(sazogadoeba.ge) „ამ არჩევნებმა დამარწმუნა, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება რეალურად არ იცვლება“

 

90043900SHASHO_logoქუთაისის მერობის კანდიდატის, „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის მტკიცებით, მას აქვს მონაცემები, რომ ქუთაისში არჩევნები მნიშვნელოვნად გაყალბდა. მისი თქმით, სამწუხაროდ არჩევნების გაყალბების ნაცმოძრაობისეული ნაცადი ხერხები სრულად გადაიღო „ქართულმა ოცნებამ“ და გასულ თვითმმართველობის არჩევნებში გაყალბების მთელი სპექტრი მოქმედებდა, მკვდარი სულებისა და არარსებული ბინების რეგისტრაციიდან დაწყებული, კოორდინატორების საარჩევნო უბნებთან ჩასაფრებითა და ამომრჩევლებზე პირდაპირი ზეწოლით დამთავრებული.

სამწუხაროდ ქართულ ოცნებას არც მოსახლეობის მოსყიდვაზე უთქვამს უარი და არჩევნების დღეს თითო ხმაში 15 ლარს იხდიდა.

„ამ არჩევნებმა დამარწმუნა, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება რეალურად არ იცვლება. რადგან ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა ცვლის ერთმანეთს. თუ ხელისუფლებაში რეალური ეროვნული პოლიტიკური ძალის მოსვლა გვინდა, როგორც ჩანს, ამას არჩევნებით ვერ გავაკეთებთ!“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით, 8 ივლისს შეიკრიბება საინიციატივო საბჭო, რომელიც იმსჯელებს მოქმედების სტრატეგიაზე.

„ჩვენ ავიღებთ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამას და შედეგებს გავაანალიზებთ. გასაგებია, რომ მან დაიბრუნა თავისი ქონება, გადაარჩინა “ნაცმოძრაობა”, მაგრამ რა გააკეთა ხალხისთვის?!დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც და ამას საფუძვლად სწორედ ეს ობიექტური ანალიზი უნდა დაედოს. ვადამდელი არჩევნების გარეშე ქვეყანას არავითარი მომავალი არ აქვს.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *