(iverioni.com.ge)თემურ შაშიაშვილი: „პოლიტიკური ყაჩაღების პარპაში ქვეყანაში უნდა დამთავრდეს“

 

57509730temuriქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა დღეს „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა.

მან გააკეთა განცხადება, რომ სასამართლომ დღეს 1 საათზე განიხილა „ნაციონალების“ საჩივარი,რომელიც უჩივის „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების გზით. იგი თვლის, რომ სანამ კუბლაშვილი იქნება უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე არ დაესწრება არცერთი თემის განხილვას რადგან, სასამართლო დღესაც დამოუკიდებელი არ არის.

შაშიაშვილი ითხოვს, რომ ხელახლა უნდა გადაითვალოს თითოეული ყუთი და არა რამდენიმე უბანი.

“ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის მონები, ხოლო, ახლა არიან ივანიშვილის მონები.25 წელი ვაკვირდები ამ სიტუაციას და ვერ გამიგია ეს ხალხი მომთაბარე ცხოვრებას როდემდე გააგრძელებს“-აცხადებს შაშიაშვილი.

ბატონი თემურის თქმით ეს არჩევნები იყო ქვეყნის სირცხვილი და არა დემოკრატიის აღზევება, როგორც ამას მედია სივრცეში ავრეცელებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. „ბატონი ბიძონა ივანიშვილის მოსვლით მდიდარი უფრო მდიდარი გახდა, ხოლო, ღარიბი უფრო ღარიბი“ – თვლის ქუთაისის მერობის კანდიდატი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *