(iverioni) თემურ შაშიაშვილი:-“დღეს შექმნილი სიტუაცია გაცილებით საშიშია, რადგან ძველ და ახალ პრეზიდენტებს აახლოებს”

თემურ შაშიაშვილი:-

       პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებაში მყოფი ხალხის 80 პროცენტს  “გაბოროტებულ პოლიტიკურ ძალებად” მიიჩნევს და ამბოობს, რომ დღეს საქართველოში საქმის მკეთებელ ძალებსა და ადამიანებს ამის საშუალებას არ აძლევენ.

-“ეს წესიერი ხალხი გაოგნებულია და გაიძახიან, ეს სად მოვედითო. ეს მოსალოდნელიც იყო. როცა პოლიტიკაში ადამიანი ფულის ძალით მოდის, იქ სხვანაირად არც მოხდებოდა. ივანიშვილი ფულის ძალით მოვიდა პოლიტიკაში და შემდეგ ხელისუფლებაში. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ბატონი ბიძინა უნიჭო ადამიანია. უნიჭო რომ ყოფილიყო, 6 მილიარდს ვერ იშოვიდა. სწორედ ამ 6 მილიარდმა დააშვებინა ხალხს შეცდომა. ჩვენმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილი რძის მდინარეებს მოიტანდა. მსოფლიოს არ ახსოვს მაგალითი, როცა ხელისუფლებაში მოსულ მილიარდერს ქვეყნისთვის სიკეთე მოეტანოს. ამიტომაც არის, რომ დემოკრატიულ სამყაროში მილიარდერებს ქვეყნის მეთაურებად არ ირჩევენ.

პრეზიდენტისა და პრემიერის გართულებულ ურთიერთობაზე საუბრისას თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი “შარშან ამ დროს მთელ საქართველოს დაჩოქილი ეხვეწებოდა, მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეთო”, დღს კი მისი გამოსვლა აგერსიულობით გამოირჩევა და ლანძღვაგინებით მთავრდება.

-შარშან ამ დროს მთელ საქართველოს დაჩოქილი ეხვეწებოდა, მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეთო. ჩვენ, ვისაც ამჟამინდელი პრეზიდენტი არ მოგვწონდა, მტრებს გვეძახდა. საკუთარ თავზე დიდი მტერი ივანიშვილს არა ჰყავს. მტრები იმ ამერიკელ მრჩევლებშიც მოიკითხოს, ფეხქვეშ რომ გაეგო. თუ ქვეყნის გადარჩენა უნდა, ამ ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს. აუცილებლად უნდა გაწმინდოს გარემოცვა. მე პირადად არ მჯერა, რომ ასე მოიქცევა. ყველას კარგად გვახსოვს, რა მაღალფარდოვან განცხადებებს აკეთებდა ის ოჯახის სიწმინდესა და ერთგულებაზე. მინისტრებად ისეთი ხალხი დანიშნა…

მან ხალხს იძულებით აარჩევინა მარგველაშვილი პრეზიდენტად. ღიად ამბობდა, თუ მას პირველივე ტურში არ აირჩევთ, იმაზე ადრე წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე ვაპირებდიო. მარგველაშვილის არჩევიდან 2 თვის შემდეგ განაცხადა, შევცდიო. ამის გამო მოსახლეობას ბოდიშიც კი არ მოუხადა. არადა, მან ხალხს ქართული იდეოლოგიის მტრული ორგანიზაციების დამფუძნებელი აარჩევინა.

ის რომ არ მოსულიყო პოლიტიკაში, ნაციონალე-ბი დღეს უკვე აღარ იარსებებ¬დნენ. მათ ქართველი ხალხი სამართლიან განაჩენს გა-მოუტანდა. ახლა ისინი ისევ ხელისუფლებაში არიან, მეოცნებეები კი მათ გასამართლებას არ აპირებენ. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. მეტსაც გეტყვით, ერთად არიან და ერთად ებრძვიან პატრიარქს. პატრიარქის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო. ნახეთ, რა დღეში არიან არასამთავრობოები, მათ ხელისუფლება თავზე ხელს უსვამს. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ხალხი უნდა გამოფხიზლდეს. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ ხალხის გამოსაფხიზებლად. ამასთან ხელისუფლებას მოვითხოვთ, ჩააბაროს ანგარიში.

-რას ფიქრობთ ახალ იდეაზე-პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა როგორ ფიქრობთ, რატომ და ვის აწყობს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წასის გაუქმება?

-მთავარია გავარკვიოთ,როგორი მმართველობის ქვეყანა ვართ…პირდაპირი წესით პრეზიდენტს საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანაში ირჩევენ…მაღალი ლეგიტიმაციის,ანუ ხალხის მიერ არჩეული უუფლებო პრეზიდენტი ქვეყნისათვის ისეთივე საშიშია,როგორც დიქტატორული უფლებების პრეზიდენტი..ჩვენ ერთი უკიდურესობიდან, მეორეში გადავვარდით….დღეს შექმნილი სიტუაცია გაცილებით საშიშია,რადგან ძველ და ახალ პრეზიდენტეებს აახლოებს მათ გუნდებთან ერთად…ეს აწყობთ გარედან საქართველოზე დაპატრონებულ ძალებს,მაგრამ არ აწყობს საქართველოს…საქართველოში კი დიდი ხანია ხდება ის,რაც აწყობს სხვას, გარდა საქართველოს მოსახლეობისა….ჩვენ ისეთივე -პრეზიდენტის პირდაპირი წესის დანერგვა იგეგმება?

უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, როგორც ირჩევენ გერმანიაში და არა იმ წესით,როგორც ირჩევენ ამერიკაში.

აქვე “თეთრების” ლიდერმა საინიციატივო ჯგუფის სახელით კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადმოებას, რომ მიმართონ პირდაპირ ბატონა ივანიშვილს , რომ პირველ ოქტომბერს ხელისუფლებამ არა უბრალოდ ანგარიში უნდა ჩააბაროს ხალხს და ქვეყანას, არამედ პატიოსნად თქვას, რა ვერ შეძლო და რაც მთავარია, თქვას ის, რის გაკეთებასაც აპირებს.

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *