(ფორ.ჯი) ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე

ასე იხარჯებოდა ხალხის ფული. ქვეყნის ბიუჯეტი. უმუშევრობა, სიღატაკე, გავსებული ციხეები, ოკუპირებული თუ დაკარგული ტერიტორიები, დახოცილი სამხედროები, დახვრეტილი ახალგაზრდები, დარბეული მშვიდობიანი მიტინგები. ამ დროს კი ქვეყნის პრეზიდენტი, დემოკრატიის შუქურად წოდებული 200 მილიონიან ფეშენებელურ იახტაზე, რომლის მსგავსის შეძენის უფლებას არაბი შეიხები თუ აძლევდნენ, ღრეობებს მართავდა… ეს არის მიზეზი, რის გამოც სააკაშვილს და ნაცებს ასე სურთ ძალაუფლების დაბრუნება.

ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე

“მიშა სააკაშვილმა უმაღლესი კლასის ეს იახტა საიდუმლო ვითარებაში შეიძინა. ცნობილ გერმანულ გემთმშენებელ კომპანიას შეკვეთა 2010 წელს მისცა. ცხადია, იახტის შემკვეთი მესამე პირია და იახტა დღესაც სხვა კერძო ან იურიდიული პირის სახელზეა რეგისტრირებული. იმედია, ამ დეტალებსაც გავიგებთ. იახტა 200 მილიონი დაჯდა და მის შენახვაში სააკაშვილი ყოველწლიურად 15 მილიონს დოლარს იხდის – 2011 წლიდან დღემდე ამ ხარჯებმა 45 მილიონი დოლარი შეადგინა. იახტას “სწრაფი” ჰქვია და ის ჰოლანდიაში, როტერდამის პორტშია ბაზირებული. სააკაშვილი სწრაფზე სტუმრობით მხოლოდ თავის უახლოეს წრეს ანებივრებდა – ზოგს სამოგზაუროდ იწვევდა, ზოგს დაბადების დღეებს უხდიდა – მავანთა ცოლებს სწორედ “სწრაფზე” გადაუხადა მიშამ დაბადების დღეები. “სწრაფის” არსებობა “ქრონიკას” როტერდამში მცხოვრებმა ემიგრანტმა პაატა ჯვარშეიშვილმა დაუდასტურა”, – წერს გაზეთი “ქრონიკა” სტატიაში სათაურით ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე / რა გვითხრეს ექსპრეზიდენტის იახტაზე ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველებმა?

“200 მილიონ დოლარად ღირებული იახტა ბევრი არ შემოდის არათუ როტერდამის პორტში, მსოფლიოში არც ისე ბევრია. მით უფრო, ის აქ არის ბაზირებული. ცხადია, ბევრს მოხვდება თვალში. გადავამოწმე და ამჟამად “სწრაფი” როტერდამის პორტში არ დგას. მხოლოდ ის გავარკვიე, რომ ჰოლანდიის დროშის ქვეშ დაცურავს და მისი მფლობელის ვინაობა არავინ იცის – არ ვიცი შეგნებულად ასაიდუმლოებენ თუ უბრალოდ, არ იციან. როტერდამში მრავლად წააწყდებით სხვადასხვა იახტებს, რომელთა პატრონის ვინაობა არავინ იცის – მართალი გითრათ, ამ იახტების ინკოგნიტო მფლობელთა ვინაობით არავინ ინტერესდება. დღეში როტერდამის პორტში დაახლოებით 2000 იახტა შედის და გადის და ვის აინტერესებს. თუმცა შემიძლია ვთვა, რომ “სწრაფი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფეშენებელური იახტაა, რომელიც ბოლო წლებში პორტში გამოჩენილა. დღეის შემდეგ უფრო ყურადღებით ვიქნებით და მეც და ჰოლანდიაში მცხოვრები სხვა ქართველებიც და “სწრაფის” ფოტოებსაც აუცილებლად მოგაწვდით”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ჯვარშეიშვილი.

“ჩვენი ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, რომელმაც 2 კვირის წინ ამ საიდუმლო იახტის არსებობა გაგვანდო და მის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი შეგვატყობინა, პირველი, ვისაც “სწრაფზე” დაბადების დღის გადახდა ეღირსა, მიშა სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი იყო. შეგახსენებთ, გლუკსმანი სააკაშვილის კარზე 2008 წელს გამოჩნდა, ის ნიკოლა სარკოზის მეგობრის, ცნობილი ფილოსოფოსის ანდრე გლუკსმანის შვილია და სააკაშვილს სწორედ სარკოზის წყალობით დაუახლოვდა. პარალელურად , უშიშროების საბჭოს კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს ხელისუფლებაში მისი დასაქმების იდეა გიგა ბოკერიას ეკუთვნის. გლუსმანი ბოლოს ჩვენი სიძეც გახდა – ცოლად შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე შეირთო”, – აღნიშნავს გამოცემა

“მოკლედ, 2011 წელს გლუკსმანს სააკაშვილმა დიდი ამბით გადაუხადა დაბადების დღე. როტერდამიდან იახტა ბათუმის პორტში შემოვიდა და კამპანიამ ბათუმიდანვე დაიწყო გრიალი – ეს იახტა იყო, ბათუმელებს დონალდ ტრამპის რომ ეგონათ. ცხადია, სააკაშვილს ხალხმა გაავრცელა ხმები, ტრამპი ბათუმს საკუთარი იახტით ეწვიაო. გლუკსმანისა და ზღულაძის გარდა “სწრაფზე” იყვნენ გიგა ბიოკერია, ბათუ ქუთელია, სოფო ნიჟარაძე, ალანა გაგლოევა, ვანო მერაბიშვილი და თაკო სალაყაია, ამირან მესხელი, დავით კეზერაშვილი, თემურ ჯანაშია, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიაები – ის დათა ახალაია, კუდ-ს რომ თავკაცობდა 7 წლის განმავლობაში და სააკაშვილმა რომ განაცხადა, “სულ სამჯერ მყავს ნანახიო”. სულ გლუკსმანის დაბადების დღეზე 30 კაცი იყო მიწვეული. ერთ დღეს იახტაზე რომ მოულხინეს, სააკაშვილის ბრძანებით იახტა საბერძნეთს ეახლა თავისი კამპანიით და ერთი დღეც კუნძულ როდოსზე გაატარეს. სხვათა შორის, ეს ის გლუკსმანია, “იმედის” დირექტირ გიორგი არველაძეს “მოდელირებული ქრონიკის” გაკეთება რომ შესთავაზა…”, – დასძენს გამოცემა

“თავისი საუკთესო მეგობრების მეუღლეებიდან სააკაშვილმა პირველად ზურაბ ადეიშვილის ცოლი მაია მესხიშვილი გამოარჩია, რომელიც 2011 წლის 21 ნოემბერს 40 წლის გახდა. ადეიშვილმა ცოლის იუბილე წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე გადაიხადა და 80-კაციან სუფრას ვანო მერაბიშვილი თამადობდა. სააკაშვილი დაბადების დღეზე გვიან მივიდა, 2 საათს გაჩერდა და იუბილარს სიურპრიზის მოწყობას შეპირდა. 23 ნოემბერს “ნაციონალებმა” ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავი იზეიმეს, ღრეობას რომ მორჩნენ სააკაშვილი და კომპანია საპრეზიდენტო თვითმფრინავით გადაფრინდნენ როტერდამში და “სწრაფი” სრულ მზადყოფნაში დახვდათ. მხოლოდ იახტაზე გაუმხილა მიშამ ლასხიშვილს, რომ ეს იყო მისი დაპირებული სიურპრიზი. დაბადების დღეზე 20 კაცი იყო მიწვეული, თითქმის იგივენი, ვინც გლუკსმანის დაბადების დღეს ესწრებოდა და მიშას რამდენიმე “მუზიკანტი” რომელთაც მუდამ თან დაათრევდა იახტაზე, როცა იქ რამე საზეიმო ხდებოდა”, – წერს სტატიის ავტორი.

“ეს ის ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, მოდელები და კომედიანტები არიან, რომლებიც არც აქ აკლდებოდნენ სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” პიარაქციებს, ყველა ტელეარხზე ეგენი მღეროდნენ და ტაშ-ფანდურობდნენ, ყველა თოქ-შოუში ეგენი ისხდნენ და ლაქლაქებდნენ. თუ მათი ნახვა ისევ მოგინდათ, “რუსთავი 2″-ს მიეძალეთ. მიშა მათ სოლიდურადაც უხდიდა და უპირველესად, საიდუმლოს შენახვას სთხოვდა – არსად წამოცდენოდათ, რომ სააკაშვილს არათუ საკუთარი იახტა ჰყავდა, საერთოდ მასთან ერთად იქ თუ იყვნენ ნამყოფნი. ცხადია, საიდუმლოს ინახავდნენ – ფული იქით იყოს და, ახალაიებისა და მერაბიშვილის შემხედვარე, საიდუმლოს გათქმის სურვილი რომელ ჭკუათმყოფელს დაებადებოდა… ლასხიშვილის იუბილეზე მაგრად გაინავარდა სააკაშვილმა, იახტით იტალიას წრე დაარტყა და კუნძულ სარდინიაზე გაჩერდა. იქ მეგობრებმა რამდენიმე ბარი და რესტორანი გამოიცვალეს, სააკაშვილმა კი სარდინიაში ადეიშვილს ცოლს ბრილიანტის ბეჭედი უყიდა. იმავე წყაროს ინფორმაციით, მაია ლასხიშვილის დაბადების დღე, თავის საჩუქრიანად, სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ დააფინანსა”, – დასძენს სტატიის ავტორი.

“ქრონიკის მასალების” მიხედვით

ნანახია – 1290

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *