(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: მარგველაშვილი გულწრფელად აღიარებდა, რომ პლასტელინია, რომ შექმნა ქართული ცნობიერების დამანგრეველი ინსტიტუტები

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი გაერო-ში გასამგზავრებელ დელეგაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ბატონი ივანიშვილი შარშან ამ დროს მთელ საქართველოს დაჩოქილი ეხვეწებოდა, მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეთო. ჩვენ, ვისაც ამჟამინდელი პრეზიდენტი არ მოგვწონდა, მტრებს გვეძახდა. მან ხალხს იძულებით აარჩევინა ქართული იდეოლოგიის მტრული ორგანიზაციების დამფუძნებელი და მათი იდეოლოგიის ერთგული გამტარებელი.
დიახ, მარგველაშვილი გულწრფელად აღიარებდა, რომ პლასტელინია. რომ შექმნა ქართული ცნობიერების დამანგრეველი ინსტიტუტები : ენდიაი, სოროსის ფონდი და თავისუფლების ინსტიტუტი. არ უარუყვია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მას არ დაუმალავს, რომ გარე ძალებს ემსახურება და მათ დავალებებს ასრულებდა. მე მაოცებს იმათი პოზიცია, ვინც იცოდა ეს და აირჩია მარგველაშვილი. პლასტელინი როგორ მოიქცეოდა, არ იცოდნენ? მე ვამბობ და „სახალხო კრების” განწყობაც ასეთია, რომ საქმე მარგველაშვილში კი არ არის ან სააკაშვილში, არამედ იმ გარე ძალებში, რომლებიც მათ მართავენ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, ვიტყვი: რა თქმა უნდა, მე მირჩევნია, რომ გაერო-ში საქართველო წარმოადგინოს ირაკლი ღარიბაშვილმა, იმიტომ რომ ის იტყვის ქართულ სიტყვას და მისი სიტყვა ქვეყნის გარეთ არ დაიწერება”, – ნათქვამია შაშიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



