(საერთო გაზეთი) თემურ შაშიაშვილი : ევროპას თავს რომ ვუხრით, რატომ არავინ ამბობს, რომ დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომით ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა?

 

ghგვესაუბრება პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი

-ბატონო თემურ, რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ  ამაზე?

– მე იმ ადამიანთა რიგს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ  საქართველოსთვის უმჯობესი იქნებოდა ე./წ. შვეიცარიის მოდელი აერჩია  და არა ის ევროკავშირისკენ ლტოლვა, რომელსაც, ასე ვიტყოდი, ხბოს აღტაცებით შეხვდა საქართველოში ძალიან ბევრი.

ძნელია ასეთ დროს საპირისპირო რამეზე ილაპარაკო. სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეღირსა სახელმწიფო მეთაური, რომელიც გეოგრაფიას პოლიტიკად აქცევდა. ნაპოლეომა თქვა: გეოგრაფია ეს პოლიტიკააო  და მართალია, როგორი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო.

შევარდნაძის პერიოდში გენშერი ჩამოვიდა საქართველოში. ატყდა ერთი ამბავი, აი ეხლა გადავრჩებითო, და ა.შ., არაფერი არ გადაარჩენს საქართველოს გარედან, ჩვენი გადარჩენის გასაღები არის თვით ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ხელისუფლებაში, იმათში, ვინც იცის ამ გადარჩენის ფასი. უკვე 22 წელია ვლაპარაკობთ იმაზე, რა რეზოლუცია მიიღო ნატომ, რა გადაწყვეტილება აქვს გაეროს და ა.შ. ჩვენთვის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.

 – არავინ ფიქრობს. რომ რაიმე შეიცვლება გარედან, უბრალოდ, ჩვენ მიგვეცა შანსი, ჯერ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ყველაფერი წინაა.

– ჯერ ერთი, არაფერს ნიშნავს ეს ასოცირება. ასოცირებული წევრი 50 წელიწადია თურქეთი და კიდევ ბევრი სახელმწიფო, მაგრამ ჯერ არ არიან ევროკავშირში. ეს არის სატყუარა, რაც ნიშნავს – მოიწიე ჩვენსკენ, ნელ-ნელა, მოგვიახლოვდი, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს,რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს: „ ჩვენ შევუერთდით ცივილიზებულ ევროპას!“

ცივილიზებული ევროპის სათავეებთან დგას საქართველოდა ჩვენ რატომ შევუერთდით? რატომ ვაყენებთ შეურაცხყოფას ჩვენს ისტორიას?! დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომით ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა. ჩვენ ვერ შევძელით ეს გაგვეგებინებინა მსოფლიოსთვის დავით აღმაშენებლის ბრალი  არაა იმაში, რომ ის იყო მეფე რომელიც ვერ აიძულეს მიეღო მასონობა.

ახლა ზოგს უხარია, უვიზო რეჟიმი იქნება და ევროპაში წავალთო, კიდევ კარგი , რომ ასე არ იქნება და ასე რომც იყოს, დაიცლება საქართველო. ჩვენ დავიღუპებით. საბედნიეროდ, ასეთ რამეს ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს.

სხვათაშორის უნდა იცოდეთ, რომ მსოფლიოში მრავლდება ევროსკეპტიკისების რიცხვი. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკვე ხმამაღლა აცხადებს სურვილს ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ. ევროკავშირის დატოვების მოთხოვნით მოძრაობა დაწყებულია ესპანეთშიც.

მთელი ევროპა მივლილი მაქვს და არსად არავინ მინახავს, არც ადამიანები და არც მთავრობები, რომლებიც კმაყოფილნი იყვნენ ევროკავშირით, იმიტომ რომ, ძალიან სერიოზული მაფიოზური კლანები არიან ამოფარებულნი ევროკავშირის ნიღაბს…

ჩემს აზრს კი არ ვამბობ, ვისაც გინდათ ჰკითხეთ, ევროპაში ცოტათი საქმეში ჩახედული ყველა გეტყვით, რომ ბაროზო არის პირველი მაფიოზი.

 – ბატონო თემურ…

დიახ, ასეა, იგი მაფიოზია, ყველაზე მდიდარი კაცია ევროპაში ჟოზემანუელ ბაროზო. i (2)ამას გეტყვით ნებისმიერი პოლიტიკოსი ევროპაში და იმასაც დასძენენ: ვაი თქვენს პატრონს, რომ ამათგან სიკეთეს ელოდებითო.

ჩვენი ტრაგედია ისაა, რომ სასოებით შევყურებთ ყველა უცხოელს, ვინც საქართველოში ჩამოდის.

დამისახელეთ უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გაეცნო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს და ილიას მსოფლმხედველობას. თქვენ გინახავთ რომელიმე უცხოელი, რომელიც მეცნიერებათ აკადემიაში მივიდა?

ყველაფერს რომ თავო დავანებოთ, რომელიმე ევროპელ პოლიტიკოსს წავაკითხოთ მაგალითად ორშაბათის ქართული პრესა, გული გაუსკდება და იტყვის, თუ ყველაფერი ეს სიმართლეა, მაშინ საქართველო ქვეყანა არ ყოფილაო.

საქართველოში ყველა პრობლემის იგნორირება ხდება. რაც  გინდა წერე, არავის არაფერი არ აინტერესებს. ესაა  ერთ-ერთი ნიშანი, რომ ჩვენ ევროპისაკენ კი არა დიქტატურული აზიისკენ მივდივართ.

 – თქვენ ფიქრობთ, რომ პრესას არ კითხულობენ?

– როგორ არ კითხულიბენ, მაგრამ გაზეთები მათ ეხმარებათ იმაში, რომ გამოავლინონ ქვეშევრდომები, რაც მეტს ნეგატიურს დაწერს ამა თუ იმ პერსონაზე, ესა თუ ის გაზეთ, მხილებული პირი გამოჭერილი ჰყავთ და თუ ხმას ამოიღებს, ცხვირწინ დაულაგებენ კომპრომატებს. ნორმალურ ქვეყანნებში „ეჭვმიტანილ“ პოლიტიკურ თუ სხვა საჯარო პირებს იცილებენ საქართველოში – მოსწონთ და ეყრდნობიან.

თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ხელისუფლებას: თქვენზე ადრე ვიყავი ამერიკაში და ძალიან კარგად მახსოვს, რა სიტუაცია იყო, რა შემომთავაზეს, როგორ შემიძლია რაიმეზე დავეთანხმო ხალხს, რომელსაც საქართველო ფეხებზე ჰკიდიათ. მშვიდად ვერ ვუყურებ იმას, ბაიდენი რომ ამბობს: მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა, კულტურა აქვს იმ ერებს, რომლებიც იცავენ ლგბტ ინტერესებსო. პირდაპირ თქვა ეს!

თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ხატებით გვაქვს სავსე სახლები და კაბინეტები, ამ კანონს როგორ დავუჭირეთ მხარი, რომელიც ანტიქრისტიანული და დამღუპველია ქვეყნისთვის?

ბატონო თემურ, იცვლება დრო და შეხედულებებუ. ხომ არ გიფიქრიათ,რო მ ტრადიციული აზროვნება და მსჯელობა ხანდახან პროგრესს ეწინაღმდეგება?

– ერთი ფილოსოფოსი ამბობს ყველაზე თანამედროვე ადამიანი ტრადიციული ადამიანიაო. სხვა ყვე;ლაფერი კერძო ადამიანის კეთილდღეობისათვის და სკამისთვის არის გამოგონილი.

ერთ მაგალითს მოვიყვან: ქუთაისის მერიას აწერია ვითიბი ბანკი. ვიფიქრე, როდის გაკეთდა აქ ბანკიმეთქი. აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერის ცოლისძმამ ვითიბი ბანკთან დაიწყო საქმე. გახსნა მერიის შენობაში ამ ბანკის ფილიალი.  პენსიონერები გადაიყვანეს ამ ბანკის მომსახურებაზე და ეს გაკეთდა სააკაშვილის დროს. მაშინ, როცა მიშა დღე და ღამე აგინებდა პუტინს. ასეთი ხალხია სკამების კაცები – აგინებენ პუტინს, სინამდვილეში  მისი ფულით ცხოვრობენ და მერე ამბობენ, რომ სხვები არიან რუსეთის მომხრეები.

 – ანუ ჩვენ ღირსი არ ვიყავით ხელშეკრულების ხელისმოწერის და მაინც მოგვაწერინეს?

– უნდა გითხრათ, რომ ბევრი ეხვეწეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, მაგრამ არც ერთმა მოაწერა ხელი და არც მეორემ.

აქ არის ორ ქვეყანას, რუსეთსა და ამერიაკს შორის დაპირისპირება. რუსეთს მოსწონს ამერიკასთან დაპირისპირებული კუბა. ამერიკას მოსწონს რუსეთთან დაპირისპირებული საქართველო. როცა ვიღაცა გიყენებს, ესაა ცუდი. სომხეთმა ეს არ  დაუშვა.

 – კვლავ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეკონომიკური თვალსაზეისით საინტერესო პროექტები განხორციელდებნა. დიდი მხარდაჭერა იქნება ევროპის ქვეყნებიდან. გაიხსნება თავისუფალი ბაზარი, საბანკო სისტემის ლიბერალიზაცია, განათლების კუთხით და სხვა ხელშეწყობები იქნებაო, ამბობენ.

– ყველაფერ ამას დავიჯერებ, ქართველი ხალხი თუ იქნება უკეთესად, რისი იმედიც არ მაქვს. რაც შეეხება საბანკო სისტემის ლიბერალოზაციას, საქართველოში ბანკები ყვლეფენ მოსახლეობას. მაშინ, როცა ჩვენთან არ არსებობს არც ერთი ამერიკული ბანკი, ასეთი ბანკი არის სომხეთში.ჩვენს ბანკებში ან მოწილეები, ან ხელმძღვანელები არიან სოროსის ფონდის  გამოზრდილები.

უვიზო რეჟიმზე ვლაპარაკობდდით. დაფიქრდით, თურქეთში ვის რამდენი ხანი შეუძლია დარჩენა? სამ თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება იქ დარჩეს ბიზნესმენი, ან სხვა სერიოზული საქმის მკეთებელი. მაგრამ ვინც არის დამლაგებელი, ჭურჭლის მრეცვავი, მას თავისუფლად შეუძლია დარჩენა, საქართველო რა მდგომარეობაშია, ჯერ თავად არ ვიცით. და ახლა ზოგიერთი , ვინც სიხარულისგან ჭყლოპინებს ევროპასთან ასოცირების მოლოდინში, სწორედ ისინი არიან გონებაშეზღუდული მედროვეები და მათნაირებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. დღეს საქართველო პოლიტიკური ყაჩაღების ხელშია. ისინი აქ არიან უკვე ათეული წლებია. და ესენი არიან მედროვეები.

 – „სახალხო კრებაში „რა ხდება, ხომ არ იშლება?

–  577721_10201170517968638_2135000864_nრას ამბობთ, პირიქით, „სახალხო კრებას“ ახლა აქვს მომავალი. 8 ივლისს ჩვენ
დიდი შეკრება გვექნება და იქ გამოვაცხადებთ ჩვენს გეგმებს,

წელს 1 ოქტომბერს, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიღოს. რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაასამართლა „ნაციონალური მოძრაობა“ , ხალხმა უნდა დაიწყოს ახალი აქტივობა, მოძრაობა ნაციონალების გასასამართლებლად. მაგრამ არა მხოლოდ ნაციონალების… პასუხი ახალ ხელსიუფლებასაც უნდა მოეთხოვოს, რომელმაც არაფერი გააკეთა სამართლიანობის აღსადგენად.

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *