(კვირის ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: მთელი ბიზნესი ხელში უჭირავს 7 კაცს!

 მე არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება!.. შეიძლება უბედურ ქვეყანაში ბედნიერი იყო?!”

777-150x150ბუნებრივია, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და გამარჯვებასაც აპირებს. ის სიტუაციასაც სწავლობს, ანალიზსაც აკეთებს და სათანადო დასკვნებიც გამოაქვს. როგორც თემურ შაშიაშვილი ამბობს „ქრონიკასთან” საუბრისას, მან ძალიან ბევრი რამ გაიგო და დასკვნებიც გააკეთა

– როდესაც მე არჩევნებში მონაწლიეობს გადავწყვიტე, რისკიანი ნაბიჯი გადავდგი. ყო დრო, როცა დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ ტანკებს არ ვუშვებდი, წინ ვეღობებოდი, ის კიდევ არ იყო ასეთი რისკიანი ნაბიჯი.

 – რატომ, ბატონო თემურ, მაშინ ხომ ტყვიასთან გქონდათ საქმე, ეხლა კი დემოკრატიასთან?

– მე ამ არჩევნებმა ბევრი რამ დამანახა, უკეთესად გავიგე, ვის აზრს აფასებს დღეს ხელისუფლება და ვისი კადრები წამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა – „თავისუფლების ინსტიტუტგამოვლილი“ „სოროსგამოვლილი“ და ა.შ.  მაგალითად, რესპუბლიკელების ლიდერი და მისი მეუღლე თავის დროზე სოროსის ფონდში მუშაობდნენ, მერე წავიდნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ . შეიძლება ბევრს არ ახსოვს, ეგენი პირწავარდნილი სოროსელები არიან.  პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ჩემს შვილს არ ვეტყვი, რომ თავი უნდა მოიკლას სამშობლოსთვისო. მე ჩავუნერგავ, რომ ის ბედნიერი იყოსო. ნახეთ, როგორ მოქნილად ებრძვიან ბიბლიას, იქიდან მხოლოდ ბედნიერებას იღებენ და არ აინტერესებთ  სამშობლო. შეიძლება უბედურ ქვეყანაში ბედნიერი იყო?

– სოროსელები ბედნიერები სად იქნებიან, მაგას  მნიშვნელობა არ აქვს…

– არც ერთი თეორია არ უშვებს,რომ შეიძლება ცხოვრობდე უბედურ ქვეყანაში და იყო ბედნიერი. ამას უშვებენ მხოლოდ სოროსის აღზრდილები. აი, სწორედ აქედან მოდის შემდგომში ყველა უბედურება. რასაც ეხლა გეტყვით:  მაგალითად, ქუთაისში კლინიკა და მუსიკალური სკოლა გადააკეთეს დევნილების საცხოვრებლად.. შეიძლება ჩემი ნათქვამი ზოგს სხვანაირად მოეჩვენოს, მაგრამ მაინც ვიტყვი – ამ კლინიკაში წლების განმავლობაში ათეულობით ადაიანია გარდაცვლილი. სულები ხომ იქ არიან? როგორ შეიძლება დევნილების შეიყვანო და აცხოვრო  ასეთ ადგილზე? ვინ გაბედავდა თუნდაც 30 წლის წინ მუსიკალური სკოლა ინტერნეტი დაეხურა? ახლა ამ სკოლაში შეასახლეს  60 ოჯახი და დახარჯეს 800 ათასი ლარი, ეს არის დერეფნული სისტემის საცხოვრებელი, სადაც არაფერია იზოლირებული. თითოეულ ოჯახს მისცეს 45 კვადრატული ფართი, რომლის გარემონტებაც დაჯდა 30 ათასი ლარი. ეს ხდება მაშინ, როცა 20 ათას ლარად ქუთაისში თავისუფლად იყიდი 2-3 ოთახიან ბინას. 10-15 ათას ლარად სოფლებში იყიდი სახლებს თავისი ხილ-ბოსტნით. ხედავთ, რა ფულს აკეთებენ? გამოდიან მთავრობის წევრები და ამბობენ 108 მლნ ლარად დევნილთა დასახლებას ვაშენებთო. ამ ფულით ორჯერ მეტს იყიდიან და ყველანი კმაყოფილი დარჩებიან, არ დარჩება კმაყოფილი მხოლოდ ისინი, ვინც ამ ფულით ისევ ფულს შოულობს.

მე გავაკეთე ანალიზი – ყოველწლიურად 40 მლნ ლარი იპარება, ან არასწორად იხარჯება ქუთაისის ბიუჯეტიდან, ეს ხდება ბოლო 5 წლის განმავლობაში. გამოდის, ყაჩაღების ხელში ვყოფილვართ. ვაშინგტონის მერიაში მუშაობს 400 კაცი. ქუთაისის მერიაში – 910 კაცი. ქუთაისის მერიის შენახვა ყოველწლიურად 10 მლნ ჯდება. რაღაც ახალი სისტემა მოიფიქრეს, შპს-ები მერიას დაუქვემდებარეს და 3 ათას კაცამდე ვითომ დაასაქმეს, 20 კაცის ნაცვლად შეტენეს 80 კაცი.  ამას ეძახიან სამუშაო ადგილების შექმნას. ბოლო 4 თვეში  მერიამ გასცა 600 ათასი ლარი პრემია. ასევე 600 ათასი ლარი დაუჯდათ მანქანების შენახვა. 250 ათასი ლარი გახარჯეს მივლინებებში, სად დადიან ღმერთმა იცის. შადრევნების შენახვა უჯდებათ იმაზე მეტი, ვიდრე ქუთაისის „ტორპედოს“ აძლევენ. ან რომელიმე თეატრს. ქუთაისში არის სულ ორი შადრევამნო. ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე?

მეტსაც გეტყვით, ქალაქის მერიაში არის „ვითიბი“-ს ბანკომატი. ეს გახლავთ ვლადიმერ პუტინის ბანკი და ეს  გააკეტა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ქალაქის ყოფილი მერის თევდორაძი ცოლისძმა არის ამ ბანკის ხელმძღვანელი. ერთი მრივ, ხალხს ეუბნებიან, რუსეთი არ ვარგაო. მეორეს მხრივ კი ცხოვრობენ პუტინის ფულით. ახლა გეტყვით საოცარ რამეს: ავტოქარხნის ტერიტორია მიჰყიდეს ჩინელებს. ისინი ჭრიან ხეტყეს, ამუშავებენ და იქ ქართველებს აქვთ ხელფასი 280 ლარი. მონურად ამუშავებენ. მე ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. შვებულება მაგათ არ აქვთ, დასვენება მაგათ არ აქვთ.  და პროფკავშირებიც მოსპეს, არ აწყობთ.  ამ ადგილზე შეიძლებოდა მაღალტექნოლოგიური პარკების გაკეთება, არსებობდა პროექტი, საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრები იდგნენ რიგში, რომ ქუთაისის ავეჯი ოთახებში შეეტანათ და ეხლა ჩვენ ჩინელების მონები ვართ. ამ საქმეში „ნაცმოძრაობის“ ყოფილი გუბერნატორიც არის ჩართული. იგივე ყოფილი მერის მამამ იქვე  მეტალურგიული წარმოება გამართა/ დღეს ქუთაისში მთელი ბიზნესი უჭირავს 7 კაცს. ესენი არიან საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეები, ყოფილი მერები და ყოფილი დეპუტატები. არ გაინტერესებთ, ვინ იყო თევდორაძე ჩემი გუბერნატორობის პერიოდში? მერის თანაშემწე იყო თავის მეუღლესთან ერთად. როგორც კი სააკაშვილი მოვიდა, მერი გაყიდეს და „ნაციონალებში“ გადაბარგდნენ. ეგენი მუდმივად ასე მომთაბარეობდნენ. ან ახლად არჩეული მერი მურღულია. ვინ იყო? „ნაციონალ“ ბალავაძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, სოროსის ფონდიდან იკვებებოდა. მე არჩევნები ამ ხალხის გამო წავაგე, ვინც მოიყვანეს. ვინც თავისი ფეხით მოვიდა, იმან ხმა მე მომცა. მე საკუთარი შეცდომებიც დავინახე. ჩემს დროს რომ ადამიანები მამაძაღლობდნენ, ამათ სახლები აუშენებიათ, გავოგნდი. თავის დროზე, მე ამ ადამიანებს არაფერში არ ვრევდი. ახლა ყველაფერი მათ ხელშია.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში სააკაშვილი და ჟვანია მირეკავდნენ, ქუთაისში შევარდნაძეს შეხვედრა აქვს და მანდ ჯუმბერ პატიაშვილი არ დავინახოთო. ზუსტად იმ დღეს პატიაშვილსაც გქონდა შეხვედრა კონოთეატრში. ასეთი რამე არ დაუშვა, ცუდად დამთავრდებაო. მე მათ ვუთხარი, მე ვარ გუბერნატორი და დაინტერესებული ვარ, ორივე ღონისძიება კარგად ჩატარდეს – მეთქი. სააკაშვილს, ჟვანიას და თარგამაძესაც პირდაპირ ვუთხარი, თუ პატიაშვილს ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მისცემთ, შევარდნაძე რომ ჩამოვა, არ დავხვდები-მეთქი. როცა შევარდნაძეს ვაცილებდით, იმასაც ვუთხარი, თქვენგან 200 მეტრში ბატონი ჯუმბერი ხვდებოდა მოსახლეობას-მეთქი. თავი ისე დაიჭირა, თითქოს არ იცოდა. ამის მერე მადანაშაულებდნენ, ქუთაისში „მოქალაქეთა კავშირი“ ვერ იმარჯვებსო. მე დღეს ვამაყობ, რო ასე იყო, ეგენი ქუთაისში ვერ იმარჯვებდნენ. მე არ მინდა, დღეს იგივე გრძელდებოდეს, მაშინ უშიშროებაც, პოლიციაც  სააკაშვილზე იყო გაყიდული, როცა ის ზესტაფონში შემოვარდა, სულ სამი კაცი ვიყავით კაბინეტში და პირდაპირ ვუთხარი, შენზე დიდი ნაძირალა დღესსაქართველოში არ არსებობს-მეთქი. ვინც სააკაშვილს მიეყიდა, მაგათ ცოტა ხნით ადრე შევარდნაძე გაყიდეს. ვინც სააკაშვილის მონა იყო, ეხლა იმათ ხელშია ძალაუფლება. ვიმეორებ, მე მაგ ადამიანებს არ ვაჭაჭანებდი. მაგრამ ვიძინა ივანიშვილმა მისცა გასაქანი. მე არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება, უნდა ვიბრძოლო!

 – ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ქართველები, რაც ვართ, ეს ვართო. ამაში არის რაღაც სიმაღთლის მარცვალი.

– არ მჯერა , რომ ასეა… თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში პატიოსანი ხალხი აღარ არსებობს, ძალიან ცდება. 2003 წელს ვამბობდი, ბრძოლას ყოველთვის აქვს-მეთქი აზრი, ახლა ვამბობ – მხოლოდ ბრძოლას აქვს აზრი. ახლა „ქრონიკის“ მკიხველისთვის მოკლედ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი “ალიას” ფურცლებზე.

 – სწორედ მაგაზე უნდა მეკითხა, 8 ივლისს, თქვენ ქმნით საინიციატივო ჯგუფს. რომელიც დაადგენს, რა სახის აქციას ჩაატარებთ 2014 წლის 1 ოქტომბერს.

– არის თუ არა ეროვნული დაუმორჩილებლობა, როცა მოსახლეობის 70%  არ მიდის არჩევნებზე? ეხლა ის პერიოდი არ არის, ადამიანები ქუჩაში რომ დაწვნენ. შეიძლება ამის დროც მოვიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ხალხამ მეტი რა უნდა გააკეთოს? კიდევ როგორი სილა უნდა გაგაწნას და პოლიტიკურად როგორ უნდა გაგლახოს? როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდი, ჩემთან მოჰქონდათ „ქრონიკა” და „ასავალ დასავალი“ . მეუბნებოდნენ, თქვენ სწორად წერთ, მართალი ხართ. მაგრამ გჯერათ. რომ არჩევნების გზით სისტემის შეცვლა შეიძლებაო? სიმართლეს მეუბნებოდნენ. პოლიტიკური ძალა იცვლება. მაგრამ სისტემა იგივეა. რომელც არის სოროსული. ეს სისტემა არჩევნებით არ შეიცვლება.

 – აბა რითი შეიცვლება?

– ამიტომ ვაპირებთ 8 ივლისს შეკრებას. შემდეგ გვექნება მოთათბირების 3 თვიანი პერიოდი. სექტემბერში გამოვაცხადებთ სერიოზული პროცესის დასაწყისს.  და ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რა იქნება. საქართველოში უნდა დამთავრდეს ბრძოლა არსებობისათვის. რაც არის შემოდგებული სოროსელების მიერ. ჩვენ გვჭირდება ბრძოლა საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.  როდესაც დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაჰქონდათ, ღამე გავათენე. განა ვინმეს ხელს შევუშლიდი? არა, მე მართალი უნდა ვყოფილიყავი ჩემი წინაპრებისა და ჩემი შვილების წინაშე. დღეს არის  ასეთი იდეოლოგია: წადი საბერძნეთში, წადი რუსეთში, წადი ამერიკაში,  წადი სადაც გინდა, და ირჩინე თავი. ეს არის ბრძოლა არსებობისათვის. ახლა ზეიმობენ, ევროპაში შევედითო.

ნაციონალები არჩევნების დროს ხალხს ატყუებდნენ, თუ გავიმარჯვეთ, ევროპაში გაგიშვებთო, ახალგაზრდები იყვნენ აღფრთოვანებულები. ამაზე მიკვდება გული, უცხოეთში ქართველები მიდიან შავ მუშებად… მეტირება, გული მიკვდება, გააუბედურეს ეს ანგელოზი გოგო -ბიჭები. სტამბულში თბილისელი მასწავლებელი ვნახე, ჩადრი ჰქონდა ჩამოფარებული და ქუჩას გვიდა. დაველაპარაკე და ისტერიული ტირილი აუტყდა. ევროპაში უჭირთ მომვლელები 70 წელს გადაცილებულ ხალხს ფული აქვს, ისეთი პენსიები აქვთ, ვერ ხარჯავენ. სჭირდებათ ფეხის დამბანი, ხელის დამბანი და ტუალეტის მოსამსახურე. ღირსება დავკარგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ამ ქვეყენაში? ხალხო დაფიქრდით! დაფიქრდით!

 

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *