(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: ნულოვან აუქციონზე გაყიდული საქართველოს მეპატრონეები არიან ღაჭავა-კოდუები და მათი მსგავსნი!

„რატომღაც ერთხელ თქვა ბადრი პატარკაციშვილმა და ეს ფრაზა გამახსენდა მეც, ასეთი უტიფარი ადამიანის მნახველი არ ვარო და ვეთანხმები. მსგავსი უტიფარი, როგორც მიხეილ სააკაშვილია, მე ჯერ არ მინახავს… კოდუაზე კი რა გითხრათ?! არც მინდა მასზე ბევრი საუბარი, მის ოჯახზე კარგად იცით ქუთაისიდან ამბები, თუ რა კავშირები ჰქონდა ლაურა ღაჭავას დანაშაულებრივ წრეებთან, რომელსაც არასოდეს ვიღებდი და მისაღებიდან ვაბრუნებდი. აეროპორტის უფროსის, ჩაჩხიანის გატაცების საქმეც საკმარისია გასახსენებლად და ამ ოჯახზე წარმოდგენის შესაქმნელად. მე არასოდეს შევხვედრივარ ლაურა ღაჭავას, რადგან ეს იყო ბანდიტური ოჯახი. ქურდების საშუალებით გაიტაცეს მაშინ აეროპორტის უფროსი და ამის შემდეგ რაზე უნდა ვილაპარაკო?! შევარდნაძის სახელით საუბრობდა სულ და შემოდიოდა ბიზნესში. ნულოვან აუქციონზე გაყიდული საქართველოს მეპატრონეები არიან ღაჭავა-კოდუები და მათი მსგავსნი, დღეს კი მის შვილს უნდოდა, ბადრი პატარკაციშვილი სულელად წარმოეჩინა. ამ გამოსვლით ერეკლე კოდუამ თავი მოიჭრა, რადგან იშვიათად მინახავს ადამიანი, როგორიც პატარკაციშვილი იყო, კოდუასნაირი უსირცხვილო კი, სამწუხაროდ, ბევრი შემხვედრია!” – განაცხადა შაშიაშვილმა.




