(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: 10 ათასამდე ადამიანს შევხვდით და მათი პოზიცია იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა

თემურ შაშიაშვილი: 10 ათასამდე ადამიანს შევხვდით და მათი პოზიცია იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა
ავტორი:
19 სექტემბერი, 2014. 14:45
-+
„ახლოვდება პირველი ოქტომბერი, არჩევნების ორი წლისთავი, ყოველი პატიოსანი მთავრობა მოსვლიდან 100 დღის თავზე აბარებს ანგარიშს ხალხს. ამ ხელისუფლებამ თავად უნდა გამონახოს გზა, რა ფორმით ჩააბარებს ანგარიშს საკუთარ ხალხს”, – ეს განცხადება საინიციატივო ჯგუფის „ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს” წევრმა, „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ორი თვის განმავლობაში ჯგუფი ინტენსიურად ხვდებოდა საქართველოს მოსახლეობას და ერთგვარ გამოკითხვას ატარებდა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
„ეს იყო ერთგვარი გამოკვლევა, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ამ ორი თვის განმავლობაში 10 ათასამდე ადამიანს შევხვდით და მათი პოზიცია იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. „ნაცმოძრაობა” ამბობს, რომ ქვეყანა დატოვა აყვავებული, „ქართული ოცნება” კი ამტკიცებს, რომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დაჰპირდა ხალხს. ჩვენ გვაინტერესებდა ხალხის განწყობა. კვლევების ჩატარების შედეგად გამოვლენილი განწყობა ასეთია: „ნაცმოძრაობამ” დატოვა დანგრეული ქვეყანა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა. ასეთია ზოგადად ხალხის განწყობა”, – ამბობს შაშიაშვილი.



