(newspress)თემურ შაშიაშვილი – ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ის დაქირავებულია

DSC_0244პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან ის ამომრჩევლის მიერაა დაქირავებული. შაშიაშვილმა ეს გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, საზოგადოება იმედგაცრუებულია, რადგან მმართველმა გუნდმა დაპირებები არ შეასრულა.

,,ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ის არის დაქირავებული, იმის მსახურია, ვინც აირჩია. ხალხი მეუბნებოდა, არჩევნებზე არ მივალთ, 6 მილიარდის პატრონი მოვიდა და ერთი დაპირებაც არ შეუსრულებიაო. ამის შედეგია, რომ არჩევნებზე 60%-70% არ მისულა. საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ვიდრე პოლიტიკურ ლიდერებსა და ინტელიგენციას ჰგონიათ“-აცხადებს შაშიაშვილი.

,,თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ხალხი რადიკალურ ცვლილებებს ელოდა, ხელისუფლება კი თვლის, რომ დაპირებები გადაჭარბებით შეასრულა.

,,ნაციონალების“ თავგასულობა, ხელისუფლების თვითკმაყოფილება და მოქალაქეების უკმაყოფილება არის კონფლიქტის გზა. ამის შედეგი კი, კატასტროფული იქნება. ხალხი რადიკალურ ცვლილებებს ელოდა, ხელისუფლება კი თვლის, რომ დაპირებები გადაჭარბებით შეასრულა. ხალხი ,,ნაციონალების“ გასამართლებას მოითხოვდა და პირიქით მოხდა“,- აღნიშნავს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *