(geworld.ge)უკრაინა 2014: სახელმწიფო გადატრიალების ტექნიკა შარპის მიხედვით

2014 წლის 22 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალებამ უკრაინაში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ძალაუფლებას ჩამოაცილა და კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები დაინტერესებულები არიან, თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარონ კიევი. ეს ერთი. მეორე დასკვნა კი ისაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროების გადანაწილება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. რუსეთის შემადგენლობაში ყირიმისა და სევასტოპოლის გადასვლა (სახალხო რეფერენდუმის შედეგად), რომელიც 16 მარტს განხორციელდა, მხოლოდ დასაწყისია ხანგრძლივი და რთული გზის, რომლის გავლაც მოუწევს რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ამერიკელი პოლიტოლოგის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის პროფესორის _ ს. უაისმანის აზრით, «ევრომაიდანი» დადგმული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისდამი დაქვემდებარებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფონდების, მათ შორის, სოროსის ფონდის ძალებით.»

კიევის სახელმწიფო გადატრიალების ძირითად კოორდინატორებად ასახელებენევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს _ვიქტორია ნულანდს და აშშის ელჩს უკრაინაში _ ჯონ ჰაიეტს.

გადატრიალებას ხელს უწყობდნენ უკრაინელი მილიარდერები: პოროშენკო, ტარუტა, ფირტაში, პინჩუკი და კოლომოისკი, რომლებიც აფინანსებდნენ უშუალოდ «მაიდანს». ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისინი «ქვეყანაზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ მხოლოდ საკუთარი ფინანსების გადარჩენით იყვნენ დაკავებულნი». უზარმაზარი ქონების გარდა, ეს მილიარდერები უკრაინის ყველაზე უფრო გავლენიანი მედიასაშუალებების ფაქტობრივი მფლობელები არიან.

 

გადატრიალებისთვის ბიძგის მიმცემი იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ «ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებაზე» ხელმოწერის გადავადება.

 

ფსონი წარმოუდგენლად მაღალი იყო, თანაც არა მარტო უკრაინის ეკონომიკისთვის, არამედ საბაჟო კავშირში გაერთიანებული ქვეყნებისთვის, უმთავრესად კი _ რუსეთისთვის, რომლის წილად უკრაინის საგარეო ბრუნვის 26,6 პროცენტი მოდის. უკრაინა და რუსეთი აღმოჩნდნენ იმპორტის მასობრივი ჩანაცვლების ზღურბლზე, რომელსაც მრეწველობის ნარჩენების განადგურება შეეძლო. ამ სიტუაციას ასე აფასებს ევროკომისიის წევრი შ. ფულე: «საბაჟო კავშირის წევრობა შეუთავსებელია თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავებული და ყოვლისმომცველი ზონის შექმნასთან, რომლის შესახებ მოლაპარაკებასაც ვაწარმოებთ უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსა და სომხეთთან… შეუძლებელია საბაჟო ტარიფების შემცირება ამ შეთანხმების მიხედვით და თან მათი გაძვირება საბაჟო კავშირის წევრობის გამო».

 

საკმაოდ ჩახლართული განმარტებაა, რომლის არსი შემდეგია: შეუთავსებლის შეთავსება არ გამოვა!

 

ტრაგედიის ქრონოლოგია

 

იანუკოვიჩის დამხობა ორ ეტაპად განხორციელდაპირობითად, «არაძალადობრივი» და «ძალადობრივი» გზებითსახელმწიფო გადატრიალებისასეთმა შერეულმა მოდელმა გაამართლა არაბული გაზაფხულის დროს.

 ტაქტიკური თვალსაზრისით, მეორე ეტაპზე ძალადობრივი სცენარის გამოყენება გამართლებულად არის მიჩნეული, როცა იგი მიმართულია ისეთი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც გამოამჟღავნა სისუსტე წესრიგის ძალით დამყარების საქმეში. სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი კიევში რეჟიმის შეცვლის სტრატეგიის შემუშავების დროს.

 არაძალადობრივ ეტაპზე გამპროტესტებელთა მობილიზაციისთვის გამოიყენეს ტექნოლოგიები, რომელთა ეფექტიანობა წინამორბედ მოვლენებში სრულად იყო დამტკიცებული. ამ დროს ტრადიციულ მასმედიასთან ერთად განსაკუთრებული როლი ენიჭება სოციალურ ქსელებს და ინტერნეტტელევიზიას.

2013 წლის 21 ნოემბერს კიევში იწყება მრავალთვიანი საპროტესტო აქცია, რომელიც ჯონ შარპის ნაშრომში  «არაძალადობრივი მოქმედების 198 მეთოდი»  48-ე ნომრითაა ჩაწერილი _ «საპროტესტო მიტინგები». ხალხის ორგანიზებას სათავეში ედგა ჟურნალისტი მ. ნეიმანი «ფეისბუქის» თავისი აკაუნტის მეშვეობით. მისი ერთ-ერთი მოწოდებიდან ერთ საათში კიევის ცენტრში 2000 ადამიანი შეიკრიბა.

30 ნოემბერს ხელისუფლება მომიტინგეთა დაშლას გაუბედავად შეეცადა.

 იანუკოვიჩისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები ზომიერ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებად იყოფა: პირველნი უკვე ითხოვენ არა მარტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, არამედ პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას; მეორენი _ «მარჯვენა სექტორი» _ «ეროვნული რევოლუციისკენ» მოუწოდებენ ხალხს: «უკრაინა უკრაინელებისთვის».

2013 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში იწყება უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობების ბლოკირება, ოპოზიცია ხელთ იგდებს კიევის ქალაქის ადმინისტრაციის შენობას, რაც სრულად ეთანხმება შარპის 172-ე, 173-ე, 176-ე და 183-ე მეთოდებს «არაძალადობრივი ბლოკირების», «არაძალადობრივი ოკუპაციის», «გზების ბლოკირების», «მიწის არაძალადობრივად ხელში ჩაგდების» შესახებ.

გადატრიალების გარდამტეხ მომენტად ითვლება 2014 წლის 12 იანვარი, როცა კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა ე. წ. სახალხო ვეჩე, რომელსაც სხვადასხვა გათვლით 100 ათასამდე მომიტინგე დაესწრო.  ორგანიზატორები თავს «პარალელურ მთავრობად» აცხადებენ. ეს მეთოდი შარპის «სახელმძღვანელოში» 198-ე ნომრად ზის.

სახელმწიფოს  მეთაურის _ მეჟიგორიეს რეზიდენციასთან ყოველდღიურად იმართება «ავტომაიდანის» მონაწილეთა მიტინგები _ მეთოდი #48 _ «ავტოკოლონები».

ძალადობრივი ეტაპი

ოპოზიციის მისწრაფებას ქუჩის შეიარაღებული ბრძოლებისკენ უკრაინის არმიის სავალალო მდგომარეობაც აძლიერებს. პრეზიდენტი იანუკოვიჩი ვერ ბედავს შეიარაღებული ძალების გამოყენებას _ დასავლეთის მხრიდან გაკიცხვის ეშინია, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ეჭვი ეპარება არმიის ლოიალობაში… სახელმწიფოს მეთაურის მიმართ ნდობის ფაქტორი ნულამდე ეცემა. იანუკოვიჩი მოწინააღმდეგეებს ძალაუფლებას თანდათან უთმობს.

19-დან 22 იანვრამდე სისხლისღვრა ბარიკადებზე ნორმად იქცევა. ათობით ადამიანი იღუპება ექსტრემისტებთან დაპირისპირებისას.

იანუკოვიჩს ზურგს აქცევს სამღვდელოებაც: სრულიად უკრაინისა და კიევის პატრიარქი ფილარეტი უარს ამბობს «დამსახურებისთვის» პირველი ხარისხის ორდენის მიღებაზე…შარპის მიხედვითსამღვდელოების მოქმედება შეიძლება დახასიათდესროგორც«პატივის მიგებაზე უარის თქმა» (არაძალადობრივი მოქმედების 53- მეთოდი).

28 იანვარს ნ. აზაროვის დემორალიზებული მთავრობა გადადგა. იანუკოვიჩმა მიიღო ეს გადადგომა და ოპოზიციას შესთავაზა ადგილები მთავრობაში. ამით მან თავის პოლიტიკურ კარიერას, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა.

შემდეგ ყველაფერი სცენარის მიხედვით წარიმართა: მსხვერპლი, ძალადობა და ცეცხლწაკიდებული შენობებისა და ავტომანქანების სიმრავლე. უკრაინის რეგიონებში ოპოზიციურად განწყობილი ძალები ადგილობრივი მმართველობის სახელმწიფო ორგანოებს ხელთ იგდებენ. დედაქალაქში ერთი ღამის განმავლობაში 25 კაცს კლავენ.

ოპოზიციის ლიდერებთან კლიჩკოსთან (პარტია «უდარი»), იაცენიუკთან («ბატკივშჩინა») და ტიაგნიბოკთან («სვობოდა») შეთანხმებით იანუკოვიჩი ხელს აწერს დოკუმენტს «უკაინაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შესახებ».

ეს ხდება 21 თებერვალს.

იანუკოვიჩის მხრიდან ეს განწირული კაცის ნაბიჯი იყო _ ოპოზიციასთან ძალაუფლების გაყოფის გზით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა.

ფინალი ცნობილია.

საქმეში ერთვება უკრაინული გადატრიალების დამრტყმელი ძალა _ «მარჯვენა სექტორი» იაროშის მეთაურობით. იანუკოვიჩი კიევიდან გარბის.

22 თებერვალს უმაღლესი რადა იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც ლაპარაკია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური უფლებამოსილების საკუთარი ნებით დათმობისა და 2014 წლის მაისში ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ხელისუფლების სათავეში «მარჯვენა სექტორის» ექსტრემისტების მოსვლის კვალად აქტიურდება რუსოფობიური და ანტისემიტური განწყობილებები. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთს გადაუვლის ამბოხების ტალღა…

რას ამბობს საერთაშორისო სამართალი

ამ სიტუაციაში ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლალოგიკური და კანონიერი ჩანს… ცნობილი ფრანგი ეკონომისტი საპირი«ფრანს-2»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: «უნდა ვიცოდეთრომსაერთაშორისო სამართალში არსებობს ორიურთიერთსაწინააღმდეგო პრინციპი:საზღვრების ხელუხლებლობის პრინციპი და ერთა თვითგამორკვევის უფლება.პრობლემა ისაარომ ერთადერთ გადაწყვეტილებად მიჩნეულია კანონიერებაქვეყნის შიგნითმაგრამ 22 თებერვლიდან უკრაინაში არ არის კონსტიტუციურიმონაცვლეობაესსხვათა შორისაღიარეს ევროპულმა ქვეყნებმა და აშშმა,რომლებმაც უკრაინის მოვლენებს თვითონ უწოდეს რევოლუციარევოლუცია კინიშნავს კონსტიტუციური მონაცვლეობის დასასრულსამ თვალთახედვითჩვენუკვე აღარ შეგვიძლია ვთქვათარის თუ არა რეფერენდუმი კანონიერი თუარაკანონიერიამიტომ უნდა ვაღიაროთრომ ამგვარ სიტუაციაში მისაღებიამხოლოდ ხალხთა უფლება თვითგამორკვევაზე».

… ვაშინგტონიდან და ევროპის დედაქალაქებიდან მოსკოვს თავზე დააყარეს სანქციები, მათ შორის, _ სიები ზოგიერთი ჩინოვნიკის ნონ გრატად გამოცხადების, «დიდი რვიანიდან» რუსეთის გარიცხვის, რუსეთის ბანკებისთვის აქტივებისა და საკრედიტო ხაზების გაყინვის შესახებ. ყველაფერი ხორციელდება ჯ. შარპის მეთოდური სახელმძღვანელოს ნორმებთან შესაბამისად. კერძოდ, 93-ე ნორმის _ «შავი სიები», 157-ე _ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვა, 89-ე _ ფონდებისა და კრედიტების შეზღუდვა.

უკრაინის მოვლენები ადასტურებს: ამერიკელი პოლიტტექნოლოგები საბოლოოდ გადადიან სახელმწიფო გადატრიალებების შერეულ სქემაზე, რომლის მიხედვით, ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდები ხშირად სისხლიან შეტაკებებად და სამოქალაქო ომებადაც კი ტრანსფორმირდება.

მაგალითები თვალწინაა: კონფლიქტები ლიბიაში, სირიაში და პერმანენტული ქაოსი ეგვიპტეში.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *