(newpress.ge)თემურ შაშიაშვილი – საარჩვენო კომისიამ ქუთაისელებს ხასითი არ გაუფუჭოს გაყალბებით

 

საარჩევნო ბლოკის “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია” ქუთაისი მერობის კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებს ქვეყნისტვის მნიშვნელოვნად აფასებს და ამომრჩეველს არჩვენებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

შაშიაშვილის განცხადებით, ის კარგად იცნობს მოსახლეობის განწყობას, რაც შედეგების ადექვატური უნდა იყოს.
“საარჩვენო კომისიამ ქუთაისელებს ხასითი არ გაუფუჭოს გაყალბებით. ვიცით ხალხის განწყობა და შედეგები განწყობის შესაბამისი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხელისუფლება კრახით დაამთავრებს,” – განაცხადა შაშიაშვილმა.
“ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია” ქუთაისი მერობის კანდიდატი ქუთაისელებს მიმართავს ხელისუფლების დაპირებების შეუსრულებლობის გამო არჩევნებზე მისვლისაგან თავი არ შეიკავონ და ხმა “ერთიან ოპოზიციას” მისცენ.
“ვიწყებთ რეალურ ქმედებებს ძლიერი ქუთაისისთვის,” – განაცხადა შაშიაშვილმა.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *