პირველ ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს!

პრესრელიზი

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფმა გააკეთა მიმართვა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც გამოკვეთილია კონკრეტული მოთხოვნა: „1 ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს“.

საინიციატივო ჯგუფის ამ მოთხოვნას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. არაერთს გაუჩნდა სურვილი თვითონ ჩაერთოს საინიციატივო ჯგუფის საქმიანობაში.

მიმდინარე წლის 8 ივლისს, 16 საათზე, სასტუმრო „თორის“ (ქ. თბილისი, ჭანტურიას 10 ალექსანდროვის ბაღის მიმდებარე ტერიტორია) საკონფერენციო დარბაზში შედგება საინიციატივო ჯგუფის ღია სხდომა, დაინტერესებული მოქალაქეებისა და პრესის მონაწილეობით. გაკეთდება საერთო განცხადება,წარმოდგენილი იქნება დეკლარაცია და გაიხსნება საჯარო ხელმოწერის პროცესი.

 

საკონტაქტო პირი

გიორგი სიხარულიძე

ტელ. 558 581155; 596 252522

ელ.ფოსტა:sainjgufi@gmail.com

Capture 1

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *