(newpress.ge)თემურ შაშიაშვილი არარსებულ საარჩევნო სიებზე – ამ ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია

 

საარჩევნო ბლოკის “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია” ქუთაისი მერობის კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი ქუთაისში საარჩევნო სიებში არარსებული მისამართების შესახებ განცხადებას აკეთებს. შაშიაშვილის განმარტებით, ამომრჩევლის ბარათები რუსთაველის ქუჩაზე ისეთ მისამართებზეა დარიგებული, რომელიც რეალურად არ არსებობს. გარდა ამისა, შაშიაშვილის თქმით, ნიკეას მუნიციპალიტეტში შეტანილია 48 არარსებული ბინა, სადაც 6000 ამომრჩველია რეგისტრირებული. 

“თუ ესაა ჩვენი საარჩევნო სიები, ამ ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია. არც ერთ ძალას არ აქვს მომავალი, ვინც ამ გზით მიდის. ეს “ნაციონალებმა” იციან და ხმას არ იღებენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ მათ შორის შეთანხმება არსებობს,” – განაცხადა შაშიაშვილმა.

საარჩევნო ბლოკის “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია” ქუთაისი მერობის კანდიდატმა აღნიშნული ფაქტი ხმების ყიდვად შეაფასა და ამორმჩეველს არჩევნებზე მოსვლისკენ მოუწოდა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *