(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: მთავრობის წევრთა განცხადებებით დემოკრატიის აღზევების შესახებ, გაოცებული ვარ

„ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორთან“ საუბარში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლების წევრების განცხადებები დემოკრატიის აღზევების შესახებ საკვირველია, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.
„ვისმენ მთავრობის წევრთა, ყოფილი და ახლანდელი პრემიერ–მინისტრების განცხადებებს დაგაოცებული ვარ. დემოკრატიის აღზევების შესახებ მსგავსი შეფასებები არ მომისმენია. თუდემოკრატია ჰქვია არჩევნებზე ხალხის არ მისვლას, ეს დემოკრატიის ახალი ქართული განმარტებაა.მოსახლეობა იქამდე მიიყვანეს, რომ არჩევნებზე მისვლის სურვილი არ აქვთ. არჩევნებზე თუ 30-40-%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, ძალიან დიდი გამარჯვება იქნება. ამას ხელისუფლების წევრებიდემოკრატიის აღზევებას ეძახიან“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
შაშიაშვილი ეჭვობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გარიგება შედგა, რასაც კოალიციის წევრების მიერ წინასწარ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს.
„ყველაზე მეტად ის მაეჭვებს და მაფიქრებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებას“შორის ძალიან შეთანხმებული მოქმედებაა. არ მინდა ვიფიქრო, რომ სერიოზული გარიგებაა იმაზე,რომ „ნაციონალური მოძრაობა” ოღონდ მეორე ადგილზე გაიყვანონ და ქალაქის მერობისთვისბრძოლაში ხელს არ შეუშლიან. ეს ყველაზე მზაკვრული გარიგებაა, რომლის სიმპტომებსაც ვხედავ.თუ ქუთაისში მერის არჩევნებში „ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი„ნაციონალური მოძრაობა” გავიდა ეს არის მზაკვრული გარიგება. ორივე კანდიდატი ერთი გუნდისწარმომადგენელია. ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სოროსთან და თავისუფლებისინსტიტუტთან დაახლოებული პიროვნებები იყვნენ“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, ქუთაისში „ნაციონალურ მოძრაობას“ არა გამარჯება, არამედ მეორე ადგილზე გასვლა სურს.



