(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლების მუდმივად მაკრიტიკებელი ძალები, ქვეყანაზე მეტად, საკუთარ სკამებზე ფიქრობენ!

პარტია „თეთრების” ლიდრი, თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ „ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური – ხელისუფლების მუდმივად მაკრიტიკებელი ძალები, ქვეყანაზე მეტად, საკუთარ სკამებზე ფიქრობენ.”
„ადამიანები, რომლებსაც არასდროს, არაფერი უკეთებიათ, რეალურად არც ერთ თანამდებობაზე არ ყოფილან, ხალხს არ უნახას, იმ დროს გამოდიან არენაზე , როცა ხელისუფლებას უჭირს. ისინი, ბევრად უფრი საშიშები არიან, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა”.
დღეს, „ნაციონალურ მოძრაობაზე” ხალხს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და ყველამ იცის, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას” მომავალი ექნება ქვეყანაში, მაშინ საქართველო დასრულდება.
ბიძინა ივანიშვილმა, სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ისეთი პოლიტიკური ძალები დააფინანსა, რომელბიც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველები არიან. არავინ არ უნდა დაეფინანსებინა მას, ყველასთვის ერთნაირი სასტარტო პირობები უნდა მიეცა!”-განცხადა თემურ შაშიაშვილმა დღეს, „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრეკსონფერენციზე.
Facebook Comments




