(პრაიმთაიმი) თემურ შაშიაშვილი – 8 ივლისი ოქტომბერი იქნება დღე, როცა პასუხი მოეთხოვება „ქართულ ოცნებას“

პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების ლიდერი”, ხვალ, სასტუმრო “თორში” შეკრების მოწყობას აპირებს და აცხადებს, რომ იგნორირება გახდა მართვადი ანარქიის პოლიტიკური ინსტრუმენტი.
ამასთან დაკავშირებით შაშიაშვილმა განცხადება “პრაიმტაიმის პრესკლუბში გააკეთა.
“მე ვიბრძოლებ ისეთი ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც სულერთი არ იქნება, რა იწერება მასზე და მის წევრებზე პრესაში… სულერთი არ იქნება ,რას ამბობენ ტელევიზიებში და საერთოდ, ელექტრონულ მედიაში.
დრო ადასტურებს, რომ დემოკრატია არის მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ქმნის კონკურენტულ გარემოს და გარემოა სამართლიანი.
ვისააც სჯერა, რომ საქართველოში კონკურენტული გარემოა, ბიზნესში, პოლიტიკაში, განათლებაში, კულტურაში და საერთოდ, საზოგადოებრივი ყოფის რომელიმე მიმართლებით, მასთან კამათს არ ვაპირებ.
ბიზნესში, ადრეც და დღესაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული მაფიოზები ბატონობდნენ. პოლიტიკაში, საარჩევნო ხმების ყაჩაღები მომრავლდნენ. კულტურაშიც, განათლებაშიც და მეცნიერებაშიც, მოირღვა ყველაფერი, მთავარია არა კონკურენცია, არა ნიჭიერება, არამედ ხელისუფლებისადმი მორჩილებით მიღებული კეთილგანწყობა.
ყვეალფერი ეს დიქტატორული აზიაა და არა დემოკრატიული ევროპა.
კამათს არც მათთან ვაპირებ, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში სამართლიანი გარემოა.
ძალიან მინდა, ვცდებოდა და მართალი იყვნენ ისინი, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში კონკურენციაა, ქვეყანაში სამარტლიანი გარემოა, ან თუნდაც, ხელისუფლებას აქვს, როგორც ერთის, ასევე მეორის რეალიზების მტკიცე ნება. წარმოუდგენელია, ეს ნება ჰქონდეს იმ ხელისუფლებას, რომლისთვისაც იგრნორირება, ანუ მისთვის მიუღებელი ნებისმიერი ფაქტის თუ მოვლენის უყურადღებოდ დატოვება, არაფრად ჩაგდება – გახდა მართვალი ანარქიის პოლიტიკური ინსტრუმენტი.
ჩვენში დემოკრატიას საკმაოდ დიდი ხანია ებრძვის სულთამხუთავი იგნორირება, რომელმაც უკვე პოლიტიკური ცუნამის მასშტაბი შეიძინა.
მოყოლებული „მოქკავშირიდან“, ისეთი მოვლენის როლის, როგორიცაა იგნორირება, გამოკვეთილად იზრდება, განუსაზღვრელ მასშტაბებს მიაღწია „ნაცმოძრაობის“ ეპოქაში, პოზიციას მყარად ინარჩუნებს „ქართული ოცნების“ ხელშიც.
რაც გინდა თქვი, ვისზეც გინდა თქვი, არც მთქმელს სთხოვენ პასუხს ნათქვამისთვის და არც იმას, ვისზეც ამბობ, მით უფრო, რომ თუ ეს უკანასკნელი სახელმიწფო მოხელეა.
ევროპაში პასუხს გაგებინებენ ცილისწამებაზე და წარმოუდგენელია, მოკვლების გარეშე დარჩეს მედიის საშუალებებით გამოქვეყნებული ბრალდება რომელიმე ხელისუფალის მიმართ. ესაა ევროპული გზა. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებიც და პოლიტიკოსებიც, მკაცრად აკონტროლებენ ყოველ გამოთქვამს, მაგრამ რასაც წერენ, გამორიცხულია, რეაგირების გარეშე დარჩეს. ანალიზი ადასტურებს, რომ ევროპაში მიმდინარე წელს, ასზე მეტი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე შეეწირა მედიაპუბლიკაციებს.
ჩვენთან სრულიად განსხვავებული, სწორედ რომ ევროპისგან განსხვავებული განწყობაა. მაგალითიც კი არ გვაქვს, რომ რომელიმე ჩინოვნიკზე გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას რაიმე სახის გაგრძელება რომ მოჰყვა სახელისუფლებო წრეებში. სწორედ იგნორირება კლავს სიმართლეს, სამართლიან გარემოს და ყველაფერი ეს ხელისუფლებიდან მოდის. ხალხი, ჟურნალისტები უმძიმეს მამხილებელ ფაქტებს აქვეყნებენ. აშკარად ჩანს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა სიამრთლეა. ტრაგედია იმასია, რომ არც ბრალდებული მიმარტავს სასამართლოს და არც ხელისუფლება ცდილობს სიმართლის დადგენას.
იგნორირება არის არამარტო საკუთარი, არამარტო პარტიული მეგობრის, არამარტო შენთვის მისაღები ადამიანისთვის სკამის შენარჩუნების გზა, არამედ ქვეყანაში უსამართლო გარემოს, უსამართლობის დამკვიდრების დამანგრეველი გზა. სწორედ იგნორირების გამოა ხელისუფლება გასული ხალხის კონტროლიდან ყველა დონეზე, ცენტრალურით დაწყებული, ადგილობრივით დამთავრებული.
ხელისუფლება, რომელისთვისაც იგნორირება ფარია სახის და იმიჯის შენარჩუნებისთვის, საქვეყნო საქმეს ვერასდროს გააკეთებს. ასეთი ხელისუფლება ხალხის მსახური კი არ არის, არამედ ხალხს აქცევს თავის მსახურად, როგორც ეს დიდი ხანია დამკვიდრდა საქართველოში და რასაც, სამწუხაროდ, ჩვენც ვითმენთ.
მე ვიბრძოლებ ისეთი ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც სულ ერთი არ იქნება, რა იწერება მასზე და მის წევრებზე პრესაში. სულერთი არ იქნება, რას ამბობენ ტელევიზიები და საერთოდ ელექტრონულ მედიაში.
ვიცი, ეს განწყობა ბევრშია. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან მისვლას, პირველი ნაბიჯი რვა ივლისის შეკრება იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ 2014 წლის 8 ივლისი ოქტომბერი იქნება დღე, როცა პასუხი მოეთხოვება „ქართულ ოცნებას“ დაპირებულის შეუსრულებლობისთვის და იმისთვისაც, რომ ასე პარპააშობს ქვეყანაში „ნაცმოძრაობა“, ის ძალა, რომელმაც უკადრებელი აკადრა ხალხს და ქვეყანას, გემოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს. პასუხი მოეთხოვება იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგომ ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი და მდიდარი კი უფრო მდიდარი გახდა”, – განაცხადა შაშიაშვილმა.



