(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი `გიორგი მარგველაშვილი ბევრ დოკუმენტზე გრიფით `საიდუმლოს~ არ მოხსნის!”

 

ვისი მითითებებით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი

 

16პარტია `თეთრების~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ყოფილი ხელისუფლების პირველი პირების გასამართლებას მხარს უჭერს. ამასთან, მიაჩნია რომ პრემიერმა და მინისტრებმა წარსულზე არ უნდა ილაპარაკონ. ვინ უნდა მოჰკითხოს ძველ ხელისუფლებას ცოდვები, რა ევალება ირაკლი ღარიბაშვილს, ვის დავალებას ასრულებს გიორგი მარგველაშვილი _ ამ თემებზე `თეთრების~ ლიდერი `ახალ თაობას~ ესაუბრება.

თე¬მურ შაშიაშვილი:

_ დღეს მთელი მთავრობა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობს. ნაცმოძრაობა დამნაშავე და ბოროტი ძალა რომ იყო, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ამიტომ ვურჩიეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდოდა, საერთაშორისო დონის სპეციალისტები მოეწვია,  რომლებიც სათანადოდ შეაფასებდნენ, რაც წინა მთავრობამ ჩაიდინა. ამის ანალიზი უკვე გაკეთებული აქვთ ქართველ მეცნიერებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ნაცმოძრაობამ ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყვეს. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ახალმა ხელისუფლებამ წარსულზე არ უნდა ილაპარაკოს.

_ რატომ არ უნდა ილაპარაკოს? თავად ამბობთ, წინა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყოო.

_ ეს საქმეები პროკურატურისა და სასამართლოს შესასწავლია, მთავრობის წევრები კი სამომავლო საქმეებით უნდა დაკავდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი მომავალზე უნდა ფიქრობდეს, სააკაშვილის ნამოქმედარის გაანალიზება და შეფასება მისი საქმე არ არის. ერთხელ შეიძლება რაღაცის თქმა, მაგრამ გამუდმებით ამ თემაზე საუბარი მიუღებელია. რაც შეეხება ნაცმოძრაობის გასამართლებას, მარტო ეს ძალა კი არა, აღორძინება და მოქალაქეთა კავშირიც უნდა გავასამართლოთ.

_ ისინი ხომ გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან?

_ გაქრნენ, მაგრამ მათი ნარჩენებისგან შეიქმნა ნაციონალური მოძრაობა. ამ პარტიების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს, რათა სხვა პარტიებს ასეთი თავხედობების კეთების სურვილი აღარ გაუჩნდეთ. 2 დღის წინ პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალე-ბი, თუ რაში ხარჯავდა მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ფულს. ეს ხომ უკანონობაა, მაგრამ გაცილებით დიდი უკანონობაა ის, რომ ამ მასალებს გრიფით `საიდუმლო~ ედო. როგორც უკვე გითხარით, მთავრობამ მომავალზე უნდა იფიქროს და ის საფრთხეები გააანალიზოს, რასაც სააკაშვილი საქართველოს უმზადებს. ახლა მას სა-ქართველოსა და უკრაინის ერთმანეთთან დაპირისპირება სურს. ასევე აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საქართველო და სომხეთი გადაკიდოს ერთმანეთს. აზერბაიჯანის მიმართულებითაც საკმაოდ სახიფათო განცხადებები გააკეთა. ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო რუსეთთან ისეთ ავანტიურაში შეითრიოს, როგორშიც თავად იყო შეთრეული. ეს კაცი გასასამართლებელია, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. `ქართული ოცნება~, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სხვა დაპირებებითაც მოვიდა და ისინიც უნდა შეასრულონ.

_ თუმცა მთავარი დაპირება და ხალხის უმთავრესი მოთხოვნაც სამართლიანობის აღდგენა იყო.

_ კი ბატონო, მაგრამ სხვა დაპირებებიც ხომ იყო. ისინი უდიდესი დაპირებებით და ძალიან კარგი პროგრამით მოვიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ამ პროგრამებს უნდა ასრულებდეს და წარსულზე ხმას არ იღებდეს. წარსული პროკურატურისა და სასამართლოს საქმეა. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება წინამორბედის ტრადიციას აგრძელებს. ყველას ამრეზით უყურებენ და განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურთ. ბიძინა ივანიშვილი ისე წავიდა პოლიტიკიდან, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ შეხვედრია. იმ პარტიებს, რომლებზეც მითითება ჰქონდა, მილიონები დაურიგა, დანარჩენები კი გალანძღა. მას შეიძლება რომელიმე პარტია არ მოსწონს, მაგრამ იმ ხალხს უნდა სცეს პატივი, რომლებიც ამ პარტიების მხარდამჭერები არიან. გვეუბნებიან პროფესიონალებს სანთლით ვეძებთო. საქართველო გატე¬ნილია პროფესიონალებით და თუ მართლა უნდათ უპრობლემოდ იპოვიან. ხალხი მომავლით უნდა ავანთოთ, საქართველოში კი უიმედობაა გამეფებული. ცოტა ხნის წინ 22 წლის ბიჭმა ოთო გურგენაშვილმა დედაშვილი გადაარჩინა და თავად დაიღუპა. მის დაკრძალვაზე წავედი, მეგონა, მთელი საქართველო იქ დამხვდებოდა. მსოფლიოში ასე ფაქტებზე ფილმებს იღებენ. მის დაკრძალვაზე კი ცოტა ხალხი მოვიდა, არც ტელევიზიები ჩანდნენ სადმე. ამ ბიჭზე არაფერი თქვეს სამაგიეროდ სულ ბანდიტები არიან ეთერში. სადაც გადართავ, ყველგან სააკაშვილი და მისი ხალხია. ეგენი თუ არ ჩანან, მაშინ თურქული სერიალებია. გამოათაყვანეს ხალხი. ეს უბედურება არ გვეყოფოდა. ახლა კიდევ ეს კაზანტიპი დაგვემატა. ამ რაღაც უბედურებას ყირიმელი კაზაკები წელიწადში ერთხელ ატარებენ, სადაც არაფერზე უარის თქმა არ შეიძლება.

_ რას ნიშნავს არაფერზე უარის თქმა არ შეიძლება?

_ როგორც ყირიმელმა კაზაკებმა ამიხსნეს, კაზანტიპის დროს კაცი კაცთან რომ მივიდეს, რაღაც უნდა გიქნაო, მას უარის თქმის უფლება არა აქვს. ასეთი საშინელებაა ეგ კაზანტიპი. ეკლესია, ბუნებრივია, ამის წინააღმდეგია. ამის გამო მათ ბნელებს უწოდებენ და იმ ხალხს მიიჩნევენ პროგრესულად, ვინც ამ საშინელების ჩატარებას უჭერს მხარს. ასეთი რამის გაკეთება მარიამობის მარხვაში ვის გაუგია, ხალხო? ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან რეაქცია არ არის.

_ ხელისუფლების დუმილს რითი ხსნით?

_ მათ ეშინიათ, ვიღაცამ ადამიანის უფლებების დარღვევა არ დასდოს ბრალად. რა საერთო აქვს ამ გარყვნილებასთან ადამიანის უფლებებს? ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ უკრაინელ კაზაკებს და ისინი უკეთესად აგიხსნიან, რასთან გვაქვს საქმე. ესენი სექტაზე უარესები არიან, პროგრესულობაზე გვესაუბრებიან და ამ დროს სერიალებით ათაყვანებენ ხალხს. იმ სერიალებს, რომლებსაც ჩვენი ტელევიზიები უშვებენ, თავად თურქებიც კი არ უყურებენ. ეს სერიალები თურქებმა უფასოდ მისცეს ჩვენს ტელევიზიებს. თანამედროვე მსოფლიო სერიალებს არ ცნობს. ხალხს სამუშაო ადგილების ნაცვლად სერიალებსა და კაზანტიპს სთავაზობენ. ეს არის საქართველოზე ფიქრი? სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურს. პუტინიც კი ხვდება არასამთავრო¬ბო¬ებსა და პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს.

_ არასამთავრობოებს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხვდებიან.

_ მერე, რომელ არასამთავრობოებს ხვდებიან, რომლებიც დასავლეთიდან ფი-ნანსდებიან? ამიხსენით, რას ნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი ორგანიზაცია. სად გაგონილა, რჩევებს ახალგაზრდა იურისტებს ეკითხებოდნენ. აქ კიდევ რა ხდება? ყველაფერზე მაგათ მიმართავენ კომენტარისთვის. დაინტერესებულა ვინმე, რამდენი მილიონია გამოყოფილი მათ დასაფინანსებლად? ათეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი. მინდა, მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო, შეისწავლონ, ვინ და რა მიზნებით აფინანსებს ამ ორგანიზაციებს. ამის იმედი ნაკლებად მაქვს, რადგანაც ხელისუფლება არასამთავრობოებიდან წამოსული ხალხით არის სავსე. ნაციონალების დროს პარლამენტის ლამის 100% თავისუფლების ინსტიტუტიდან წამოსული ხალხით იყო დაკომპლექტებული. ახლა პარლამენტის 70%-ს წარმოადგენენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენ¬ლე¬ბი. ცოლ-ქმარი უსუფაშვილიხიდაშელი კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან არიან. გულსატკენია, რომ ხელისუფლება ისევ ამათ უსმენს. 1 ოქტომბერს ხელისუფლე¬ბა¬ში `ქართული ოცნების~ მოსვლიდან 2 წელი გადის. ამ დროის მანძილზე ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. 1 ოქტომბერს ხელისუფლებას გაწეული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარება უნდა მოვთხოვოთ. ნაციონალები ამბობენ, აყვავებული ქვეყანა დავტოვეთო. ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ დანაპირები გადაჭარბებით შესრულდა. ქვეყანას კი არაფერი არ ეტყობა. მე ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან არ ვსაუბრობ და იმასაც ვაღიარებ, რომ ბევრი გაკეთდა. რაც ქვეყნისთვის საკმარისი არ არის. ბევრი საინტერესო პროექტი გამოიტანა მთავრობამ, მაგრამ ისინი ერთად, მწყობრად ჩამოყალიბებული არ არის. ქვეყ-ნის ფეხზე დაყენეას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სააკაშვილმა საკუთარ ხალხს გე-ნოციდი მოუწყო. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული. ეს ფაქტები წინ უნდა დავუდოთ მაკეინს.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ მაკეინმა არ იცის, რეალურად რა ხდებოდა საქართველოში?

_ მაკკეინმა ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ მისი და სხვა ლობისტებისთვის mccain3_1847ძალიან დი¬დი ფული იხარჯებოდა. გრიფით `საიდუმლო~ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეხსნა. ამიტომაც აქვთ ატეხილი დასავლეთში ასეთი ხმაური. აბა, ნახეთ, რა გამოსვლები აქვთ ნაციონალებს კიევში, უნდა ნახოთ, რაებს ლაპარაკობენ. უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს და მეკითხებიან, ხელისუფლება არ გყავთო? იმ დღეს დამირეკა ერთმა ახლობელმა და მითხრა, თქვენი პრემიერი მაკკეინს კი ნუ სცემს პასუხს, ნაციონალებს მიხედოს, რომლებმაც უკრაინის ტელევიზიები წალეკესო.

_ რას ამბობენ ამისთანას?

_ უკრაინასთან რომ ჩვენი დაპირისპირება სურთ, უკვე გითხარით. გამოდიან და გაიძახიან, როგორი აყვავებული ქვეყანა დატოვეს და როგორ გაანადგურეს ის ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა, ამტკიცებენ, რომ ისინი რუსეთის მხარეს არიან. მათ რომ მოუსმინო, იტყვი, საიდან გაჩნდნენ ეს წურბელები და მიზანთროპები. ვერაფრით ამიხსნია, რას ერჩიან ქვეყანას. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უყვართ, მაგრამ, შეიძლება, ამის გულისთვის მთელი ქვეყანა გაწირო? დღეს ისინი მთელ მსოფლიოს მოდებულები არიან და ამტკიცებენ, ცოტა ხანში ისევ მოვბრუნდებით ხელისუფლებაშიო.

_ ამის შანსები აქვთ?

_ არა. დაბრუნების შანსი რომ არა აქვთ, ამის შესახებ თავადაც ძალიან კარ-გად იციან, მაგრამ მაინც ლაპარაკობენ. ასეთი განცხადებები გარკვეულ გავლენას ახდენს. მაგალითად, უკრაინელი მეწარმეები იჯერებენ ამას და ისევ ნაციონალებთან იჭერენ საქმეს. მერე კითხულობს მაკკეინისა და სხვათა განცხადებებს და ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებაზე უარს ამბობს. ხალხი რომ ნახავს, მაკკეინის ჩამოსვლა რა დაჯდა საქართველოში, შეიძულებენ. მისი დანახვაც კი არ მოუნდებათ.

_ რა დაჯდა მისი ვიზიტი, ბატონო თემურ?

_ მალე გამოქვეყნდება ეს ინფორმაცია და ნახავთ, მაკკეინის ხსენებაც კი აღარ მოუნდებათ საქართველოში. შესაძლოა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ. თავად ამერიკელებს აქვთ თავის დროზე ნათქვამი: საქართველო, ამერიკაში დეპუტატებისა და ლობისტების მოსყიდვაში იმდენ ფულს ხარჯავს, რასაც ვერც ერთი ზემდიდარი პატარა ქვეყანა ვერ გააკეთებს. სამწუხაროდ, მოსყიდვაზე უარს არც მოქმედი ხელისუფლება ამბობს. ამჯერად საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაზეა. თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს დაინიშნა. ამ რიცვში რიგდება პენსიები და არჩევნების ჩატარება არაფრით არ შეიძ¬ლე¬ბა. მე, როგორც ყოფილი დეპუტატი, სადეპუტატო პენსიას ვიღებ და პენსია ყო¬ვე¬ლი თვის 15 რიცხვში მერიცხება. არჩევნების წინ კი 13 ივ¬ნისს ჩამერიცხა. შეტყობინე¬ბა სმს-ით მომივიდა ტელეფონზე, ვიფიქრე, რაღაც გაუგებრობაა, მაგრამ არჩევნების მეორე ტურზეც იგივე მოხდა. მეორე ტური 12 ივლისს ჩატარდა და პენსია 11 ივლისს ჩაირიცხა. აგვისტოში პენსია ამ რიცხვებში აღარ ჩარიცხულა. ეს მაფიქრებინებს, რომ ადგილი გვქონდა ამომრჩევლების ირიბ მოსყიდვასთან. არ მესმის, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება და რატომ აძლევს ნაციონალებს სალაპარაკოს. ნაციონალებს აკრიტიკებენ და თავადაც მათ გზას მიჰყვებიან. ასე არ შეიძლება. თუ ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ნაციონალებს საყვედურობდნენ, პოლიციური ქვეყანა გქონდა¬თო და თავადაც პოლიციურ სახელმწიფოს აშენე-ბენ.

_ ეს რით გამოიხატება?

_ თა¬ნამდებობებზე სულ უშიშროების, პროკურატურისა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლები მუშაობენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ შსს-შია ნამუშევარი და ის ამ დარგს ვერ გაუძღვება. მასთან ურთიერთობას მოერიდებიან ინვესტორები. ბიზნესს ყოფილი ძალოვნები არ უყვარს. ირაკლი ღარიბაშვილს კარგად რომ შეერჩია კადრები, მინიმუმ ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება შეეძლო.

_ ღარიბაშვილი მარგველაშვილთან დაპირისპირებაში გაერთო და, ეტყობა, ვეღარ იცლის.

_ მარგველაშვილზე დღეს ბევრი ამბობს, შეიცვალაო. არაფერიც არ შეცვლილა, როგორიც იყო ისეთივეა.

_ ივანიშვილი ვერ მიხვდა, რომ მარგველაშვილი ასეთი ტიპი იყო?

_ giorgi margროგორ ვერ მიხვდა, მაგრამ გარედან უთხრეს და დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად. თავის დროზე მარგველაშვილმა თქვა, პლასტილინი ვიქნებიო. ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოფილ პრემიერს უყვარს ასეთი ხალხი.

_ მარგველაშვილზე რადგან ვსაუბრობთ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხსნიდა ის გრიფით `საიდუმლოს~ სააკაშვილის დოკუმენტებს?

_ ბევრ დოკუმენტებზე ის არ მოხსნის ამ გრიფს. საქართველოს ტრაგედია ის არის, რომ ქვეყნის პირველი პირები იმართებიან გარედან. მარგველაშვილიც გარედან იმართება, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებს.

_ რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს `ქართული ოცნება~ მისგან?

_ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა მითითებებს მიიღებს გარედან.

 ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *