(პირველი რადიო) თემურ შაშიაშვილი: ნაცმოძრაობამ ივანიშვილს თავისი გუნდის წევრებზე ისეთი ჩანაწერები დაახვედრეს

მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი აცხადებს, რომ ივანიშვილს მართლაც რომ ნდომებოდა ქვეყნის გადარჩენა პარლამენტს და მთავრობას პროფესიონალებით დააკომპლექტებდა, მისივე თქმით იმის მაგივრად რომ ის ასე მოქცეულიყო, მისი ყველა გამოსვლა ლანძღვა გინებით მთავრდება. შაშიაშვილი იხსენებს, რომ იმათ ვისაც ამჟამინდელი პრეზიდენტი არჩევნების წინ არ მოსწონდა ივანიშვილი მტერებს ეძახდა, ყველაზე დიდი მტერი კი შაშიაშილის თქმით ივანიშვილს საკუთარი თავის სახით ყავს. შაშიაშვილი ურჩევს ივანიშვილს საკუთარი გარემოცვა გაწმინდოს და ამ რჩევასთან ერთად ის სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ნაციონალებმა ივანიშვილს საკუთარ გუნდზე ვიდეო ჩანაწერები დაახვედრეს. „ყველას კარგად გვახსოვს რა მაღალფარდოვან განცხადებებს აკეთებდა ის ოჯახის სიწმინდესა და ერთგულებაზე. მინისტრებად ისეთი ხალხი დანიშნა პირდაპირ არ ვიცი. .. ნაცმოძრაობამ ივანიშვილს თავისი გუნდის წევრებზე ისეთი ჩანაწერები დაახვედრეს… ძალიან ცუდია, რომ ასეთი რამ ჩაიწერეს, მაგრამ ივანიშვილსაც ხომ უნდა მოეხდინა რეაგირება “- განუცხადა „ახალ თაობას“ თემურ შაშიაშვილმა



