რა გაგრძელება მოჰყვა “თეთრების” ლიდერის მოთხოვნას

“ალიასათვის მიცემულ ინტერვიუში “თეთრებიcms-image-000003657ს” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, საკრებულო ნარკომანებით გაივსოო და პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს მოუწოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით შემოიღოს საკრებულოში მოხვედრის მსურველთათვის სავალდებულო ნარკოტესტის გავლა. თემურ შაშიაშვილის მოთხოვნას გაგრძელება მოჰყვა. “ალიას” ჟურნალისტმა ჟანა ასანიძემ ამ საკითხების გარკვევისთვის მიმართა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტს ლელა ტალიურს, რომელმაც განმარტა, რომ არსებული კანონმდებლობით, ნარკოტესტის გავლა სავალდებულოა მხოლოდ პარლამენტის წევრებისთვის. ეს კანონი არ ვრცელდება არც პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მუნიცეპალიტეტების საკრებულოების წევრებზე, გამგებლებზე, მერებზე, მათ მოადგილეებზე…

მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს არც საარჩევნო კანონში, რომელიც დაავალდებულებდა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ნარკოლოგიურ შემოწმებას. ჟურნალისტის კითხვაზე, მერს ხმას ვაძლევთ ცნობადობის გამო , მაგრამ პროპორციული სიით გასული დეპუტატების უმეტესი ნაწილი ამომრჩევლებისთვის უცნობია, და შესაძლოა, მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებელიც კი იყოს, იურისტი პასუხობს:

ამომრჩეველი ზოგადად ხმას აძლევს კონკრეტულ პარტიას, ან გუნდს, და მის მიმართ გამოხატავს ნდობას. ხოლო დღევანდელი საარჩევნო კანონით პარტიული სიები დახურულია ამომრჩევლისთვის, თუმცა უცხოეთში არის მოდელი, როცა პარტიული სიები ღიაა ამომრჩევლისთვის და ამომრჩევლები პარტიული სიის სწორედ სასურველ კანდიდატებს შემოხაზავენ. შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობით პროპორციული წესით გასული კანდიდატები არ აქვემდებარებიან ამ მხრივ კონტროლს.

აპირებს თუ არა პარლამენტი კანონის გადახედვას და როგორია საკანონმდებლო ორგანოს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით? ჟურნალისტმა ჟანა ასანიძემ ამ კითხვით მიმართა პარლამენტარ  ეკა  ბესელიას.

” ვფიქრობ, საჭიროა , რომ საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები გადიოდნენ ნარკოლოგიურ შემოწმებას. საჯარო სამსახურში საიროა ასეთი შემოწმება – განაცხადა ეკა ბესელიამ.  – მიმაჩნია, რომ ქვეყნის საკარო მოხელემ, საკრებულოს თანამდებობისპირებმა ასეთი შემოწმება უნდა ჩაიტარონ, კანონში არის ჩანაწერი ამის შესახებ, თუმცა ვნახოთ, სჭირდება თუ არა მისი სრულყოფა. ამაზე ვიმსჯელებთ.”

რა გამოხმაურება ექნება “თეთრების” ლიდერის მიმართვას თავად პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ამას მომავალი გვიჩვენებს

გაზეთ “ალიას” პუბლიკაციის მიხედვით

17.07.2014წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *