(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ხალხის მიერ არჩეული უუფლებო პრეზიდენტი ქვეყნისათვის ისეთივე საშიშია, როგორიც დიქტატორული უფლებების მქონე პრეზიდენტი!

დღეს შექმნილი სიტუაცია უაღრესად საფრთხისშემცველია ქვეყნისთვის. ეს სიტუაცია აწყობთ გარედან საქართველოზე დაპატრონებულ ძალებს, მაგრამ არ აწყობს საქართველოს. საქართველოში კი დიდი ხანია, ხდება ის, რაც აწყობს სხვას, გარდა საქართველოს მოსახლეობისა“,- განცხადებას „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ავრცელებს:
„ჩვენ პირდაპირი წესით ავირჩიეთ პრეზიდენტი, როგორც ეს საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანაში ხდება, ამდენად, ის მაღალი ლეგიტიმაციით გამოირჩევა. უფლებამოსილებებიც შესაბამისად მაღალი ექნება. ხალხის მიერ არჩეული უუფლებო პრეზიდენტი, როგორიც დღეს მარგველაშვილია, ქვეყნისათვის ისეთივე საშიშია, როგორიც დიქტატორული უფლებების მქონე პრეზიდენტი, როგორიც იყო სააკაშვილი. ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით…“ – ამბობს შაშიაშვილი.
„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ მიღებული კანონებით, დღეს საქართველო უკვე აღარ არის საპრეზიდენტო ქვეყანა, არამედ საქართველოში შერეული საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობაა, პრემიერის გამოკვეთილად ძლიერი უფლებებით, როგორც გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში და ისრაელში.
შესაბამისად, პრეზიდენტიც სწორედ იმ წესით უნდა იქნას არჩეული, როგორც ეს ხდება გერმანიაში და არა იმ წესით, როგორც სუფთა საპრეზიდენტო ქვეყანაში – ამერიკაში.



