

– ივანიშვილს შეეძლო დიდი  რამე გაეკეთებინა, მაგრამ თავისი თავი გაანადგურა/ საქართველოს გადაუარეს. ხალხს არჩევნებზე მისვლა აღარ უნდა ყველა მეუბნება, ისე გვჯეროდა ივანიშვილის, ეს რა გაგვიკეთე ახლა ვიღას დავუჯეროთო, ხელები ჩამოუშვა ხალხმა, დეპრესიაშია საქართველოს მოსახლეობა. ერთმა თავში გვირტყა, ხმას არ გვაღებინებდა, მეორემ უარესი გვიქნა. არაფრის რწმენა არ გვაქვს,ეს ეკუთვნოდა საქართველოს ივანიშვილისაგან?

ვეხვეწებით ყველას, რაც მეტ ოპოზიციონერს აირჩევენ.მით მეტად გადარჩება ივანიშვილის პროგრამა და მეტი ძალა შეემატება ღარიბაშვილს. რაც მეტ ხელისუფლების წარმომადგენელს აირჩევენ,  მეტად გართულდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. როგორც სააკაშვილის დროს იყო, უშიშროება ისევ იბარებენ ცნობილ ადამიანებს, პროფესორებს, მწერლებს, ოღონდ ახლა კულტურულად  ეუბნებიან, ხომ არ მოგვეხმარებით ამა და ამ პიროვნების გაყვანაშიო.

 – მერე, ამას ღიად არტომ არ ამბობენ? გვარები მითხარით

არის 2-3  პიროვნება, რომლებიც ამბობენ. თუ პირადად შეგვხვდება ივანიშვილი ან ღარიბაშვილი, ვეტყვით ზუსტად, სად და ვინ დაგვიძახაო. მათ სურთ, სჯეროდეთ, რომ ივანიშვილმა ეს ამბავი არ იცის. რომ გაიგებს, სხვანაირად მითხოვსინ ადამიანებს პასუხს. მეც ასე მინდა ვიფიქრო, დასრულდება ეს არჩევნები და თუ გამოჩნდა, რომ თემურ შაშიაშვილმა არ გაიმარჯვა, მე არ ვუსურვებდი ამ ხელისუფლებას იმას, რაც მოხდება.

 – რას აპირებთ, თუ ვერ გაიმარჯვეთ?

– ამაზე არჩევნების შემდეგ ვისაუბრებ. ახლა მინდა ვუთხრა მათ. დაგრჩათ სულ ცოტა დრო, „ნაციონალურ მოძრაობას’ არ აწყობს  ძლიერი ხელისუფლება. ნაციონალების მხარდამჭერები ამბობენ, ხმას ვაძლევთ „ქართულ ოცნებას“ რადგან ვიცით, რომ მაინც ვერ გავიმარჯვებთ, ამიტომ რაც მეტად სუსტი ხელისუფლებაგვეტოლება, მით უკეთესიო. მე არ მაწყობს მეორე ტური ქუთაისში, რადგან ზუსტად ვიცი, ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას დაუჭერს მხარს. ამერიკელები მათ ეუბნებიან. ცოტა ხანხ ისინი იქნებიან. მერე თქვენ მოხვალთო. რაც შეეხება გეგმებს, თუ ამ ხელისუფლებამ არ დაუშვა ჩემი კი არა, ქუთაისის  გამარჯვება , ეს იმას ნიშნავს, რომ მის წინააღნდეგ უნდა ვიბრძოლოთ, ვაძლევ წლის ბოლომდე ვადას, თუ გააყალბებენ არჩევნებს, ან შეეცდებიან თავისი კანდიდატურის უკანონოდ გაყვანას, ეს იქნება მათთვის დასასრული. სადღაც დათმობენ , მაგრამ ქუთაისსა და თბილისში მათი გამარჯვება იქნება გაყალბების დამადასტურებელი. ასე მარტივად მათ არ გამოუვათ.

ბოლოს, აუცილებლად მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია : რაც „ალიას“ წინააღმდეგ ააგორეს, არის ბოღმა. იყო პერიოდი, როცა ივანიშვილს ეგონა, „ალია“ და „ქრონიკა“ მას ებრძოდა. პრესასთან ეს დამოკიდებულება ვერ გაუვა ვერავის. თუ გავხდები მერი, მე დავანახენ ყველას, როგორ უნდა მოექცე მედიას, თუ წესიერი კაცი ხარ, უნდა აკეთებდე ყველაფერს  მედიის თავისუფლებისათვის.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *