(news.ge) თემურ შაშიაშვილი: ვაი თქვე საცოდავებო. ქართველი ქალი თურქეთში ფეხებს ბანს თურქს

 

777-150x150

ქუთაისის მერობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ მოცემულ არჩევნებზე მას არ წაუგია.

შაშიაშვილის თქმით, ქვეყანაში იმაზე მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია. მერობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან გამართულმა შეხვედრებმა მას დიდი მოტივაცია და შინაგანი ძალა მისცა, ხოლო სექტემბრიდან შაშიაშვილმა ქუთაისიდან ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება დააანონსა.

„ვაი იმას, ვისაც არ ესმის რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა. ვაი თქვენ საცოდავებო. დღეს ქართველი ერი დააბეჩავეს. ქართველი ქალი თურქეთში ფეხებს ბანს თურქს. საქართველოს გადარჩენა საქართველოშია. მე ვებრძვი საქართველოში მონობას. მე კი არ წამიგია არჩევნები, მე მოვიგე. ქუთაისმა წააგო, რადგან არ მოვიდა ეროვნული განწყობის ძალა. ის 6 000 კაცი, რომელმაც ხმა მისცა შაშიაშვილს, იამაყებს ამით,“ – ამბობს შაშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას“ ქუთაისის საკრებულოში 2 დეპუტატი ეყოლება.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *