(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – „ნაციონალებს“ ხელს კალაძისნაირი პოლიტიკოსები უწყობენ

 

shhhკოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სისტემები ერთმანეთს ჰგავს.ამის შესახებ მან გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ქვეყნის გარედან იმართება.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ გარე ძალებთან შებრძოლება შეუძლებელია და მათი მონები გახდნენ.

„ადრე იყო ვერაგი სააკაშვილის ხელისუფლება და ახლა არის უსუსური ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ვერაგს ვერ უსწორდება, იმიტომ რომ გარედან ეუბნებიან, არ ახსენო, რომ ის ვერაგია, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი უნდა გადარჩესო. დღეს „ქართულ ოცნებას“ გარედან ავალებენ, რომ ორი პარტია დარჩეს საქართველოში. დღეს ამერიკის ელჩი წყვეტს საქართველოში ყველაფერს და არა ქართველი ხალხი.

„ნაციონალები“ გაშმაგებას გეგმავენ და ამაში ხელს კალაძისნაირი პოლიტიკოსები უწყობენ, რომლებიც დასხდნენ იმ ადგილას, რაც მათ არ ეკუთვნით“- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *