(ალია) თემურ შაშიაშვილი: ორი ისეთი პიროვნება აღმოვაჩინე “ქართულ ოცნებაში”, რომლებიც ხალხს ეზიზღებოდა, მაგრამ ახლა ბიძინას ხათრით ესენიც კი აირჩიეს. ესენი აზრზე არ არიან, რა ტალღა შეიძლება აგორდეს მათ წინააღმდეგ.

 `ჩვენი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლუის ნავარო კახეთში წაიყვანა და მის ვენახებში იხტუნა, იქ სულ სხვა რაღაცები ილაპარაკა!~

temდღეს უკვე აშკარაა, ხელისუფლება ორად იყოფა. აქეთ მთავრობა ბობოქრობს ფარულად მარგველაშვილის უაზრო გამოხტომების გამო, იქით _ მარგველაშვილის მომხრეები შფოთავენ, ასევე ფარულად და ძალებს იკრებენ, რათა როგორმე ხელში ჩაიგდონ სრული ძალაუფლება. როგორც `სახალხო კრების~ ერთ-ერთი ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ამბობს `ალიასთან~ საუბარში, პრეზიდენტი მარგველაშვილი არის არარაობა და იმავე იდეოლოგიის მსხვერპლი, რომლის მსხვერპლიც იყო მიხეილ სააკაშვილი:

_ ბატონო თემურ, ბოლო დროს თქვენ დაჟინებით აცხადებთ, რომ უკვე აივსო მოთმინების ფიალა და საჭიროა გადამწვეტი ნაბიჯების გადადგმა. რა ხდება, გადამწყვეტ ნაბიჯებში რას გულისხმობთ?

_ დღეს საქართველოში ყველა ლაპარაკობს წარსულზე. კი ბატონო, პროკურატურამ უნდა იმუშაოს წარსულზე, პოლიციამაც, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს მომავალზე, ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რა იყო გუშინ და გუშინწინ. მე მიმაჩნია, რომ დღეს სააკაშვილი არ არის საქართველოს პრობლემა, არც მარგველაშვილია პრობლემა, არც `ნაცმოძრაობაა~ პრობლემა, ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა, ამ ზედაპირულმა მიდგომამ წალეკა ქვეყანა.

_ იქნებ დავაკონკრეტოთ, პრობლემა არის ხელისუფლებაში წარმოშობილი უთანხმოება? მარგველაშვილი წამდაუწუმ იძახის: მე ახლა წავალ, გავაძლიერებ უშიშროების საბჭოს, გავაძლიერებ ჩემს უფლებებს და ასე შემდეგ.

_ აი, ესეც სწორედ იქიდან მოდის, რაზეც მე ვლაპარაკობ. წეღან ვთქვი, სააკაშვილი არ არის-მეთქი პრობლემა… დიახ, პრობლემა არის ის იდეოლოგია, რომელსაც ემსხვერპლა სააკაშვილი. იგივე იდეოლოგიის მსხვერპლია მარგველაშვილი და ხელისუფლების ნახევრზე მეტი. დიდი დაკვირვებაც არ არის საჭირო, აშკარად ვხედავთ, რომ `თავისუფლების ინსტიტუტის~ კადრები მოედვნენ მთელ ქვეყანას. ასევე მოედვნენ `ენდიაის~ კადრები, `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ კადრები, `ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის~ კადრები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები. ამერიკაში საფინანსო სამსახურის უფროსად დანიშნეს 70 წელს გადაცილებული ქალბატონი, საქართველოში ამბობენ, 70 წლის ადამიანი ცოცხალი რატომ არისო? უნდა ვაღიარო, მთავრობის თავმჯდომარე სწორად იქცევა, რომ `ენდიაის~ დამფუძნებელს, სოროსელს და `თავისუფლების~ ინსტიტუტის შემქმნელს უპირისპირდება. მე ვგულისხმობ მარგველაშვილს, რომელშიც დასავლეთში მოღვაწე სექტანტებმა ყველაზე დიდი ფული ჩადეს და კადრებიც მოამზადებინეს. ადრეც გითხარით და ვიმეორებ: ამ ადამიანს ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შეუქმნეს უნივერსიტეტი და თვითონ იღებდა იმდენს, რამდენსაც იღებს ჩვენი დედა უნივერსიტეტის ყველა პროფესორი. როგორ გგონიათ, ამას შემთხვევით აკეთებდნენ? ნახეთ, ვინ იყვნენ და არიან პროფესორები იმ უნივერსიტეტში, რომელიც შექმნეს სექტანტურმა ჯგუფებმა. მარგველაშვილი სახიფათო კაცია ქართული იდეოლოგიისათვის, ეს უნდა სცოდნოდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თქვა, თუ ეს კაცი პირველ ტურში არ გაიმარჯვებს, მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებსო. ბატონი ბიძინა ლამის დაჩოქილი ეხვეწებოდა საქართველოს მოსახლეობას, სწორედ ეს უნდა აირჩიოთო. აირჩიეს, თავად ივანიშვილი გამოვიდა და შევცდიო, ასეთი არაფერი მინახავსო. `თავისუფლების ინსტიტუტმა~ რეგიონებსი გადაინაცვლა, ქუთაისი წაიღეს სოროსელებმა, მთელი იმერეთი… თქვენ წარმოგიდგენიათ, სად შევიდნენ უკვე? რაიონებში გააჩაღეს თავიანთი ანტიქართული იდეოლოგია.

_ ბატონო თემურ, თქვენ თქვით, ბიძინა ივანიშვილის შეეშალა, მარგველაშვილი ვერ ამოიცნოო. მართლა ასეა საქმე თუ სხვა გზა არ ჰქონდა? ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ პერმიერ-მინისტრი ამ უჯიშოებს წინააღმდეგობას უწევს და აქ ჩანს ივანიშვილის სურვილიც, მაგრამ კონკრეტულად რა შეეშალა, ან რა აიძულეს?

_ მე ახლა ვხვდები, როგორი სიმართლე მითხრა ედუარდ შევარდნაძემ ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე დღით ადრე: მე სიკვდილამდე ვიქნები პრეზიდენტი, თუ იმას გავაკეთებ, რასაც მეუბნებიანო. თუ ამ ყველაფერს გავაკეთებ, შევარდნაძეების ძვალი მიწაში არ დარჩება, საერთოდ ამოგვთხრიანო. ახლა ვხვდები, რა იყო ეს. ამერიკელი ხალხი ჩვენი მეგობარია, მე ვლაპარაკობ ლიბერმანსა და მაკკეინზე, რომლებსაც ამერიკაში არავინ არაფრად თვლის, როცა საქართველოში ჩამოდიან, მაშინ გრძნობენ კაცებად თავს. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, დაჰყოლოდა. მე არა მგონია, რასაც ივანიშვილი აკეთებდა, ყველაფერი მოსწონდა, მაგრამ წავიდა კომპრომისზე. როდესაც ის პრემიერ-მინისტრი გახდა, შეეძლო ეთქვა, თუ გინდათ, ყველაფერი წაიღეთ, მაგრამ არ იქნება არავითარი კომპრომისი. მას ჰქონდა ოქროს დრო და ეს დრო გაუშვა ხელიდან. რასაც გამსახურდია ლაპარაკობდა ხელისუფლებაში მოსვლამდე, იმისი საწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყო მოსვლის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რა გამონათქვამები აქვს ამერიკაზე და დასავლეთზე. შევარდნაძე მოვიდა რუსულ-ამერიკული შეთანხმებით, ცდილობდა, ბალანსი დაეცვა, მაგრამ ბოლოს საკუთარი თავის გაგდებაზეც კი დათანხმდა. სანამ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა, სხვანაირად ხედავდა, რომ მოვიდა, სხვანაირად დაინახა და დააჩქარა თავისი წასვლა. სააკაშვილი როგორც მოვიდა, ისე წავიდა, მას დავალებების მიცემაც კი არ სჭირდებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს არ არის ეს ადამიანი პრობლემა, ბოლოს და ბოლოს, ერთი ჩამშვები `კაგებეშნიკია~, სკოლაში ბავშვებს უშვებდა, `შატალოზე~ წავიდნენო. ეს იყო თავიდანვე არაკაცი და ასე არაკაცურად დადის ბოლომდე. გამსახურდიას ხელისუფლება გაუყვეს და ისე დაამხეს, შევარდნაძეს ხელისუფლება გაუყვეს და ისე გააგდეს, ეს ვერ გაუკეთეს სააკაშვილს იმიტომ, რომ პირველივე ბრძანებით ერთიანი სექტა ჩამოაყალიბეს `ნაცმოძრაობის~ სახით.

_ რა გამოდის, ახლაც ხელისუფლების გაყოფამდე მივდივართ, როცა მარგველაშვილი რაღაცას ჩირთიფირთობს?

_ მარგველაშვილი არის არარაობა!

_ არა, კონკრეტულად მიპასუხეთ: დღეს ხელისუფლების გაყოფასთან გვაქვს თუ არა საქმე?

_ დღეს საქმე გვაქვს სექტანტების გაძლიერებასთან, რომლებიც ყველგან ძვრებიან get_imgდა ისე მოიწევენ წინ. ირაკლი ღარიბაშვილსაც არა აქვს კარგად გაცნობიერებული, რა ხდება… ის საკადრო პოლიტიკა, რაც მას აქვს, ნამდვილად არ არის კარგის მომტანი. უახლოეს ხანში გაყოფა დაიწყება არა თბილისის დონეზე, არამედ რეგიონებში. გადახედეთ გერმანიას, იაპონიას, ჩინეთს, ამერიკას, გამოუცდელ ხალხს თანამდებობებზე არ ნიშნავენ. დღეს ირაკლი ღარიბაშვილს რეგიონებში მერები და გამგებლები რომ ჰყავს, მათი იმედი აქვს? სექტანტები რევოლუციას დაიწყებენ რეგიონებიდან, ამ პაპანაქება სიცხეშიც კი გაყინეს ცხოვრება საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში, ხალხო?! აი, ერთ მაგალითს გეტყვი, ქუთაისში ქართული ობიექტი იყო _ `მირზაანი~, სადაც დაისვენებდი, კულტურის ობიექტად ითვლებოდა. ახლა ვიყავი ჩასული, სათამაშო ბიზნესი გაუხსნიათ. ეს ხდება სამეფო სასახლის გვერდით. ადგილობრივი არჩევნების პერიოდში 5-6 ობიექტი დახურული იყო და როგორც კი არჩევნები დამთავრდა, ყველგან აზარტული თამაშები გაჩაღდა. სექტანტურმა ჯგუფებმა დაირქვეს დასავლეთის სახელიდა ბინძური ხერხებით თამაშობენ… აი მათი იდეოლოგიაა საქართველოს უბედურება და არა სააკაშვილი და მარგველაშვილი. თუ არ გავწმინდეთ ქვეყანა `თავისუფლების ინსტიტუტის~ და `ენდიაის~ იდეოლოგიისგან, მოვა სხვა მარგველაშვილი. როგორ ფიქრობთ, ასე მაგრად რომ ფინანსდებიან ცალკეული ტელევიზიები, ქართული ორიენტაციის გაზეთებს რომ ლამის ყოველდღე გაჯარიმებენ და სამაგიეროდ მილიონ-მილიონს ურიგებენ `რესპუბლიკელებს~, არასამთავრობოებს, ეს შემთხვევით ხდება? ბიძინა ივანიშვილი აიძულეს, ესენი ხელისუფლებაში მოეყვანა. პოლიტიკამ გონება დაკარგა, გონების ნაცვლად წინა პლანზე წამოვიდა დემაგოგია. დემაგოგები მოდიან ხელისუფლებაში, სავარძლებში სხდებიან და სდევნიან განათლებულ ადამიანებს. ისეთი ადამიანები კადრულობენ უკადრებელს, გაოცებული ვარ, რა უქნეს ამ ხალხს? სექტანტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბოლომდე ვერ ბედავს ირაკლი ღარიბაშვილი, ვერ ბედავს ვერავინ. როდესაც ამერიკაში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ, ის პირველ რიგში მიდის მეცნიერებთან და ელაპარაკება. საქართველოში მეცნიერებს უთხრეს: აგერ, ფული, თქვენ სახლში ისხედით, ხმა არ ამოიღოთო. მე რაც ვნახე რეგიონებში, თავზარდაცემული ვარ, ორი ისეთი პიროვნება აღმოვაჩინე `ქართული ოცნების~ რიგებში, ორი ისეთი პიროვნება ვნახე დაწინაურებული, თავის დროზე შევარდნაძეს ვუთხარი, მაგათი დეპუტატობა როგორ შეიძლება-მეთქი? ეს ადამიანები ხალხს ეზიზღებოდა, მაგრამ ახლა ბიძინას ხათრით ესენიც კი აირჩიეს. ესენი აზრზე არ არიან, რა ტალღა შეიძლება აგორდეს მათ წინააღმდეგ. საკრებულოების წევრების 80 პროცენტი ბომბია `ქართული ოცნებისთვის~. მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ ქუთაისზე, ასეთივე მდგომარეობაა თბილისში, ასეთივე მდგომარეობაა მთელ საქართველოში. კაცი ერთხელ ვინმეს რომ უღალატებს, დამთავრებულია, მას მეორედ აღარ უნდა ენდო. მთავრობის ირგვლივ ხალხი ტრიალებს, რომ გამოვუქვეყნო, რეები აქვთ ნათქვამი ჯერ გამსახურდიაზე, შემდეგ შევარდნაძეზე, ბოლოს სააკაშვილზე, საკუთარი თავი შეგძულდება. ესენი ყველას აქებდნენ და ახლა ღარიბაშვილის ქებაზე არიან გადასულები. ახლა ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც 1999 წელს ერთ დღეს შევიდა სამ პარტიაში _ `რესპუბლიკელებთანაც~ მივიდა და კიდევ ორ პარტიაში გაწევრიანდა ჩუმად. ამას დავანებოთ თავი… აგერ, ამერიკის ელჩი, ნორლანდი გამოვიდა და ამბობს: საქართველოში კრიზისი ყოველთვის არის მოსალოდნელიო. როგორ ფიქრობთ, ეს რაზე მიანიშნებს? დავუშვათ, გერმანელ მეწარმეს უნდოდა ჩვენთან შემოსვლა, ამ სიტყვების შემდეგ შემოვა? ვინც დღეს საქართველოშია შემოსული, ის ამ სიტყვების შემდეგ არ გაიქცევა? გარდა ამისა, ეს არის ნიშანი `ნაცმოძრაობისთვის~: მაგრად იყავით, იაქტიურეთ, იხტუნავეთ, არ გაჩერდეთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! თუ მთელი საქართველო არ დადგა ფეხზე, ამათ ვერც ღარიბაშვილი მიხედავს, ვერც მთავრობა და ვერც ვერავინ.

_ ბატონო თემურ, ალბათ ნახეთ ინფორმაცია, `ენდიაის~ დირექტორი, ლუის ნავარო გაუშვეს, საქართველოდან მიდის.

_ გაუშვეს, მაგრამ მოვა მეორე ნავარო. ჩვენი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ეგ კაცი კახეთში წაიყვანა და მის ვენახებში იხტუნა, იქ სულ სხვა რაღაცები ილაპარაკა. ნავარომ დალია, დაიწყო ვენახებში სირბილი და მონანიება, ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს, მაგრამ რა ვქნა, ამ დავალებებს ამერიკიდან ვიღებო. ამათი ხელის ბიჭებით გაივსო საქართველო, ასეთი ხელის ბიჭია გიგა ბოკერია!

_ კონკრეტულად მთავრობამ და ირაკლი ღარიბაშვილმა რა უნდა გააკეთონ, უნდა გაძლიერდეს ბრძოლა ამ ხელის ბიჭების წინააღმდეგ?

_ პირველ რიგში საჭიროა სერიოზული ანალიზი. ღარიბაშვილმა დაახლოებით ათი მიმართულებით უნდა შექმნას სამეცნიერო ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან დღევანდელ მდგომარეობას. ამერიკაში კანონებს წერენ მეცნიერები და შემდეგ კონგრესმენები ადასტურებენ. ჩვენთან კაბინეტებში ისეთები არიან შეყუჟულები, ერთი წიგნი რომ არ წაუკითხავთ და ისინი წერენ კანონებს. ფიქრია საჭირო, ფიქრი და ანალიზი. მე რომ ყველაფერი ვიცოდე, რა უნდა გააკეთოს ირაკლი ღარიბაშვილმა, კარგი იქნებოდა, მაგრამ უპირველესად საჭიროა ჭკვიან და გაუსვრელ ხალხზე დაყრდნობა.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *