(ალია) ყველანი საინიციატივო ჯგუფში! შეკრება 8 ივლისს!!!

 

1ვისაც ქართული სისხლი გვაქვს, საკუთარი თავით დავდივართ, ვისაც შეგვიძლია მტრის წინაშე თავაწეული დგომა – არ ვიჩოქებთ და ზურგს არ ვაჩვენებთ, ვისაც გვაქვს წარსულის პატივისცემა, ვინც რეალურად ვხედავთ დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას და საკუთარი შვილების მომავალზე ვფიქრობთ – გავერთიანდეთ ევროვნული იდეით დავდგეთ საქართველოსათვის! იქმნება საინიციატივო ჯგუფი. პირველი შეკრება შედგება 8 ივლისს. ეს განცხადება ეკუთვნის „სახალხო კრების“ ერთ-ერთ ლიდერს თემურ შაშიაშვილს.

მაინც რა ახალი მოძრაობა იწყება საქართევლოში და რა შეკრება უნდა შედდგეს 8 ივლისს? ამ თემაზე „ალიას“ თავად თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

– ბატონო თემურ , დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ქმნის რაღაც მოძრაობას და ასე ვთქვათ, იმუქრება, რომ შემოდგომაზე დაიწყებს არნახულ  გამოსვლებს თქვენ რა საინიციატივო ჯგუფს ქმნით?

– დღეს საქართველოში ისევ მოქმედებს ის იდეოლოგია, რომელიც 2003 წელს დაამკვიდრა ამერიკის ელჩმა რიჩარდ მაილსმა. ჩვენ შეგვიქმნეს ილუზია, თითქოს ქვეყანაში ყალიბდებიან პოლიტიკური ძალები. არაფერი არ იცვლება. მაილსმა ხელისუფლებაში მოიყვანა  არასამთავრობოები და იგივეს აგრძელებს ნორლანდი. გვათამაშებენ, მასხრად გვიგდებენ, ექსპერიმენტს ატარებენ. საქართველოში მოიყვანეს ამერიკელებისაგან ზომბირებული ადამიანები, სექტები, რომლებიც ნერგავენ კატასტროფულ იდეოლოგიას.

სოროსულმა ძალებმა ყველგან შეაღწიეს. გადასინჯეთ, ნებისმიერი ბანკის დამფუძნებელთა სია, ერთი-ერ სოროსელს, ან თავად სოროსს წააწყდებით. ამიტომაა, რომ მერე ეს ბანკები თავიანთი დედების მაგინებლებს აფინანსებენ, მათ წიგნებს  გამოსცემენ. შეიძლება თვითონაც არ მოსწონთ მაგრამ იდეოლოგიას ვერსად ემალებიან.როგორ შეიძლება, საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ისევ „თავისუფლების ინსტიტუტის „ კადრები? ახლა ზოგს უკვირს, ამ ინსტიტუტში გამოჩეკილი ადამიანები „ქართულ ოცნებას“ მხარს რატომ უჭერენო. მათ არც ეროვნება აქვთ და არც პარტიულობა. იციან,  სადაც მიდიან, ყველგან მიაქვთ თავისი იდეოლოგია. ისინი „ქართულ ოცნებაში“ იქნებიან, თუ „ნაცმოძრაობაში“, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.

– თქვენ არჩევნებთან დაკავშირებითაც უნდა გქონდეთ პრეტენზიები.

– დავუშვათ, არჩევნები ისეთი შედეგებით დამთავრდა, როგორსაც საარჩევნო კომისია აცხადებს.  არ გაყალბებულა და ყველაფერი ისეა, როგორც ლაპარაკობენ. ეს ხომ უფრო  დიდი კატასტროაფაა? ჩვენი კაბინეტები და სახლები სავსეა ხატებით, სანთლებით და გადაიჭედა ეკლესიები, კი, მაგრამ ამ ორ პარტიას, რომლებმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, ამ კანინის მიღების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის 80% როგორ დაუჭირა მხარი? და თუ დაუჭირა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ფარისევლებით ყოფილა სავსე . ვიცი ბევრს ეწყინება, დღეს საქართველო არის ფარისევლებით სავსე. მისი უწმინდესობა განცხადებით გამოვიდა, ამ კანონს ნუ იღებთო. ამ არჩევნებმა მაჩვენა, რომ უფრო რთული მდგომარეობა ყოფილა.

– იქნებ დეტალურად ამიხსნათ, რას აპირებთ 8 ივლისს და შემდეგ რას აპირებთ შემოდგომაზე?

ჩემი აზრით 2014 წლის პირველი ოქტომბერს ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ჩატარდეს გრანდიოზული აქცია. ეს იქნება დიდი შემოძახილი. სხვადასხვა მიმართულებიდან. ყველამ პირველ ოქტომბერზე ავიღოთ ორიენტაცია. მე ვ ვთვლი, რომ 2012 წლის ოქტომბერს გადარჩა ნაცმოძრაობა და გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს იყო ქართული საქმის გამარჯვების დღე. კი, ბატონო, აღვნიშნოთ ეს დღე და საჯაროდ მოვითხოვოთ , გამოვიდეს ბატონი ბიძინა, გამოიტანოს თავისი პარტიის პროგრამა და ჩააბაროს ქართველ ხალხს ანგარიში. ეს უნდა მოხდეს არა ტელევიზიით, არამედ საჯაროდ, თავისუფლების მოედანზე, როგორც უყვარდა ხოლმეგამოსვლა. თუ უნდა, თვითონ შეკრიბოს ხალხი და ჩააბაროს ანგარიში, ჩვენ 8 ივლისს შევიკრიბებით, შევქმნით საინიციატივო ჯგუფს და მანამდე გავაკეთებთ იმ პროგრამის სრულ ანალიზს, რომელიც მან 2012 წლის ზაფხულში წარმოადგინა. მართალია ქუთაისში ახლადარჩეულმა მერმა მურღულიამ მითხრა, ეს პროგრამა მე დავწერეო, მაგრამ არ მჯერა, ვაი იმ პარტიას, რომელსაც მურღულია დაუწერს პროგრამას. მე ვთვლი, რომ მეცნიერთა ჯგუფმა დაწერა.

როცა ეს ინტერვიუ გამოქვეყნდება, საქართველოში ხბოს აღტაცება იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი. ესეც საკითხავია, რას მოგვიტანს. რასმუსენი და ბაროზო რომ გვეყოლება უფროსად, ცნობილი მაფიოზები, რაზეა ლაპარაკი?  როგორც ჩანს, დღეს მაფიოზების ხელშია მსოფლიო. ჩვენ დღეს  ვცხოვრობთ გამოგონილი ევროპით. ასე გვაცხოვრებდა სააკაშვილი და ასეა ეხლაც. როგორ ევროპას და ამერიკასაც გვიხატავენ ისეთი არ არსებობს, ასევე არ არსებობს ბიძინა ივანიშვილი ისეთი, როგორიც ჩვენგამოვიგონეთ. რეალური ივანიშვილი გაცილებით სასურველი და სასარგებლოა საქართველოსთვის. ვიდრე ჩვენ არ მოვიცილებთ ამ ილუზიებს, ვერც ივანიშვილი გადაგვარჩენს და ვერც სხვა ბელადი. მე ვერც ივანიშვილის ერთგული ვიქნები და ვერც დღევანდელი ხელისუფლების. ჩემი პოზიცია ნათელია, მე ვარ ქართული იდეის მომხრე და ამ გაბნწყობით იმუშავებს საინიციატივო ჯგუფი,  დღეს ქვეყნის გადარჩენის გასაღები არ დევსსაქრატველოს გარეთ, ის აქვეა, ჩვენში.

– ფაქტობრივად, ახალ მოძრაობას ქმნით?

– არა, არ ვქმნი ახალ მოძრაობას. მე ვქმნი მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს., რომელიც 2014 წლის ოქტომბრისათვის მოამზადებს დიდ ეროვნულ ფორუმს.

– და ვინ იქნებიან ამ საინიციატივო ჯგუფში? 

– ჯერ ეს საკითხი დასაზუსტებელია,. ამას გავიგებთ 8 ივლისს, როცა შევიკრიბებით. ველოდები ყველას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და რაღაცის გაკეთება უნდა.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *