(ქართული სიტყვა) თემურ შაშიაშვილი: მე რომ ქუთაისის მერი ვიყავი, ქუთაისს “შაშინგტონს” ეძახდნენ

 

16ქუთაისის მერობის წაგებული არჩევნების შემდეგ „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლებას ანგარიშის ჩაბარებას თხოვს. უკვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, დაიბეჭდა ბუკლეტი, სადაც ვრცლად წერია, რატომ, რისთვის, რა მიზნით და ა.შ. მოითხოვეს ხელისუფლებისაგან ბუკლეტში მსხვილი შრიფტით, წითლად აღნიშნულლია, რომ „სახალხო სასამართლო“ იქნება, რომლის მიზანია, ხელისუფლება ხალხის კონტროლს დაუბრუნდეს. სასამართლო სავარაუდოდ მერაბ ბერძენიშვილის სახლში გაიმართება და ტელევიზიით „ლაივში“  გადაიცემა. „ქართული სიტყვა“ თემურ შაშიაშვილს ესაუბრა.

 – ბატონო თემურ, სასამართლოზე მოპასუხე ვინ იქნება?

– „ქართული ოცნება“ უშუალოდ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რათა ანგარიში ჩაგვაბაროს. ზუსტად 2 წლის წინ, 1 ოქომბერს, მან ძალიან ჭკვიანური პოლიტიკა შემოგვთავაზა. მხარი ამ  პროგრამას დავუჭირე და არა მილიარდერ ივანიშვილს. ხალხის 90% მა კი ხმა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მისცა და არა პროგრამას. პირადად მე დანაშაულად მიმაჩნია ხელისუფლების სათავეში მილიარდერის მოყვანა. მილიარდერის პოლიტიკის არ მჯერა. მაგრამ მის პროგრამას ვენდე.

– თვლით, რომ ამ ორი წლის განმავლობაში არაფერი შესრულებულა?

– გეტყვით, რაში გამოიხატება ჩვენი მოთხოვნის მთელი კვინტესენცია: „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ აყვავებული ქვეყანა დაახვედრა ივანიშვილს, ივანიშვილი ამბობს,რომ არც ხალხს დაპირდა, ის შეასრულა, ამ დროს ხალხი ფიქრობს, რომ საქმე ისე არაა, როგორც პირველ და მეორე ხელისუფლებას ჰგონია.

 – თქვენ ხალხის ხმა ხართ?

– არა ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სწორია თუ არა „ნაცმოძრაობა“ როცა ამბობს,რომ აყვავებული ქვეყანა დატოვა, ასევე სწორია, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ყველა დანაპურები შეასრულა, თუ ხალხი ტყუის, როცა ამბობს, ბატონებო, თქვენ თვითკმაყოფილები ხართ და ჩვენს სასიკეთოდ არაფერი გაგიკეთებიათ, არც ერთ და არც მეორე ხელისუფლებასო.

 –  – რაღაც სასამართლოს მსგავსის მოწყობას აპირებთ?

– დავაკონკრეტებ: შევიკრიბებით სახელმწიფო კაცები 50 მაინც, რომლებსაც ქვეყნის10458322_675369219198464_8459747480585410181_n ღალატი არასდროს გაუვლიათ. ღვთის წყალობით, ასეთი ადამიანები არიან და ესენი იქნებიან კულტურის, მეცნიერების წარმომადგენლები. შესაძლოა, მერაბ ბერძენიშვილის სახლიდან იყოს პირდაპირი სატელევიზიო გადაცემა, რომ მთელმა საქართველომ მოისმინოს . დავუსვამთ შეკითვას დღევანდელ ხელისუფლებას და გვიპასუხოს,  გვყავს გუნდი, რომელმაც დეკლარაციაზე იმუშავა და სექტემბრიდან გავაქტიურდებით.

 – ანუ პოლიტიკურ მოძრაობას იწყებთ?

– არავითარი პოლიტიკური მოძრაობა. ეს პროცესია მსოფლიოში აპრობირებული წესების მიხედვით, ხელისუფლებამ ანგარიში უნდა ჩაგვაბაროს, თუ ღირსეული ხელისუფლებაა, გამოაცხადოს რეფერენდუმი და გამოჩნდება, ენდობა თუ არა ხალხი. თუ ხელისუფლება უნდობლობას გამოუცხადებს. მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, მერობაზე კენჭს რომ ვიყრიდი, ქუთაისელებს ვეუბნებოდი, რომ 2 წლის შემდეგ რეფერენდუმს ჩავატარებ და რასაც გპირდებით, თუ ვერ შევასრულე, გადავდგები მეთქი.

ჩემთვის კატასტროფა ისაა, რაც დღეს პარლამენტში ხდება. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან სწორ შეფასებას აძლევს „ნაცმოძრაობას“ და როცა პარლამენტში ასეთი დანაშაულებრივი პარტიაა, რატომ არ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები?

 – ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. მაის მოლოდინი არავის არ უნდა ჰქონდეს. გამოდის, რომ სექტემბრიდან დესტრუქციას იწყებთ?

– არა, აბსოლუტურად მშვიდობიანი ღონისძიებაა.

 – ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე კოალიციაში რომ შეეყვანეთ, არ დაუპირისპირდებოდით?

– ბატონ ბიძინას კოალიციაში შესვლას არ ვაპირებდი , როგორც თავში გითხარით, მისი პროგრამა მომეწონა და მხარი იმიტომ დავუჭირე. სხვათა შორის, მან თქვა, ხელისუფლების საქმე არაა სამუშაო ადგილების შექმნაო, ხელისუფლების საქმეა კონკურენტული გარემოს შექმნაო. კონკურენტული გარემოა, როცა ნათესავებსა და ახლობლებს უქმნი სასათბურე პირობებს? ხშირად ვახსენებ დავით აღმაშენებელს, როელსაც უნიკალური ფორმულა ჰქონდა და დღეს მსოფლიო დავით აღმაშენებლის ფორმულით მუშაობს. დავითმა თქვა: ვუჭერ მხარს ძლიერს, დავიცავ სუსტს! აი, ესაა ხელისუფალი.

ბოლო დროს ნინო ბურჯანაძის იდეოლოგიას არ იზიარებდით და ხშირადაც აკრიტიკებდით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქუთაისის მერობის კანდიდატად სწორედ ბურჯანაძის პარტიამ წარმოგადგინათ, რატომ?

111კარგია, რომ ეს შეკითვა დამისვით.  პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს და ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს. მე, როგორც „თეთრების“ ლიდერს, მინდოდა კენჭი მეყარა ჩემი პარტიიდან. მაგრამ არა იმ მიზნით, რომ საკრებულოში პარტია შესულიყო. თუ ამირჩევდნენ, ვიქნებოდი ხალხის წარმომადგენელი  და არა – რომელიმე პარტიის, ვიქნებოდი დიდი ეროვნული შემოძახილი ქუთაისიდან და სერიოზული პოლიტიკური პროცესები დაიწყებოდა. 2-3 თვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ჩემს ქებას დაიწყებდნებნ და იტყოდნენ, თურმე რამდენის გაკეთება შეიძლებაო.  ნამდვილად არ მინდა ვთქვა, რომ ამის შეეშინდათ, და ამიტომ მექმნება პრობლემები არჩევნების დროს.

გეტყვით, თუ როგორ აღმოვჩნდი ბურჯანაძესთან. რადგან თქვენს გაზეთს დიდი და მოაზროვნე მკითხველი ჰყავს და მინდა იცოდნენ: 27300 ხელმოერა წარვადგინეთ საარჩევნო კომისიაში. ერთ კვირაში მირეკავენ და 500 ხმა გაკლიათო, მეუბნებიან, 2 დღე გეძლევათ კორექტივების შესატანადო. ეს ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა გაიგო და ძალიან შეწუხდა. შეიკრება „სახალხო კრება“ და გადაწყდა,  კენჭი ნინო ბურჯანაძის პარტიიდან მეყარა.

 – ბურჯანაძემ, როგორც ვიცი, არჩევნები არ დაგიფინანსათ…

– პატარა გაზეთი, რაც გამოვუშვი, ჩემი სახსრებით გავაკეთე და არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თუ რატომ არ დახარჯეს თანხა. თუმცა  ვთვლი, რომ ცოტა მეტი თანხა რომ დახარჯულიყო ქუთაისში, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებდით, ვერ ვიყიდე დრო ტელევიზიით. რაც პრაქტიკულად კატასტროფა იყო. ზუსტად ვიცი, „ნაცმოძრაობას“ 100-150 ლარი დაუჯდა ერთი ხმა. ქართულ ოცნებას ცოტა ნაკლები, სულ გარიგებებით კეთდებოდა ყველაფერი.

 – ბურჯანაძის პარტია თუ დაუჭერს მხარს თქვენს საშემოდგომო ანგარიშს?

– არ ვიცი, ვინც დაუჭერს, მოვიდეს. ეს არც პარტიაა, არც მოძრაობა – აქ წერია – დიდი მადლობა ყველა პარტიას, რომელიც შემოგვიერთდება

– ბატონო თემურ, ხშირად დადიხართ ევროპაში, უკრაინაში.ამბობთ, რომ უკრაინას ეროვნული მთავრობა არ მართავს და უკრაინა დაიშლება… ამ განცხადებას რის საფუძველზე აკეთებთ?

– ისეთი ქვეყანა, როგორიცაა უკრაინა, რესურსებით, ტვინიანი ხალხით, კარგი ტრადიციებით და კულტურით, არ აწყობს არც პოლონეთს, არც უნგრეთს, არც საფრანგეთს, არც გერმანიას, არც რუსეთს, არც აშშს.

თქვენი ნათქვამიდან გამოდის რომ მსოფლიო შეთქმულებაა უკრაინის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ზუსტად ამას ამბობს პუტინიც.

– და მერე, სწორს არ ამბობს?! ვამბობ ერთს – ყველას უნდა ეშინოდეს დახურული რუსეთის, რასაც ახლა დასავლეთი რუსეთს უკეთებს ვითომ სანქციებით, რომ ზღუდავს, ამის გაკეთება არ შეიძლება. რუსეთთან არც იარაღით ომი შეიძლება და არც – სანქციებით.

თქვენს ინტერვიუებში  იმეორებთ, რომ მასონური სექტები მართავენ ევროპას, აშშს საქართველოს და ბევრ სხვა ქვეყანას. რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ დასკვნას?

– გაზეთებში წერია ყველაფერი. 300-თა კომიტეტზე არაფერი წაგიკითხავთ? არ გსმენიათ. რუსეთსაც მართავენ მასონები, ან ცდილობენ მართონ, მაგრამ პუტინი არ აძლევს ამის საშუალებას. საქართველოზე ვილაპარაკოთ. რა გვაქვს – პოლიტიკური გარემო დამანგრეველია. ამ სექტებმა ყველა ქვეყანაში, სადაც ხელი მიუწვდებათ მილიარდერები მიიყვანეს ქვეყნის სათავეში. ჩვენ გვინდა გავარკვიოთ. რა ხდება, იქნებ ხალხი ცდება  და იქნებ, ხელისუფლებაა მართალი? შემოდგომაზე ყველაფერ ამას ნათელი მოეფინება.

 – კარგი… თქვენი ნება რომ იყოს, როგორ საქართველოს შექმნიდით?

ვფიქრობ , საქართველოს არჩევანი ევროკავშირი კი არა, შვეიცარიული მოდელი უნდა იყოს, ანუ ნეიტრალიტეტი,

 – შვეიცარიის გარშემო მოცილე სახელმწიფოები არ არის და ევროპის ყველა სახელმწიფო შვეიცარიის ნეიტრალიტეტს იცავს. ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ შვეიცარიაში არის ბანკები. ამ ბანკებში ყველა დანარჩენი ქვეყნის ფინანსებია. შვეიცარიის მყარი ეკონომიკის საფუძველი ბანკები და მეტნაკლებად ალპებიცაა. საქართველოს გარშემოა სომხეთი, რომელიც ტერიტორიებს და ეკლესიებს გვეცილება, აზერბაიჯანი, რომელსაც პრეტენზია აქვს  დავით გარეჯის ნაწილზე და რუსეთი, თურქეთზეც  იგივეს თქმა შეიძლება. ასეთ პირობებში ნეიტრალიტეტი როგორ წარმოგიდგენიათ?

– თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, შვეიცარიული მოდელი იმას ნიშნავს,რ ომ  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. თურქმენეთს ხომ მისცა ნეიტრალური სტატუსი, საქართველომ ნეიტალური სახელმწიფოს სტატუსი რომ მოიპოვოს, ქვეყნის  სათავეში სულ მცირე, დავით აღმაშენებლის რანგის პოლიტიკოსი უნდა იყოს.

ევროკავშირში რომ შევიდეთ, (კიდევ კარგი, ჯერ არ ვართ წევრი) იცით, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც ჭამენ ერთმანეთს?! ევროკავშირს მომავალი არ აქვს.

 – მომავალი პუტინის რუსეთს აქვს?

– რუსეთთან ომი არ შეიძლება, ყველა , ვინც რუსეთთან ომს იწყებს, ებრძვის საკუთარ ქვეყანას და ეს ევროპაშიც კარგად იციან.

 – პუტინის ასე რატომ გეშინიათ?

– მე პირადად არ მეშინია. მე მეშინია,საქართველოსთვის არ გავაკეთოთ ცუდი. უახლოეს ხანში ნახავთ, რომ იმას, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან, კატასტროფაა. ამ ბოლო ხანებში ბალტიისპორეთში ვიყავი და გთხოვთ, სიტყვა-სიტყვით  დაწეროთ, რასაც გეტყვით – ესტონეთის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა:დეპრესიაშია ქვეყანა, ახალგაზრდები მიდიან, ეკონომიკა უმძიმედ პირობებშიაო. უნგრეთში ვიყავი და იქაც კატასტროფულ მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა. მოლდოვამ თავისი კონსტიტუციიდან ამოიღო დედა მამა და ახლა ქვია ერთ-ერთი მშობელი, ტირიან მოლდაველები.

7 ათას ქართველს შევხვდი დასავლეთში, ისეთ რამეებს ყვებიან, გავოგნდი. ყველა ამ ადამიანის აზრი გადავიტანე ქარალდზე და დოკუმენტად ჩამოვაყალიბე.

 – 7 ათას ადამიანს ცალ-ცალკე მოუსმინეთ და მათი ნაამბობი ფურცელზე გადაიტანეთ. ეს რა დროში მოახერხეთ?

– დიახ, ცალ-ცალკე შევხვდი, 7 ათას ადამიანს მოვუსმინე და ქაღალდზე გადავიტანე ერთ თვეში გავაკეთე და მეტსაც გეტყვით, მომისმინეთ, არ გამაწყვეტინოთ

გისმენთ ყურადღებით!

– როცა უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით 28 ქვეყნის ელჩი შეიკრიბა, აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩე კოტე ზალდასტანიშვილს, რომელმაც მომცა საშუალება, ამ ლჩებს ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გავსაუბრებოდი. ამ ელჩებმა ტრიბუნიდან თქვეს სხვა, და პირად ურთიერთობებში სულ სხვა. ანუ აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რაც ოფიციალურად განაცხადეს ევროკავშირის ელჩებმა ჩემთან, პირად საუბრებში ასეთი რამ განაცხადეს: ბედნიერები ვიქნებით, რომ ჩვენს ქვეყნებში ისეთივე პოლიტიკა იყოს, როგორსაც პუტინი ატარებს თავის ქვეყანაში და ეს ეხება ორ რამეს, აშშ-სთან ურთიერთობას და ერთსქესიანთა ქორწინებასო. პუტინი სტალინის შემდეგ ერთადერთია ვინც აშშ-ს დაუპირისპირდა და ფეხქვეშ არ გაეგო თეთრ სახლსო . მის გარდა ეს ვერავინ გაბედაო. ასეთი საუბრები მქონდა ევროკავშირის ელჩებთან. მათ სურთ პუტინისნაირი ვინმე გამოჩნდეს ევროპაში, პუტინი უნდათ პრეზიდენტად.

თქვენ რატომ გძულთ აშშ?

– მე მძულს? არ ვიცი, რატომ ხართ ან როდიდან ჟურნალისტიკაში. მე რომ ქუთაისის მერი ვიყავი, ქუთაისს „შაშინგტონს“ ეძახდნენ. მე მიყვარს აშშ და ევროპა, მაგრამ გეუბნებით – იმ მთავრობებს, რომლებიც ევროპაშია, სძულთ ამერიკელები და პუტინი უნდათ პრეზიდენტად. პუტინი წავიდა მზაკვრული გზით და დაუპირისპირდა აშშ – ს.  სულ ახლახანს ბრაზილიის ელჩი გამოვიდა და თქვა ჩვენ ასე არ ვათარეშებთ თეთრ სახლს. მსოფლიო ორპოლუსიანი უნდა გახდესო, ახალი გაერთიანება, რომელსაც „ბრიკი“ (ბრაზილია, რუსეთი ჩინეთი, ინდოეთი ) ერქმევა. უკვე დაწყებულია და რუსეთი ამ ხალხის სათავეში იქნება 15 -20 წელიწადში, ამ ქვეყნების ერთიანი ეროვნული პროდუქტი იქნება 89% . წარმოგიდგენიათ, რა სიძლიერის ქვეყანა იქნება?

 – ამხელა ფანტაზიის უნარი არ მაქვს, რომ ეს წარმოვიდგინო, მაგრამ ის, რომ 1 ოქტომბრიდან თქვენ და თქვენი დიდი სამეგობრო პარტიები დესტაბილიზაციის დაწყებას აპირებთ, ვხვდები, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ რამე მოახერხოთ.

– ჟურნალისტი ხართ, თუ მოგზავნილი?! ქალბატონი ხართ, არ მინდა გაკადროთ!

 – მაკადრეთ, არ მეწყინება…

დუმილი

 

მიუხედავად მცირედი შეკამათებისა, (ინტერვიუს მსვლელობის დროსაც გვქონდამსგავსი ინცინდენტები), რა თქმა უნდა, კოაბიტაციის პრინციპიდან გამომდიბარე, მშვიდობიანად ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს და იმედი მაქვს კიდევ არაერთხელ მექნება ინტერვიუ ბატონ თემურთან ეხლა კი მოუთმენლად ველი „სახალხო სასამართლოს“ … რატომ ველი ეს გამოვა დაუვიწყარი სანახაობა, რომლისაც შეიძლება ჰოლივუდსაც შეშურდეს…

 

-ესაუბრა მარიკა კახაძე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *