თემურ შაშიაშვილი: რა თქმა უნდა, მე მირჩევნია, რომ გაეროში საქართველო წარმოადგინოს ღარიბაშვილმა

images (1)დღეს ბევრს საუბრობენ საქართველოში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაეროს ასამბლეაზე ლამის ორი დამოუკიდებელი დელეგაცია გაემგზავროს. მდგომარეობას ართულებს ყოფილი პრემიერის ბოლო დროინდელი განცხადებები, რომელშიც ის აშკარად უპირისპირდება მისივე დიდი მეცადინეობით არჩეულ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს. თეთრების ლიდერმა  ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა:

“გავიხსენოთ, ბატონი ივანიშვილი შარშან ამ დროს მთელ საქართველოს დაჩოქილი ეხვეწებოდა, მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეთო. ჩვენ, ვისაც ამჟამინდელი პრეზიდენტი არ მოგვწონდა, მტრებს გვეძახდა. საკუთარ თავზე დიდი მტერი ივანიშვილს არა ჰყავს. მტრები იმ ამერიკელ მრჩევლებშიც მოიკითხოს, ფეხქვეშ რომ გაეგო. თუ ქვეყნის გადარჩენა უნდა, ამ ხალხისგან უნდა გათავისუფლდეს. აუცილებლად უნდა გაწმინდოს გარემოცვა. მე პირადად არ მჯერა, რომ ასე მოიქცევა. ყველას კარგად გვახსოვს, რა მაღალფარდოვან განცხადებებს აკეთებდა ის ოჯახის სიწმინდესა და ერთგულებაზე. მინისტრებად ისეთი ხალხი დანიშნა…

მან ხალხს იძულებით აარჩევინა მარგველაშვილი პრეზიდენტად. ღიად ამბობდა, თუ მას პირველივე ტურში არ აირჩევთ, იმაზე ადრე წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე ვაპირებდიო. მარგველაშვილის არჩევიდან 2 თვის შემდეგ განაცხადა, შევცდიო. ამის გამო მოსახლეობას ბოდიშიც კი არ მოუხადა. არადა, მან ხალხს ქართული იდეოლოგიის მტრული ორგანიზაციების დამფუძნებელი აარჩევინა.

მეორეს მხრივ, ის რომ მარგველაშვილს ეს სურვილი გაუჩნდა არ არის უცხო. ეს კაციgiorgi marg პატიოსანი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ პლასტელინია. მან აღიარა, რომ შექმნა ქართული ცნობიერების დამანგრეველი ინსტიტუტები : ენდიაი, სოროსის ფონდი და თავისუფლების ინსტიტუტი. არ უარყვია რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რომ ის რასაც ეტყოდნენ, იმას გააკეთებდა. მას არ დაუმალავს, რომ გარე ძალებს ემსახურება და მათ დავალებებს ასრულებდა. მე მაოცებს იმათი პოზიცია, ვინც იცოდა ეს და აირჩია მარგველაშვილი. პლასტელინი როგორ მოიქცეოდა, არ იცოდნენ? მე ვამბობ და „სახალხო კრების“ განწყობაც ასეთია, რომ საქმე მარგველაშვილში კი არ არის, მარგველაშვილის უკან ისეთი ძალები დგას, რომ ეს სასიკეთო ქვეყნისთვის არ იქნება. ერთი ივანიშვილი იყო, რომელიც ამტკიცებდა, ეს კაცი თუ არ აირჩიეთ, დაინგრევა ქვეყანაო. ეხლა კი გვიმტკიცებს, რომ ეს კაცი რომ ავირჩიეთ თურმე იმიტომ იქცევა ქვეყანა.

მეორე მომენტია, ბიძინა ივანიშვილს, როცა პრემიერობიდან გადადგა, თავიდანვე უნდა ეთქვა, რომ მიდის ამ ხელისუფლების ოპოზიციაში მან ეს არ გააკეთა. მაგრველაშვილმა ფაქტიურად დაასწრო ივანიშვილს და თვითონ წავიდა მთავრობის ოპოზიციაში, როდესაც დაინახეს გარე ძალებმა, რომ ღარიბაშვილს სააკაშვილივით თავის ჭკუაზე ვერ ატარებენ. რაც უფრო ძლიერდება მოძრაობა სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში, მით უფრო ძლიერდება საქართველოს საწინააღმდეგო განწყობები ქვეყნის გარეთ.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, თუ ვინ უნდა წავიდეს გაეროში, ვიტყვი: რა თქმა უნდა მე მირჩევნია, რომ გაეროში საქართველო წარმოადგინოს ღარიბაშვილმა, იმიტომ რომ ის იტყვის ქართულ სიტყვას და მისი სიტყვა ქვეყნის გარეთ არ დაიწერება.”

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *