(ტოპნიუსი) შაშიაშვილის შეფასება წინასაარჩევნო კამპანიაზე: –‘ეს იყო სახელისუფლებო ბანდიტიზმი’

 

meriaბლოკი „ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის“ ქუთისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა. შაშიაშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს იგი, როგორც მერობის კანდიდატი არასათანადო პირობებში იმყოფებოდა. ამასთანავე, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ სახელისფლებო ბერკეტები გამოიყენა. შაშიაშვილი არჩევნების გაყალბების დიდ ალბათობაზეც საუბრობს.

„ყოველი ფეხის ნაბიჯზე არსებობს გაყალბების შანსი. „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანია კი ნამდვილი სახელისუფლებო ბანდიტიზმი იყო. მე ძალიან ბევრ ადამიანს შევხდი და ვიცი მათი განწყობა და თუ არჩევნების შედეგები არ იქნა განწყობის შესაბამისი, მაშინ ეს ხელისუფლება კრახით დაამთავრებს“,–განაცხდა შაშიაშვილმა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *