(ალია) თემურ შაშიაშვილი: პატრონიანი და უპატრონო მინისტრები

 

  • ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით: რაც მოხდა, უკვე ცუდია, მაგრა, არა მოულოდნელი.

 

DSC_0244ვინ სარგებლობს ივანიშვილის გვარით და რა ნიშნით ირჩევიან მინისტრები? რატომ დაიყო მინისტრთა კაბინეტი ,,პატრონიან“ და ,,უპატრონო“ პირებად? ვინ იმართება საზღვარგარეთიდან და რატომ მიდის ღარიბაშვილის ხელისუფლება ნაცადი გზით?

ამ საკითხებთან დაკავშირებით ,,ალიას“ თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო თემურ, პროკურატურაში ცნობილი უცხოელი პროკურორები ჩამოვიდნენ გახმაურებულ საქმეებზე სამუშაოდ, რომელთა შორისაც მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებაც იქნება, თუმცა გუშინდელ ინტერვიუში პეტრე მამრაძემ გვითხრა, გამორიცხულია, მიშა დაიჭირონო, თქვენც ასე ფიქრობთ?

_ პროკურორების ჩამოყვანასთან დაკავშირებით პოზიცია სწორია და მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ პროკურორები, არამედ ცნობილი ეკონომისტები და ფინანსისტები პირველივე დღეებშივე უნდა ჩამოეყვანა ბიძინა ივანიშვილს. მერე დადასტურდებოდა, მართლა აყვავდა თუ არა ეკონომიკა, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებდა, თუ გენოციდი მოუწყვეს ჩვენს ხალხს, როგორც ამას მეცნიერული ანალიზი ადასტურებდა. ჩვენ გვაქვს დიამეტრალურად განსხვავებული ორი დასკვნა, ერთი არის ნაცების დასკვნა, მეორე არის მეცნიერთა დასკვნა. ქართველ მეცნიერებს ამ საკითხში ქვეყნის გარეთ არავინ უსმენს, ამიტომ ხელისუფლებას ეს უნდა აეღო.

_ ეს ანალიზი ხელისუფლებას გაუგზავნეთ?

_ დიახ, 500 გვერდიანი ნაშრომი ჩვენ გავუგზავნეთ ბიძინა ივანიშვილს მოსვლის პირველივე დღეებში, შეხვედრის არავითარი სურვილი არ მქონია მე და მივწერე, თუ გსურთ ამ მეცნიერებთან შეხვედრა, კარგი იქნება–თქო. პასუხიც კი არ მიგვიღია იმის თაობაზე, რომ ასეთი სერიოზული ნაშრომიც კი არ ჩათვალა ყურადღების ღირსად. კიდევ ერთხელ ვამბობ, არც მაშინ და არც ახლა ამ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი არ მქონია და არც მაქვს, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მინდა საქართველოს ხელისუფლება გარედან არ იმართებოდეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაჭერას, რა თქმა უნდა ვერ დაიჭერენ, თუ ამისი სურვილი არ ექნება დასავლეთს. ევროპაში ყველა მეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ დაბორკილები, დაბმულები, პრაქტიკულად ერთი გუბერნია, რომელიც ამერიკის ხელში კი არაა, გარკვეული ჯგუფის ხელშია, რომელიც ჯერ მოგიყვანს ხელისუფლებაში, მერე გმართავს.

_ მოგეხსენებათ, ახალაიას საქმე სტრასბურგში მიაქვთ. ალბათ ქართულ მხარეს საქმის წაგება ეშინია და ამიტომაც ჩამოიყვანა პროკურორები, როგორ ფიქრობთ, ქართველმა პროკურორებმა თავი რატომ ვერ გაართვეს ამას?

_ ახალაიებზე, კეზერაშვილსა და უგულავაზე საუბარი არის ქვეყნის ავადმყოფობა. ციხეში ზის ადამიანი, რომელმაც შიმშილის გამო პური მოიპარა და გვედიდგულება ადამიანი, რომელმაც ბიუჯეტიდან მოიპარა მილიონობით ლარი. ეს იყო ტესტი ამ ხელისუფლების, რომ ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში და რეზო ჩხეიძემ მიწერეს ხელისუფლებას, ხომ მოხვედით ხალხის მხარდაჭერით, ციხეში ზის 65 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც არ ჩაუდენია სახელმწიფო დანაშაული და 75 წლის მამაკაცი, რომელიც საყოფაცხოვრებო დანაშაულის გამო ზის ციხეში, რაც მთავარია, 16 წელს გადაცილებულ ბავშვს რა უნდა ციხეშიო. ეს წერილი მიწერეს პრეზიდენტსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც.ორმა უზარმაზარმა პიროვნებამ დაწერა ასეთი თხოვნა და ამისთვის ვერ მოიცალა ხელისუფლებამ, სამაგიეროდ მთელი საქარტველო საუბრობს იმაზე, ახალაია და უგულავა რა პირობებში  იქნებიან. ესენი არიან ბანდიტები, რომელიც წარმოადგენენ საერთაშორისო მაფიას. საქართველო გახდა საერთაშორისო მაფიის ნაწილი, რომელმაც აიტანა გარედან მართვადი ხელისუფლება. ბევრმა ქვეყანამ არ დაუშვა ასეთი რამ. საქართველოში არასამთავრობიები ასხედან ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც თავზე, თან ფინანსდებიან მილიონებით. ისინი კი თავის მხრივ ამ მაფიის დასაყრდენნი არიან. ამიტომაც ვერ ბედავს ხელისუფლება, თქვას, ეს ორგანიზაციები რა თანხას იღებენ და რისთვის ფინანსდებიან. ძალიან უადვილდებათ ნებისმიერი გაზეთის ჩაძირვა, რომელსაც არ აქვს უცხოეთში ზურგი, უადვილდებათ შეტევა იმ ბანკზე, რომელსაც არ აქვს ურთიერთობა სოროსთან, ნებისმიერ მეწარმეს ანადგურებენ, ვისაც ეროვნული სულისკვეთება აქვს.

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ მაგალითად, გოგი თოფაძეს. მეტიც, პარლამენტის წევრია და იმის გამო, რომ ეროვნული კაცია, არ გაახარეს ბიზნესში. ჩვენ ახლა ვაპირებთ სახალხო კრების სახელით, შევკრიბოთ ის მეწარმეები, რომელთაც ,,პატრონი არ ჰყავთ“, არიან ქართული ყაიდის მეწარმეები, ხელისუფლებაც ვერ იცავს და უცხოეთიც ებრძვის გარედან. ესაა ღერძი უბედურების.თოფაძე ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას–არა, მაგრამ ის ყოველთვის იყო ეროვნული ყაიდის კაცი. სამაგიეროდ, არავინ შეხებია იმ ბიზნესმენებს, ვისაც ოფშორულ ზონებში აქვს ბიზნესი. ვინმე შეეხო ნიკოლაიშვილს? მინისტრი იყო და ხელის გულზე დევს მისი დანაშაულებები. ერთი თათბირი არ ჩაუტარებია კაცს დედის გინების გარეშე, დაელაპარაკეთ მის ყოფილ თანამშრომლებს, რა მდგომარეობაში ამუშავებდა ხალხს. რეკორდსმენი იყო ადამიანების შეურაცხყოფის. მილიონები შემოვიდა გრანტების სახით, ხარჯავდა ნიკოლეიშვილი. ერთ დოლარს 20 ცენტის საქმე აქვს გაკეთებული. ათასი ხმები დადის მის შესახებ.

_ კონკრეტულად რა?

_ ის, რომ ახალ ხელისუფლებაში ჰყავს მფარველები, თორემ ეს კაცი კეზერაშვილზე უარესია. საქართველო იარაღის ტრასა გახცდა, უხვად მოედინება ,,შავი ფული“ და ნარკოტიკები. გარედან რა ფულიც შემოდის, სულ უკონტროლოა.ფული არსებობს რამდენიმენაირი: ბიუჯეტში შესული და არშესული. ბიუჯეტში შესულს ხარჯავდა ნიკოლეიშვილი, არ უშვებდა და მალავდა გარედან შემოსულ ფულს, მერე ოფშორებში რიცხავდა კეზერაშვილი. ანუ ფულის გარედან მაკონტროლებელი იყო კეზერაშვილი, შიგნიდან მაკონტროლებელი კი–ნიკოლეიშვილი. სხვა რამეს კი არ აკეთებდა ფინანსთა სამინისტრო?

_ საკადრო ცვლილებები განხორციელდა, როგორ ფიქრობთ, რა ნიშნით შეირჩნენ ახალი კადრები?

_ საკადრო ცვლილებები, რომელიც პრემიერ მინისტრმა განახორციელა, ადასტურებს იმას, რომ ის შეეხო მხოლოდ იმ მინისტრებს, ვისაც ქვეყნის გარეთ პატრონი არ ჰყავთ.ივანიშვილის ტაქტიკა იყო, მიეცი ფული და ვისაც მისცემ, შენი ხდება. ამ შემთხვევაში კი მინისტრები უსიტყვო მორჩილების ნიშნით დაინიშნენ, მისცეს თანამდებობა და მისიანი გახდნენ. ივანიშვილის ხელისუფლება რომ არ აწყობდეს დასავლეთს, მისი კონცეფცია არის ღრმად სოციალისტური, ფულის დარიგებაზე ორიენტირებული. ეს არ არის დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი კონცეფცია. ვისაც ფული მისცა ივანიშვილმა, მოიმადლიერა, ვისაც არ მისცა, გაანაწყენა. ასე დაიყო საქართველო. ამასწინათ ერთ–ერთ კლინიკაში ვიყავი და ხალხს ვესაუბრებოდი, ექიმი რომ გამოვიდა, თქვა, კარგი ახალგაზრდა დანიშნეს კულტურის მინისტრადო. მე შევეწინააღმდეგე, რადგან ყველა ქვეყანაში ასაკში მყოფი ადამიანი გამოცდილია და ყველგან, რომელი ქვეყნებიც განვითარებულია, 60 წლამდე ადამიანს თანამდებობას არ აკარებენ–თქო. ცოტა ხანში მეუბნება ეს ექიმი, ეს იმიტომ ვთქვი, რომ იქვე ივანიშვილის ახლობელი იდგაო. არაა დაღუპული ქვეყანა? თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო ყოფილ პრემიერს, ბატონო ბიძინა, გწყინთ ხოლმე, მაგრამ თქვენი პრემიერ მინისტრობის დროს გვარი რომ გადაიკეთა ერთმა ადამიანმა ივანიშვილად, ამის შესახებ გსმენიათ?

_ რას გულისხმობთ?ვინაა ეს ადამიანი, ვისზეც მიანიშნებთ?

_ ერთ საკმაოდ გავლენიან ადამიანზე, რომელიც სამინისტროებში რეკავს ივანიშვილის სახელით, ათასი ადამიანი დაადასტურებს ამ ფაქტს, რეკავს მინისტრებთან, ეუბნება, ივანიშვილი ვარო და აკეთებინებს საქმეებს. ეჭვი არ მეპარება,რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ იცის. სხვათაშორის, ეს ადამიანი ჩართული იყო არჩევნებშიც და ქუთაისშიც კი იყენებდნენ ჩემს წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ილუზორული ივანიშვილის ტყვეობაში არის ხალხი ჯერ კიდევ და ყველაფერი ამის გამო ხდება, რომ ვიჯერებთ მისას.

_ ბატონო თემურ, ასე გვჯეროდა ახალი მინისტრებისაც, მაგრამ ვისი გათავისუფლების მოლოდინიც იყო, სწორედ ისინი დატოვეს თანამდებობაზე, ზოგს ლამის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭონ, წინა პოსტზე არ ვარგოდა და ახალი უწყება ჩააბარეს, რატომ?

_ღარიბასვილმა უპატრონო მინისტრები გაათავისუფლა, მაგალითად,  სუბარს გარეთ ჰყავს პატრონი, ამიტომ მისი სახლში გაშვება ასეთი ადვილი არ იქნება. ის არის დაკავშირებული თავისუფლების ინსტიტუტთან, სხვადასხვა ფონდებთან, ამიტომ ადვილად ვერ შეეხებიან იმის მიუხედავად, რომ სხვა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. ვერ შეეხებიან ხოკრიშვილს, რადგან რესპუბლიკელია და თბილისის მერთან ერთად ჰქონდა ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდებოდა სოროსის მხრიდან, შესაბამისად, ის იყო პატრონი, თორემ აბა, ოდიშარიას რა პატრონი ჰყავდა?

_ სამაგიეროდ ივანიშვილის წარდგენილი იყო და სუსტი მინისტრიც.

_ კი, ბატონო, მაგრამ ივანიშვილის ხათრით ხომ იყო ორი წელი თანამდებობაზე? ახლა ქართულ კულტურას სჭირდება ინტერნაციონალიზაცია და ამ მიზნით მოვიდა ახალი კადრი. ნახეს, რომ ქართული ეკლესიის და კულტურის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული და ამას სჭირდება ხელის შეწყობა.

_ ბატონო თემურ, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე უამრავი ვერსია შმეოგვთავაზეს, რამე განსხვავებული ხომ არ იცით?

_ დავიწყოთ იმით, რომ რაც მოხდა,უკვე ცუდია,მაგრამარამოულოდნელი.დღეს ეროსი,ხვალ სხვა,ზეგ სხვა-პროცესი დაიწყო. ასეთი რამ წარმატებული იმ ქვეყანაშია,სადაც პროცესს უშიშროება წარმართავს.ყველაზე მეტად სამართლიანობის დადგენა იმ ხალხს არ აწყობს,ვინც უშუალო შემსრულებელი იყო.მათ სისაძაგლეები აკეთებინეს,ბევრმა ყველაფერი ეს სიამოვნებით აკეთა,ბევრი ამას ერთგულების დადასტურების მიზნით აკეთებდა და აკეთებს.ამ ხალხის ხელწერაა,ის რაც ხდება,როგორც “ნაცების”,ასევე “ოცნების” შიგნით, საერთოდ ქვეყანაში.დავფიქრდეთ, ვის აწყობს ივანიშვილის და მარგველაშვილის,ამ უკანასკნელის და ღარიბაშვილის გართულებული ურთიერთობები. ივანიშვილის არსოლუტურად გაუგებარი და არადემოკრატიული ურთიერთობები პარლამენტს გარე ოპოზიციასთან,თუნდაც იმპოლიტიკოსებთან,რომელნიც არ იზიარებენ ივანიშვილის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შეხედულებებს? მხოლოდ იმათ,ვინც გარედან იმართებიან,სხვის ინტერესებს ემსახურებიან,საშინელებები აქვს ნაკეთები და ეშინიათ სიმშვიდის..ამ ხალხის ხელშია დღეს ქვეყანაც და მაღალი თანამდებობის პირებიც.ამ უკანასკნელთ გამოცდილება არ აქვთ და უყვართ პირადი ერთგულები,მონური ფსიქოლოგიის ხელქვეითები…ასეთებს კი გამოცდილებაც აქვთ და აქვთ დიდი უნარი დაგარწმუნონ,რომ თქვენი ერთგულები არიან…მოკლედ რომ ვთქვა,ისინი თავზე აჯდებიან და მოხერხებულად მართავენ გამოუცდელ ხელმძღვანელებს,განსაკუთრებით კი იმათ,რომელთაც უვართ მონა ხელქვეითები. დიდი პოსტები მეჭირა,მაგრამ პრაქტიკულად მარტო არ ვხვდებოდი არც უშიშროების,არც პოლიციის,არც პროკურატურის ხელმძღვანელს,-ვიცოდი სხვებს ჩაუშვებდნენ ან დააბრალებდნენ ყველაფერს. ბიოლოგიურად ვერ ვიტან ენის მიმტანს და მომტანს,ჩამშვებს,ერთი და განსაკუთრებული,არ მჯერა იმ ხელმძღვანელის,რომელიც კადრებს პირადი ერთგულებით არჩევს,ქვეყნისთვის საშიშ ხელმძღვანელად ვთვლი მას,ვინც უშიშროებას,საერთოდ,პოლიცია-პროკურატურას ეყრდნობა,სასამართლოს ეუფროსება.ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე რთულია,ვიდრე წარმოგვიდგენია. ქვეყნის დახსნაა საჭირო საშიში ადამიანებისაგან. ეროსი კიწმარიშვილს ვთხოვეთ, გვერდით დაგვიდექით პროექტის,,ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“–ფარგლებში–თქო, და ამაშო 600 000 მოგვთხოვა. როცა მისი ქონებრივი დეკლარაცია წავიკითხე, გული დამწყდა, ამერიკაში ბინა გაქვს, საქართველოში უამრავი, განა რა მოხდა ისეთი, რომ ყველასგან იღებდა ფულს? სპეცსამსახურების თვისებაა, ჯერ აღზევებაში დაგეხმარებიან, მერე კი გაგაცამტვერებენ. ვინ გაახარა ჯერ სპეცსამსახურებმა? ხელისუფლებამ კი, რომელიც სპეცსამსახურების საქმეებს აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ისინი მას გადააგდებენ, რადგან მათ სიმშვიდე არ აწყობთ. ეროსი რომ შემოვიდა პოლიტიკაში, შეიძლება, წესიერი გზით ეშოვა ამდენი ფული?

ესაუბრა ჟანა ასანიძე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *